ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 09.06.2025
გამომცემი ორგანო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.107.016473 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 11/06/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 3 ვერსია ↓
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.06.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე ხულოს მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2025 წლის 9 ივნისი
ქ. ჩხოროწყუ
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახის ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის).
მუხლი 3🔗
ძალდაკარგულოდ გამოცხადდეს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის №25 დადგენილება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშოთა წურწუმია
დანართი №1
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ქმნის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს (შემდგომში – საბჭო).
2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 ნოემბრის №7 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად .
3. საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
მუხლი 2🔗. ქალთა და ბავშვთა საკითხზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად განიხილავს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილებზე მათი უფლებების დარღვევის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად.
მუხლი 3🔗. საბჭოს ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებანი
1. საბჭოს ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხზე მომუშავე უწყებათშორის კომისიასთან კოორდინებული მუშაობის წარმართვა;
ბ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზის განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში ქალთა და ბავშვთა უფლების დარღვევის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის ანალიზის განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში ქალთა და ბავშვთა უფლების დარღვევის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხზე მომუშავე უწყებათშორისი კომისიისთვის წარდგენა;
დ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა;
ე) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხების უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა, ასევე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ვ) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება საკრებულოსა და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირებისათვის წარსადგენად და გადაწყვეტილებების მიღება საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე;
ზ) ქალთა და ბავშვთა საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ი) ქალთა და ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის წარმოდგენა;
კ) ქალთა და ბავშვთა საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების, დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევა;
ლ) ქალთა და ბავშვთა საჭიროების შესაბამისად საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავება და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა;
მ) საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთხელ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენა;
ნ) ქალთა და ბავშვთა საჭიროებების კვლევა და მასზე დაყრდნობით ქალთა გაძლიერების მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება;
ო) არსებული სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლება, მათ შორის, საინფორმაციო სახის ღონისძიებების შემუშავება/დანერგვა ადგილობრივ დონეზე;
პ) ქალთა და ბავშვთა საკითხებზე ინტეგრირებული საგანმანათლებლო სესიების ჩატარება სკოლებში, საზგადოებრივ ცენტრებში და ახალგაზრდულ სივრცეებში;
ჟ) სოციალური ქსელებში და მედიაში ფართომასშტაბიანი კამპანიების წარმოება, ინფორმირებულობისა და მგრძნობელობის გაზრდის მიზნით;
რ) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 4🔗. საბჭოს სტრუქტურა
1. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 7-ზე ნაკლები და 21-ზე მეტი. საბჭოს შემადგენლობას ბრძანებით ამტკიცებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
2. საბჭოს თავმჯდომარეობს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.
3. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნის, საკრებულოს ყველა კომისიის თავმჯდომარის, საკრებულოს ფრაქციებიდან თითო წარმომადგენლის, საკრებულოს აპარატის წარმომადგენლის, მუნიციპალიტეტის მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის და ადგილობრივი თვთმმართველობის ორგანოების სხვა წევრებისაგან. ასევე საბჭოს წევრად შესაძლებელია განისაზღვროს ადგილობრივი და კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები საბჭოს თავმჯდომარისათვის მათი წერილობითი განცხადებით მიმართვის საფუძველზე.
4. საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება:
ა) საბჭოდან გამოსვლის შესახებ პირადი წერილობითი განცხადების წარდგენის შემთხვევაში;
ბ ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში;
გ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოოლო ინსტაციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა;
დ) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში საბჭოს სამუშაო პროცესში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში;
ე) მერის მიერ განსაზღვრული ქალთა და ბავშვთა საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის ცვლილების შემთხვევაში.
5. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით საბჭოსთან შესაძლებელია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობას და საქმიანობის ფორმებს განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე.
მუხლი 5🔗. საბჭოს ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი
1. საბჭოს პირველ სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც საბჭოს შემადგენლობიდან ნიშნავს მოადგილეს.
2. საბჭოს მორიგ სხდომას 3 თვეში ერთხელ მაინც იწვევს საბჭოს თავმჯდომარე.
3. საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის ინიცატივით ან საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით.
4. საბჭოს სხდომაზე გასატანი საკითხების მომზადებას, დღის წესრიგის პროექტების შედგენას, საბჭოს სხდომის ჩატარების ორგანიზებას, ოქმის შედგენა-დაარქივებას, საბჭოს წევრთა ინფორმირებასა და საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს ამ დებულებითა და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი, რომელსაც საბჭოს შემადგელობიდან ნიშნავს საბჭოს თავმჯდომარე.
5. საბჭოს სხდომის მოწვევის დროსა და წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.
6. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მოადგილის არყოფნისას – საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით – საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
7. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.
8. საბჭოს სხდომა ღია და საჯაროა. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომის ჩატარების დრო და ადგილი უნდა გამოქვეყნდეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც.
9. საბჭოს სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება აქვს მუნიციპალიტეტიში მოქმედ ყველა დაინტერესებული დაწესებულებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ამ მიზნით აღნიშნულმა დაწესებულებამ და ორგანიზაციამ სხდომის დაწყებამდე 2 დღით ადრე მაინც უნდა მიმართოს საბჭოს თავმჯდომარეს და გამოყოს ერთი წარმომადგენლი საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად.
10. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრს.
11. საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითზე წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენის უფლება აქვს სხდომაზე მონაწილე ყველა პირს. ყველა წარდგენილი წინადადება და რეკომენდაცია შეიტანება საბჭოს სხდომის ოქმში. განსახილველ საკითხებზე წინადადებები და რეკომენდაციები შეიძლება შემოტანილი იქნეს წერილობით ფორმით. ასეთი სახით შემოსული წინადადებებს და რეკომენდაციებს საბჭოს სხდომის თავმჯდომარე აცნობს სხდომის მონაწილეებს და იგი დაერთვის სხდომის ოქმს.
12. საბჭოს სხდომის ოქმში შეტანილი წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნებათ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებს და თანამდებობის პირებს, რომლებიც ვალდებულნი არიან ერთი თვის ვადაში განიხილონ მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობოს საბჭოს.
13. საბჭოს თითეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
14. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბარი გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თვმჯდომარის ხმა.
15. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.
16. საბჭოს სხდომის ოქმი ქვეყნდება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.
მუხლი 6🔗. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.