გორის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 |
|
2025 წლის 13 ივნისი ქ. გორი |
|
1. „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ “ საქართველოს კა ნ ონისა და „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ “ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის შესაბამისად , გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქმნის გორის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუწიციპალურ საბჭოს (შემდგომში – საბჭო ).
2. საბჭო თავის საქმიაწობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის , საქართველოს ორგანული კა ნ ო ნ ის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი ,“ „ქალისა და მამაკაცის თაწასწორობის შესახებ “ საქართველოს კანონის , „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ “ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის , ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად .
3. საბჭოს უფლებამოსიღება და საქმიანობის წესი გაწისაზღვრება ამ დებულებით .
1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია :
ა ) საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება .
ბ) თემატური მოკვლევის ჩატარება მუნიციპალიტეტის საჭიროებების მიხედვით და შესაბამისი რეკომენდაციების /მიგნებების განსაზღვრა ;
გ ) ქალთა და ბავშვთა საჭიროებების საფუძველზე გამოვლე ნ ილი გამოწვევების კვლევა ,შესწავლა , რეაგირება და მასზე დაყრდნობით , მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება ;
დ ) არსებული სახელმწიფო , მუნიციპალური პროგრამების და სერვისების შესახებ, ინფორმაციის პერიოდულად გავრცელება , მათ შორის , ცნობიერების ამაღლების მიზნით კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება ;
ე ) ქალებისა და ბავშვების უფლებების შესახებ ინტეგრირებული საგანმანათლებლო სესიების ჩატარება სკოლებში , საზოგადოებრივ ცენტრებსა და ახალგაზრდულ სივრცეებში ;
ვ ) საკრებულოს და მერიის განხორციელებული აქტივობების (საუკეთესო პრაქტიკის )შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა მასმედიისა და სოციალური მედიის მეშვეობით ;
ზ ) საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გაგზავნა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში , მათი ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინების მიზ ნ ით ;
თ ) საბჭოს საქმიანობის ანგარიშის მომზადება და საკრებულოსთვის წარდგენა წელიწადში ერთხელ .
2. საბჭო უფლებამოსილია :
ა ) ქალთა და ბავშვთა საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს სხვადასხვა შესაბამისი უწყების , არასამთავრობო და საერთაშორისო ორგაწიზაციების წარმომადგეწლები , დამოუკიდებელი ექსპერტები ;
ბ ) საჭიროების მიხედვით დაგეგმოს და უზრუნველყოს შესა ბ ამისი თემატური სემინარების და ტრენინგების ორგანიზება როგორც ონლაინ , ისე ოფლაინ ფორმატში ;
გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები .
1. საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება არანაკლებ 7 (შვიდი) და არაუმეტეს 21(ოცდაერთი) წევრის ოდენობით.
2. საბჭო შედგება : საბჭოს თავმჯდომარის , საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის , საბჭოს მდივნის და წევრებისაგან .
3. საბჭოს შემადგენლობაში შედიან :
ა ) გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან : საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ყველა კომისიის თავმჯდომარე/წარმომადგენელი, ფრაქციიებიდან თითო წარმომადგენელი, საკრებულოს აპარატიდან ორი წარმომადგენელი;
ბ ) გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან : გორის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები (არა უ მეტეს 5წარმომადგეწლისა ) და მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე ;
გ) საბჭოს წევრე ბ ი ასევე შეიძლება იყვნენ : კერძო სექტორის , მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები .
1. საბჭოს თავმჯდომარედ განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარ ე.
2. საბჭოს თამჯდომარეს და ს აბჭოს წევრებს ამტკიცებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბრძანებით .
3. საბჭოს წევრის კანდიდატურას ფრაქციის შემადგენლობიდან წარადგენს ფრაქციის თავმჯდომარე , საკრებულოს თავმჯდომარის წერილობითი მიმართვის საფუძველზე .
4. საბჭოს წევრის კა ნ დიდატურებს გორის მუნიციპალიტეტის მერია წარადგენს საკრებულოს თავმჯდომარის წერილობითი მიმართვის საფუძველზე .
1. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც იწვევს სხდომას 3 თვეში ერთხელ მაინც, ადგენს საბჭოს დღის წესრიგს და უძღვება საბჭოს საქმიანობას. საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროების მიხედვით, საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით ან საბჭოს წევრთა 1/3-ის წერილობითი მიმართვის საფუძვლზე .
2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფ ნ ის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ა ნ საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით – საბჭოს ერთ -ერთი წევრი .
3. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია , თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნ ახევარზე მეტი .
4. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრს .
5. საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენის უფლება აქვს სხდომაში მონაწილე ყველა პირს . ყველა წინადადება და რეკომენდაცია შეიტანება საბჭოს სხდომის ოქმში . განსახილველ საკითხზე წინადადებები და რეკომენდაციები შეიძლება წარდგენილი იქ ნ ეს წერილობით ი ფორმით . ასეთი სახის წინადადებებს და რეკომენდაციებს , საბჭოს სხდომის თავმჯდომარე აცნობს სხდომის მონაწილეებს და იგი დაერთვება სხდომის ოქმს .
6. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება .
7. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების წახევარზე მეტით . ხმების თაწაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა .
8. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით , რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე .
საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ -ტექნიკურ უზრუწველყოფას ახორციელებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი .