ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურების განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე
მიღების თარიღი 09.06.2025
გამომცემი ორგანო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.107.016471 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 11/06/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.06.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა და ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში იმ დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობისა და იმ დასახლებების ნუსხის დამტკიცების შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა
დოკუმენტის ტექსტი
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურების განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2025 წლის 9 ივნისი
ქ. ჩხოროწყუ
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურების განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ1“ და „კ2“ ქვეპუნქტების, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 61 მუხლის მე-7 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსადგურიდან რეისის გასვლა სავალდებულო არ არის შემდეგ დასახლებებში:
ა) მუხურის ადმინისტრაციული ერთეული;
ბ) ზუმის ადმინისტრაციული ერთეული;
გ) თაიას ადმინისტრაციული ერთეული;
დ) ხაბუმეს ადმინისტრაციული ერთეული;
ე) ნაფიჩხოვოს ადმინისტრაციული ერთეული;
ვ) ჭოღას ადმინისტრაციული ერთეული;
ზ) ლეწურწუმეს ადმინისტრაციული ერთეული;
თ) კირცხის ადმინისტრაციული ერთეული;
ი) ნაკიანის ადმინისტრაციული ერთეული;
კ) ქვედაჩხოროწყუს ადმინისტრაციული ერთეული;
ლ) ახუთის ადმინისტრაციული ერთეული;
მ) ლესიჭინეს ადმინისტრაციული ერთეული.
მუხლი 2🔗
მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში 1 (ერთი) ერთეული ავტოსადგურის განთავსება ქალაქ ჩხოროწყუს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე.
მუხლი 3🔗
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება უზრუნველყოს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურმა.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშოთა წურწუმია