📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევის საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.06.2025
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016558 3171
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 05/06/2025
2,034 სიტყვა · ~10 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევის საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 05.04.2023 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 27.06.2025 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტების (მითითება, შემოწმების აქტი, შემოწმების აქტი (მითითების გარეშე), უწყება, დათვალიერების ოქმი, მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმი, სააღსრულებო ფურცელი) ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 07.02.2020 წალკის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მითითების, შემოწმების აქტის და სააღსრულებო ფურცლის ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 14.09.2022 ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტების (მითითება, შემოწმების აქტი, შემოწმების აქტი (მითითების გარეშე), უწყება, დათვალიერების ოქმი, მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმი, სააღსრულებო ფურცელი) ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 03.06.2020

დოკუმენტის ტექსტი

ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევის საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 2025 წლის 4 ივნისი ქ. ხონი ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევის საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 123-ე, 124-ე, 125-ე, 126-ე, 127-ე და 128-ე მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,   ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევის საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმები ამ დადგენილების დანართი №1, დანართი №2, დანართი №3, დანართი №4, დანართი №5, დანართი №6, დანართი №7, დანართი №8, დანართი №9, დანართი №10-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 ოქტომბრის № 102 დადგენილება ,,ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შენობა ნაგებობასთან დაკავშირებული დოკუმენტების (მითითება, შემოწმების აქტი, შემოწმების აქტი (მითითების გარეშე), უწყება, დათვალიერების ოქმი, მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმი, სააღსრულებო ფურცელი) ფორმების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 01/11/2019 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.119.016406). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე დანართი №1 მითითება №---------- შედგენის თარიღი ---------------------------------------- სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო დამრღვევის მიმართ სამართალდარღვევის საქმისწარმოებას იწყებს მითითების გაცემით (,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ საქართველოს კანონის 123-ე მუხლის 1-ლი პუნქტით). მითითება წარმოადგენს მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო  სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. დამრღვევის დასახელება და მისამართი -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ობიექტის დასახელება და მისამართი ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- მითითების გაცემის მომენტში მშენებლობის ეტაპი ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- დარღვევის სახეობა, შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ რაც გათვალისწინებულია საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“  ---------  მუხლის --------  ნაწილის  -------- ქვეპუნქტით. საჯარიმო სანქცია აღნიშნულ დარღვევაზე განისაზღვრება  -----------------------------  ლარით. დარღვევის გამოსწორების  ვადა ---------------------------- დღე მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს  7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ. შემოწმების აქტის საფუძველზე, თუ აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას (ბრძანებას) სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს მიმდინარე მშენებლობა, თუ ეს არის უნებართვო მშენებლობა ან ის სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარეობს და მისი გამოსწორება შეუძლებელია მშენებლობის შეჩერების გარეშე. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება (ბრძანება) საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას (ბრძანებას) სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ: ა) მითითება შესრულდა და დარღვევები გამოსწორებულია; ბ) მშენებლობის ნებართვის გამცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება ობიექტის ლეგალიზების შესახებ; გ) არ არსებობს საქართველოს კანონის ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 125-ე მუხლის მე-4 ნაწილით ან 127-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისიწნებული დადგენილების მიღების საფუძველი; დ) მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ დარღვევა დადგენილების მიღებამდე გამოსწორდა, გარდა საქართველოს კანონის ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 138-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევისა, თუ ის ხორციელდება ,,ტყის ფონდის მართვის შესახებ“ და ,,წყლის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში. მითითება  ჩაიბარა  (სახელი, გვარი, მიღების თარიღი, ხელმოწერა) ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების (ბრძანების) გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, სამშენებლო ობიექტზე. თუ ის არ იმყოფება ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის/აქტების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის/აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება. აღნიშნულის გათვალისწინებით, თუ ვერ ხერხდება მხარისათვის მითითების გაცნობა (ჩაბარება), გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვალოს მისი განთავსება ,,მითითებაში“ მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. მითითება გაეცნო (ჩაჰბარდა) დამრღვევს თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით (ზუსტად მიეთითოს განთავსების თვალსაჩინო ადგილი, განთავსების თარიღი). ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------                            მითითების გამცემი /თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა/   შენიშვნა --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- დანართი №2                                                                     შემოწმების  აქტი                                                   შედგენის  თარიღი ----------------------------------------- მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს  შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ. (საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 124-ე მუხლის მე-3 პუნქტი). მითითება გაცემული იყო საქართველოს კანონის ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“   ---------  მუხლის  --------- ნაწილის -------- ქვეპუნქტით გათვალისწინებული  დარღვევის გამოსასწორებლად. შემოწმების აქტი დგება   ----------    წლის  -------------------------------  გაცემული N ------------- მითითებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მდგომარეობის დასადგენად.     დამრღვევის დასახელება და მისამართი :   ---------------------------------------------------------------------------------------------------    ობიექტის დასახელება და მისამართი: ------------------------------------------------------------------------------------------------- შემოწმების  მომენტში მშენებლობის ეტაპი -------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------ შემოწმებით დადგინდა ----------------------------------------------------------------------------------------------------  რითაც დგინდება, რომ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა. შემოწმების აქტის საფუძველზე, თუ აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას (ბრძანებას) სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს მიმდინარე მშენებლობა, თუ ეს არის უნებართვო მშენებლობა ან ის სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარეობს და მისი გამოსწორება შეუძლებელია მშენებლობის შეჩერების გარეშე. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება (ბრძანება) საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას (ბრძანებას) სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ: ა) მითითება შესრულდა და დარღვევები გამოსწორებულია; ბ) მშენებლობის ნებართვის გამცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება ობიექტის ლეგალიზების შესახებ; გ) არ არსებობს საქართველოს კანონის ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 125-ე მუხლის მე-4 ნაწილით ან 127-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილების მიღების საფუძველი; დ) მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ დარღვევა დადგენილების მიღებამდე გამოსწორდა, გარდა საქართველოს კანონის ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 138-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევისა, თუ ის ხორციელდება ,,ტყის ფონდის მართვის შესახებ“ და ,,წყლის შესახებ“ საქართველოს კანონებით განაზღვრულ ტერიტორიაზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში. შემოწმების აქტი  ჩაიბარა  (სახელი, გვარი, მიღების თარიღი, ხელმოწერა) ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების (ბრძანების) გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, სამშენებლო ობიექტზე. თუ ის არ იმყოფება ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის/აქტების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის/აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება. აღნიშნულის გათვალისწინებით, თუ ვერ ხერხდება მხარისათვის მითითების გაცნობა (ჩაბარება), გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვალოს მისი განთავსება ,,მითითებაში“ მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. შემოწმების აქტი გაეცნო (ჩაჰბარდა) დამრღვევს თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით (ზუსტად მიეთითოს განთავსების თვალსაჩინო ადგილი, განთავსების თარიღი). ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- შემოწმების აქტის შემდგენი /თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა/ შენიშვნა ----------------------------------------------------------------------------------------------------- დანართი №3 უ  წ  ყ  ე  ბ  ა   № საქართველოს კანონით ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“  გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის საფუძველზე საქართველოს კანონის ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 125-ე  მუხლის  2​​​1  ნაწილის შესაბამისად, დაბარებული ხართ ხონის მუნიციპალიტეტის  მერიის ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურში სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით. დამრღვევის დასახელება და მისამართი: --------------------------------------------------------------------------------------- ობიექტის დასახელება და მისამართი: ------------------------------------------------------------------------------------------ საქმის განხილვის თარიღი:--------------------------------------------------------------------------------- საქმის განხილვის ადგილი:-------------------------------------------------------------------------------- საქმის განხილვის დრო:------------------------------------------------------------------------------------- საქმის განმხილვევლი თანამდებობის პირის ვინაობა: ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------უწყება მხარისათვის ან წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდა ერთ-ერთ მათგანს ან მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, აგრეთვე სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს. პირი, რომელსაც ჩაჰბარდა უწყება --------------------------------------------------------------------------- თუ ვერ ხერხდება მხარისათვის უწყების  გაცნობა (პირდაპირი ჩაბარება),  გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვლება მისი განთავსება უწყებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილას. მხარის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საქმის განხილვას. უწყება ჩაიბარა  (სახელი, გვარი, მიღების თარიღი, ხელმოწერა) ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ უწყება გაეცნო (ჩაბარდა) დამრღვევს თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით, (ზუსტად მიეთითოს განთავსების თვალსაჩინო ადგილი, განთავსების თარიღი). ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის  სამსახურის  უფროსი: დანართი №4  შემოწმების  აქტი № „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის  123-ე  მუხლის მე-2  პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება შემოწმების აქტის შედგენით იწყება შემდეგი შემთხვევების გამო: ა) ამ კოდექსის 136-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის არსებობისას; ბ) დარღვევისათვის საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების მიღებისას; გ) დამრღვევის საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის თანხით დაჯარიმებისას; დ) საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისას; ე) უფლებამოსილი ორგანოსათვის იმ ობიექტის ექსპლოატაციაში მისაღებად განცხადების დადგენილ ვადაში წარუდგენლობისას, რომლის მშენებლობაც დამთავრებულია; ვ) თუ დამრღვევი განცხადების საფუძველზე აღიარებს სამშენებლო ობიექტზე არსებულ დარღვევებს და ითხოვს კანონით დადგენილი ზომების მიღებას; ზ) ამ კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევის არსებობისას, თუ ის ხორციელდება საქართველოს ტყის კოდექსით ან ,,წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში  დამრღვევის დასახელება და მისამართი -------------------------------------------------------------------------------------------------------------  ობიექტის დასახელება და მისამართი -------------------------------------------------------------------------------------------------------------------- შემოწმების მომენტში მშენებლობის ეტაპი -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------  შემოწმებით დადგინდა ------------------------------------------------------------------------------------------------------------------         შემოწმების აქტი  ჩაიბარა  (სახელი, გვარი, მიღების თარიღი, ხელმოწერა) -------------------------------------------------------------------------------------------------------------------- სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების (ბრძანების) გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, სამშენებლო ობიექტზე. თუ ის არ იმყოფება ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის/აქტების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის/აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება. აღნიშნულის გათვალისწინებით, თუ ვერ ხერხდება მხარისათვის მითითების გაცნობა (ჩაბარება), გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვალოს მისი განთავსება ,,მითითებაში“ მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. შემოწმების აქტი გაეცნო (ჩაჰბარდა) დამრღვევს თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით. (ზუსტად მიეთითოს განთავსების თვალსაჩინო ადგილი, განთავსების თარიღი). ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------                            შემოწმების აქტის გამცემი  /თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა/ შენიშვნა ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- დანართი №5                                                           დათვალიერების  ოქმი № შედგენის   თარიღი ------------------------               მისამართი----------------------------------------- შემდგენი პირები----------------------------------------------------------------------------------------- დათვალიერების საფუძველი: 1. შემოსული წერილი № თარიღი---------------------------------------------------------------------- 2. ცხელი ხაზი, № თარიღი------------------------------------------------------------------------------ 3. აშკარა დარღვევა-------------------------------------------------------------------------------------- დასათვალიერებელი ობიექტი: 1. მესაკუთრე--------------------------------------------------------------------------------------------- 2. მშენებელი--------------------------------------------------------------------------------------------- 3. დამკვეთი---------------------------------------------------------------------------------------------- 4. სხვა----------------------------------------------------------------------------------------------------- სამართალდარღვევა საამშენებლო საქმიანობაში: 1. უნებართვო მშენებლობა. (,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ მუხლი 130🔗). 2. უნებართვო მშენებლობა საქართველოს ტყის კოდექსითა და ,,წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა (მუხლი  131🔗). 3. სამშენებლო/სანებართვო პირობების დარღვევა (მუხლი 132🔗). 4. სათანადო ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების გაუთვალისწინებლობა (მუხლი 132🔗​​​1). 5. ობიექტზე საინფორმაციო დაფის განუთავსებლობა ან საინფორმაციო დაფაზე არასრული ინფორმაციის განთავსება (მუხლი 134🔗). 6. მშენებარე ობიექტის კონსერვაციის წესის დარღვევით მიტოვება (მუხლი 135🔗). 7. მშენებლობის შეჩერების შესახებ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა (მუხლი 136🔗). 8. საფრთხის შემქმნელი ავარიული შენობა-ნაგებობის სავალდებულო რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა (მუხლი 137🔗). 9. იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების (რემონტის), რეკონსტრუქციის, აღდგენის ან/და დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც მუნიციპალიტეტის იერსახეს ამახინჯებს (მუხლი 137🔗​​​1). 10. მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა (მუხლი 138🔗). ახსნა-განმარტება ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- დაინტერესებული პირის ხელმოწერა --------------------------------------------------------------------- შემდგენის ხელმოწერა ------------------------------------------------------------------------------------- ფოტოდანართის /რაოდენობა/ -------------------------------------------------------------------------- დანართი №6 ბ რ ძ ა ნ ე ბ ა უნებართვო/ნებართვის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერების შესახებ ქ. ხონი                                                                                       „-----“  --------------------- 20  ---- წ. საფუძველი: საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 127-ე მუხლის 1-ლი პუნქტის და 20 წლის -------------------------------- № ---------------------------- შემოწმების აქტი 1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის ------------------- მუხლის -------- ნაწილის --------------------  საფუძველზე --------------------------------------------------------- მიერ შეჩერებულ იქნეს მშენებლობა დარღვევის აღმოფხვრამდე. 2. ბრძანება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით  გაეცნოს -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 3. მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანების შეუსრულებლობის შემთხვევაში სამართალდამღვევს დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის შესაბამისად. მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანების განმეორებით  შეუსრულებლობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360​​​1 მუხლის შესაბამისი პასუხისმგებლობა. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში. დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.             ხონის მუნიციპალიტეტის მერი:                                   /                                             /.                                                                                                                        ბ.ა დანართი №7 ბ რ ძ ა ნ ე ბ ა უნებართვო/ნებართვის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის  დემონტაჟის შესახებ ქ. ხონი                                                                                      „-----“ --------------------- 20  ---- წ. საფუძველი: საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის  127-ე მუხლის 1-ლი პუნქტის და 20 წლის --------------------------------№ ---------------------------- შემოწმების აქტი 1. „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის” ------------------- მუხლის -------- ნაწილის -------------------- საფუძველზე ----------------------------------------მიერ შეჩერებულ იქნეს დარღვევის აღმოფხვრამდე მშენებლობა.  2. ბრძანება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით  გაეცნოს ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში. დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.             ხონის მუნიციპალიტეტის მერი:                            /                                           /.                                                                                                               ბ.ა. დანართი №8 ბ რ ძ ა ნ ე ბ ა სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ ქ. ხონი                                                                                      „----“ --------------------- 20  ---- წ. საფუძველი: საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის  125-ე მუხლის 1-ლი  და მე-4 პუნქტები და  20      წლის --------------------------------№ ---------------------------- შემოწმების აქტი 1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის -------------------  მუხლის -------- ნაწილის საფუძველზე -------------------------- სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის ------------------ ლარით დაჯარიმდეს --------------------- (სახელი, გვარი, საიდენტიფიკაციო მონაცემები) --------------------------------------------------------------------------------------------------- 2. ბრძანება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით  გაეცნოს -------------------------------------------------------------------------------------------------- 3. სამართალდარღვევისათვის განსაზღვრული ჯარიმა ჩარიცხულ იქნეს ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში   --------------------------------------------  ბრძანების ჩაბარებიდან 30 დღეში.  4. დაკისრებული ჯარიმის 30 დღეში გადაუხდელობის შემთხვევაში დაერიცხოს საურავი ამ ბრძანებით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის ოდენობით. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში.            ხონის მუნიციპალიტეტის მერი:                                           /                                                           /.                                                                                                                                          ბ.ა დანართი №9 ბ რ ძ ა ნ ე ბ ა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ ქ. ხონი                                                                                      „-----“ --------------------- 20  ---- წ. 1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის  125-ე მუხლის 1-ლი  და მე-5 პუნქტების ---------------- ქვეპუნქტის საფუძველზე ------------------------------------------------------------------------------- ზე შეწყდეს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება. 2. ბრძანება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით  გაეცნოს ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში.             ხონის მუნიციპალიტეტის მერი:                                                         /                                                      /.                                                                                                                                                       ბ.ა დანართი №10 ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ხონის მუნიციპალიტეტის მერია     სააღსრულებო ფურცელი „---“ -------------    20     წელი                                                                                                        ქ. ხონი სააღსრულებო ფურცლის გამცემი:   ----------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) მიმღები ადმინისტრაციული ორგანო, მიღების/კანონიერ ძალაში  შესვლის თარიღი და ნომერი ---------------------------- კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები: ------------------------------------------------------------ მოვალის დასახელება და რეკვიზიტები: ------------------------------------------------------------------ სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი: -------------------------------------------------------------- ხონის მუნიციპალიტეტის მერი                                                        /                                                               /.                                                                 ბ.ა. ------------------------------------------------------------------------