ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.06.2025
ძალის დაკარგვა 10.03.2026
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016764 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 10/06/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 3 ვერსია ↓
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 06.03.2026
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 02.06.2017
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2025 წლის 6 ივნისი
ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ.თ“ პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ქალისა და მამკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს თანდართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 მარტის №37 დადგენილება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიმალხაზ თორია
დანართი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო (შემდგომ – საბჭო) არის საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განიხილავს მუნიციპალიტეტში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით.
2. „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქმნის „ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს“ (შემდგომში - საბჭო).
3. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
4. საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
მუხლი 2🔗.
საბჭოს მიზანი
საბჭოს შექმნის მიზანია მუნიციპალიტეტის მიერ ქალისა და მამაკაცის თანასწორობოს სფეროში ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებზე საქმიანობის კონტროლი, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის გაძლიერების და ბავშვთა დაცვის მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3🔗.
საბჭოს ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი
1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ქალისა და მამკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა;
ბ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზის განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში ქალისა და მამაკაცის უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის ანალიზის განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში ქალისა და მამაკაცის უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება და უწყებათაშორისი კომისიისთვის წარდგენა;
დ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში თანამონაწილეობა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა დაცვის შეფასების თვალსაზრისით, საჭიროების შემთხვევაში წინადადებების შემუშავება და შესაბამისი ორგანოსთვის წარდგენა;
ე) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მისაღწევად, ქალისა და მამაკაცის სქესის თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა;
ვ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა დაცვის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა, ასევე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ზ) რეგლამენტით დადგენილი წესით ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა დაცვის სფეროში საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ აღსრულებაზე კონტროლი;
თ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფინდეციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ი) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
კ) საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთხელ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენა;
ლ) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ან/და უწყებათაშორის კომისიაში წარსადგენად;
მ) საბჭოს ყოველწლიური ანგარიში ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.
2. საბჭო უფლებამოსილია:
ა) ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტი;
ბ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა დაცვის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები;
გ) აქტუალური საკითხის შესწავლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადების მიზნით საბჭოს გადაწყვეტილებით საბჭოს წევრთაგან შეიძლება დაინიშნოს თემატური მოკვლევის ჯგუფი, რომელიც თავისი შემადგენლობიდან ირჩევს მთავარ მომხსენებელს. მთავარი მომხსენებელი უფლებამოსილია საბჭოს წარუდგინოს შემოსული განცხადებების/წერილების ანალიზის, მიმდინარე მოვლენების, საჯარო ინტერესისა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით მომზადებული თემატური მოკვლევის საკითხი/საკითხები;
დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 4🔗.
საბჭოს სტრუქტურა
1. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 7-ზე ნაკლები და 21-ზე მეტი. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნისა და სხვა წევრებისაგან.
2. საბჭოს თავმჯდომარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
3. საბჭოს შემადგენლობაში შედიან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციიებიდან ერთი წარმომადგენელი, ყველა კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი, მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე, მერიის წარმომადგენლები, საბჭოს შემადგენლობაში ასევე შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები.
4. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
5. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით საბჭოსთან შესაძლებელია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობას და საქმიანობის ფორმებს განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე.
მუხლი 5🔗.
საბჭოს ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი
1. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს და უძღვება საბჭოს საქმიანობას.
2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ან საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით – საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
3. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.
4. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრს.
5. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
6. აღმასრულებელი ორგანოს მიმართ კონტროლის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას კენჭისყრაში არ მონაწილეობს საბჭოს წევრი აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენელი.
7. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
8. საბჭო იკრიბება კვარტალში ერთხელ, აგრეთვე თავმჯდომარის ან საბჭოს წევრთა ერთი მესამედის ინიციატივით.
9. სხდომების ორგანიზებასა და გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი.
10. სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
11. საბჭოს სხდომის ოქმი ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.
12. საბჭოს სხდომის ოქმში შეტანილი წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნებათ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, რომლებიც ვალდებული არიან 1 თვის ვადაში განიხილონ მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები, ხოლო მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ აცნობონ საბჭოს.
მუხლი 6🔗.
საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.