კასპის რაიონში რესპუბლიკური გაერთიანება „საქკოლმჯანმრთელობის“ გოსტიბის სასოფლო-სამეურნეო საწარმოს სრულიად საქართველოს საპატრიარქოსათვის გადაცემის შესახებ
მიღების თარიღი 29.10.1990
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
ნომერი №611
სარეგისტრაციო კოდი 000000110.02(0).000.000108 24
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 10, 31/10/1990
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.10.1990 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
კასპის რაიონში რესპუბლიკური გაერთიანება „საქკოლმჯანმრთელობის“ გოსტიბის სასოფლო-სამეურნეო საწარმოს სრულიად საქართველოს საპატრიარქოსათვის გადაცემის შესახებ
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს
დადგენილება № 611
1990 წლის 29 ოქტომბერი
ქ. თბილისი
კასპის რაიონში რესპუბლიკური გაერთიანება „საქკოლმჯანმრთელობის“ გოსტიბის სასოფლო-სამეურნეო საწარმოს სრულიად საქართველოს საპატრიარქოსათვის გადაცემის შესახებ
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს:
დამტკიცდეს კასპის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 22 ივნისის №164 გადაწყვეტილება და რესპუბლიკური გაერთიანება „საქკოლმჯანმრთელობის“ გოსტიბის სასოფლო-სამეურნეო საწარმო 591,24 ჰექტარი ფართობით (აქედან: სახნავი — 117 ჰექტარი, საკარმიდამო მიწები — 50 ჰექტარი, სათიბ-საძოვარი — 424,24 ჰექტარი, სოფლები: ქვემო გოსტიბე — 150 ჰექტარი, ზემო გოსტიბე — 250,62 ჰექტარი, კაბერი — 71,87 ჰექტარი, ჭავჭავი — 60,94 ჰექტარი, ჭალების წილი — 9,37 ჰექტარი, ნატბეური — 48,44 ჰექტარი) გადაეცეს სრულიად საქართველოს საპატრიარქო სასოფლო-სამეურნეო წარმოების მოსაწყობად.
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს ნ. ჭითანავა
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე
საქმეთა მმართველის მოადგილე ა.პაიჭაძე