📋

გორის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

კონსოლიდირებული ვერსია — პუბლიკაცია #0 საწყისი რედაქცია
პუბლიკაციის თარიღი 16.06.2025
მოქმედების პერიოდი 16.06.2025 — 11.07.2025
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
16.06.2025
11.07.2025
გორის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 2025 წლის 13 ივნისი ქ. გორი გორის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 1​​1 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს გორის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება №1 დანართის შესაბამისად.  მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე დანართი №1 გორის  მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ “ საქართველოს კანონისა და „გორის   მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ “ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის შესაბამისად , გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქმნის გორის   მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუწიციპალურ საბჭოს (შემდგომში – საბჭო ). 2. საბჭო თავის საქმიაწობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის , საქართველოს ორგანული  კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი ,“ „ქალისა და მამაკაცის თაწასწორობის შესახებ “ საქართველოს კანონის , „გორის   მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ “ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017  წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის , ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად . 3. საბჭოს უფლებამოსიღება და საქმიანობის წესი გაწისაზღვრება ამ დებულებით . მუხლი 2🔗. საბჭოს ძირითადი ამოცანები , ფუნქციები და უფლებამოსილებანი 1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია : ა ) საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება . ბ) თემატური მოკვლევის ჩატარება მუნიციპალიტეტის საჭიროებების მიხედვით და შესაბამისი რეკომენდაციების /მიგნებების განსაზღვრა ; გ ) ქალთა და ბავშვთა საჭიროებების საფუძველზე გამოვლენილი გამოწვევების კვლევა , შესწავლა , რეაგირება და მასზე დაყრდნობით , მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება ; დ ) არსებული სახელმწიფო , მუნიციპალური პროგრამების და სერვისების შესახებ, ინფორმაციის პერიოდულად გავრცელება , მათ შორის , ცნობიერების ამაღლების მიზნით კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება ; ე ) ქალებისა და ბავშვების უფლებების შესახებ ინტეგრირებული საგანმანათლებლო სესიების ჩატარება სკოლებში , საზოგადოებრივ ცენტრებსა და ახალგაზრდულ სივრცეებში ; ვ )  საკრებულოს და მერიის განხორციელებული აქტივობების (საუკეთესო პრაქტიკის ) შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა მასმედიისა და სოციალური მედიის მეშვეობით ; ზ ) საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გაგზავნა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში , მათი ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინების მიზნით ; თ ) საბჭოს საქმიანობის ანგარიშის მომზადება და საკრებულოსთვის წარდგენა წელიწადში ერთხელ . 2. საბჭო უფლებამოსილია : ა ) ქალთა და ბავშვთა საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს სხვადასხვა შესაბამისი უწყების , არასამთავრობო და საერთაშორისო ორგაწიზაციების წარმომადგეწლები , დამოუკიდებელი ექსპერტები ; ბ ) საჭიროების მიხედვით დაგეგმოს და უზრუნველყოს შესაბამისი თემატური სემინარების და ტრენინგების ორგანიზება  როგორც ონლაინ , ისე ოფლაინ ფორმატში ; გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები . მუხლი 3🔗. საბჭოს სტრუქტურა 1. საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება არანაკლებ 7 (შვიდი) და არაუმეტეს 21 (ოცდაერთი) წევრის ოდენობით. 2. საბჭო შედგება : საბჭოს თავმჯდომარის , საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის , საბჭოს მდივნის და წევრებისაგან . 3. საბჭოს შემადგენლობაში შედიან : ა ) გორის   მუნიციპალიტეტის საკრებულოდან : საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ყველა კომისიის თავმჯდომარე/წარმომადგენელი, ფრაქციიებიდან თითო წარმომადგენელი, საკრებულოს აპარატიდან ორი წარმომადგენელი; ბ )  გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან : გორის   მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები (არაუმეტეს 5 წარმომადგეწლისა ) და მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე ; გ)  საბჭოს წევრები ასევე შეიძლება იყვნენ : კერძო სექტორის , მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები . მუხლი 4🔗. საბჭოს წევრების შერჩევის წესი 1. საბჭოს თავმჯდომარედ განისაზღვრება საკრებულოს  თავმჯდომარე. 2. საბჭოს თამჯდომარეს და საბჭოს წევრებს ამტკიცებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბრძანებით . 3. საბჭოს წევრის კანდიდატურას ფრაქციის შემადგენლობიდან წარადგენს ფრაქციის თავმჯდომარე , საკრებულოს თავმჯდომარის წერილობითი მიმართვის საფუძველზე . 4. საბჭოს წევრის კანდიდატურებს გორის მუნიციპალიტეტის მერია წარადგენს  საკრებულოს თავმჯდომარის წერილობითი მიმართვის საფუძველზე . მუხლი 5🔗. საბჭოს ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი 1. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც იწვევს სხდომას 3 თვეში ერთხელ მაინც, ადგენს საბჭოს დღის წესრიგს და უძღვება საბჭოს საქმიანობას. საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროების მიხედვით, საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით ან საბჭოს წევრთა 1/3-ის წერილობითი მიმართვის საფუძვლზე . 2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ან საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით – საბჭოს ერთ -ერთი წევრი . 3. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია , თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი . 4. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრს . 5. საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენის უფლება აქვს სხდომაში მონაწილე ყველა პირს . ყველა წინადადება და რეკომენდაცია შეიტანება საბჭოს სხდომის ოქმში . განსახილველ საკითხზე წინადადებები და რეკომენდაციები შეიძლება წარდგენილი იქნეს წერილობითი ფორმით . ასეთი სახის წინადადებებს და რეკომენდაციებს , საბჭოს სხდომის თავმჯდომარე აცნობს სხდომის მონაწილეებს და იგი დაერთვება სხდომის ოქმს . 6. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება . 7. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების წახევარზე მეტით . ხმების თაწაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა . 8. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით , რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე . მუხლი 6🔗. სა ბ ჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ -ტექნიკური უზრუნველყოფა საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ -ტექნიკურ უზრუწველყოფას ახორციელებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი .