კასპის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.06.2025
ძალის დაკარგვა 21.07.2025
გამომცემი ორგანო კასპის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.149.016557 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 09/06/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- კასპის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 18.07.2025
დოკუმენტის ტექსტი
კასპის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
2025 წლის 6 ივნისი
ქ. კასპი
კასპის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს კასპის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება №1 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშოთა ბეგლარაშვილი
დანართი №1
კასპის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №21 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქმნის კასპის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუწიციპალურ საბჭოს (შემდგომში – საბჭო).
2. საბჭო თავის საქმიაწობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი,“ „ქალისა და მამაკაცის თაწასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №21 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. საბჭოს უფლებამოსიღება და საქმიანობის წესი გაწისაზღვრება ამ დებულებით.
მუხლი 2🔗. საბჭოს ძირითადი ამოცაწები, ფუწქციები და უფლებამოსილებანი
1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება.
ბ) თემატური მოკვლევის ჩატარება მუნიციპალიტეტის საჭიროებების მიხედვით და შესაბამისი რეკომენდაციების/მიგნებების განსაზღვრა;
გ) ქალთა და ბავშვთა საჭიროებების საფუძველზე გამოვლენილი გამოწვევების კვლევა, შესწავლა, რეაგირება და მასზე დაყრდნობით, მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება;
დ) არსებული სახელმწიფო, მუნიციპალური პროგრამების და სერვისების შესახებ ინფორმაციის პერიოდულად გავრცელება, მათ შორის ცნობიერების ამაღლების მიზნით კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
ე) ქალებისა და ბავშვების უფლებების შესახებ ინტეგრირებული საგანმანათლებლო სესიების ჩატარება სკოლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და ახალგაზრდულ სივრცეებში;
ვ) საკრებულოს და მერიის განხორციელებული აქტივობების (საუკეთესო პრაქტიკის) შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა მასმედიისა და სოციალური მედიის მეშვეობით;
ზ) საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გაგზავნა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში, მათი ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინების მიზნით.
თ) საბჭოს საქმიანობის ანგარიშის მომზადება და საკრებულოსთვის წარდგენა წელიწადში ერთხელ.
2. საბჭო უფლებამოსილია:
ა) ქალთა და ბავშვთა საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს სხვადასხვა შესაბამისი უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგეწლები, დამოუკიდებელი ექსპერტები;
ბ) საჭიროების მიხედვით დაგეგმოს და უზრუნველყოს შესაბამისი თემატური სემინარების და ტრენინგების ორგანიზება როგორც ონლაინ, ისე ოფლაინფორმატში.
გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 3🔗. საბჭოს სტრუქტურა
1. საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება არანაკლებ 7 (შვიდი) და არაუმეტეს 21 (ოცდაერთი) წევრის ოდენობით.
2. საბჭო შედგება: საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნის და წევრებისაგან.
3. საბჭოს შემადგენლობაში შედიან საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეები, აგრეთვე მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის მიერ (მისი არსებობის შემთხვევაში) ან მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი წარდგინებით არჩეული წარმომადგენელი.
მუხლი 4🔗. საბჭოს წევრების შერჩევის წესი
1. საბჭოს თავმჯდომარედ განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარე.
2. საბჭოს თამჯდომარეს და საბჭოს წევრებს ამტკიცებს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბრძანებით.
მუხლი 5🔗. საბჭოს ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი
1. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც იწვევს სხდომას 3 თვეში ერთხელ მაინც, ადგენს საბჭოს დღის წესრიგს და უძღვება საბჭოს საქმიანობას. საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროების მიხედვით, საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით ან საბჭოს წევრთა 1/3-ის წერილობითი მიმართვის საფუძვლზე.
2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ან საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით – საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
3. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
4. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრს.
5. საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენის უფლება აქვს სხდომაში მონაწილე ყველა პირს. ყველა წინადადება და რეკომენდაცია შეიტანება საბჭოს სხდომის ოქმში. განსახილველ საკითხზე წინადადებები და რეკომენდაციები შეიძლება წარდგენილი იქნეს წერილობითი ფორმით. ასეთი სახის წინადადებებს და რეკომენდაციებს, საბჭოს სხდომის თავმჯდომარე აცნობს სხდომის მონაწილეებს და იგი დაერთვება სხდომის ოქმს.
6. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
7. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების წახევარზე მეტით. ხმების თაწაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
8. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე.
მუხლი 6🔗. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუწველყოფას ახორციელებს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.