„საქართველოს სსრ სამონტაჟო და სპეციალურ სამშენებლო სამუშაოთა სამმართველოს“ „სამეცნიერო საწარმოო-სამონტაჟო გაერთიანებად“ - სსსგ „საქმონტაჟსპეცმშენად“ რეორგანიზაციის შესახებ
მიღების თარიღი 01.11.1990
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
ნომერი №667
სარეგისტრაციო კოდი 000000110.02(0).000.000115 24
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 11, 30/11/1990
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.11.1990 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს სსრ სამონტაჟო და სპეციალურ სამშენებლო სამუშაოთა სამმართველოს“ „სამეცნიერო საწარმოო-სამონტაჟო გაერთიანებად“ - სსსგ „საქმონტაჟსპეცმშენად“ რეორგანიზაციის შესახებ
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს
დადგენილება №667
1990 წლის 1 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს სსრ სამონტაჟო და სპეციალურ სამშენებლო სამუშაოთა სამმართველოს“ „სამეცნიერო საწარმოო-სამონტაჟო გაერთიანებად“ – სსსგ „საქმონტაჟსპეცმშენად“ რეორგანიზაციის შესახებ
„სამონტაჟო და სპეციალურ სამშენებლო სამუშაოთა მართვის გენერალური სქემის შესახებ“ სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს 1988 წლის 1 ივნისის №700 დადგენილებისა და „საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის მართვის გენერალური სქემის შესახებ“ სკკპ ცენტრალური კომიტეტისა და სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს 1988 წლის 27 მაისის № 684 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს:
1. რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს სსრ სამონტაჟო და სპეციალურ სამშენებლო სამუშაოთა სამმართველო სამეცნიერო საწარმოო-სამონტაჟო გაერთიანებად სსსგ „საქმონტაჟსპეცმშენი“ და მიენიჭოს მას საწარმოს სტატუსი.
2. დამტკიცდეს წარმოდგენილი დარგის მართვის სქემა, დანართის თანახმად, და დაევალოს სამეცნიერო საწარმოო სამონტაჟო გაერთიანებას სსსგ „საქმონტაჟსპეცმშენს“ ერთი თვის ვადაში შეიმუშაოს და წარმოუდგინოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დასამტკიცებლად გაერთიანების წესდება.
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ნ. ჭითანავა
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს
საქმეთა მმართველი ზ. მახარაძე
სქემა
სამეცნიერო საწარმოო-სამონტაჟო გაერთიანების სსსგ „საქმონტაჟსპეცმშენის“ საწარმოო ერთეულების ქსელისა
სამონტაჟო სამმართველოები:
მექანომონტაჟი
ქ. თბილისი
ელექტრომონტაჟი
ქ. თბილისი
სანტექმონტაჟი
ქ. თბილისი
მრეწვგამართვა
ქ. თბილისი
მრეწვვენტილაცია
ქ. თბილისი
მონტაჟთერმონაკეთობა
ქ. თბილისი
მრეწვკავშირმონტაჟი
ქ. თბილისი
თბომშენი
ქ. თბილისი
ფოლადკონსტრუქცია
ქ. თბილისი
ვენტშეკეთება
ქ. თბილისი
სპეცმსუბუქკონსტრუქცია
ქ. თბილისი
სპეცჰელიოთბომონტაჟი
ქ. თბილისი
ალუმინმონტაჟი
ქ. თბილისი
მონტაჟავტომატიკა
ქ. თბილისი
სამშენებლო-სარემონტო სამმართველო
ქ. თბილისი
მექანიზაციის სამმართველო
ქ. თბილისი
მექანომონტაჟი
ქ. რუსთავი
ელექტრომონტაჟი
ქ. რუსთავი
ფოლადკონსტრუქცია
ქ. რუსთავი
მექანომონტაჟი
ქ. ქუთაისი
ელექტრომონტაჟი
ქ. ქუთაისი
ფოლადკონსტრუქცია
ქ. ქუთაისი
ელექტრომონტაჟი
ქ. სოხუმი
მექანომონტაჟი
ქ. ბათუმი
ქარხნები:
სამონტაჟო ნაკეთობათა ქარხანა
ქ. თბილისი
სამონტაჟო ნაკეთობათა ქარხანა
გარდაბანი
სამონტაჟო ნაკეთობათა ქარხანა
ქ. რუსთავი
სავენტილაციო ნაკეთობათა ქარხანა
ქ. რუსთავი
მსუბუქი ლითონკონსტრუქციების ქარხანა
ქ.თბილისი