საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.06.2025
ძალაში შესვლა 14.06.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №210
სარეგისტრაციო კოდი 380000000.10.003.025102 1
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 13/06/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
320 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.06.2025 მიღება
14.06.2025 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 20.10.2023 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 22.12.2014 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის განაკვეთების, ასევე ამ საფასურის გადახდის, მისი გადახდისგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის ბრძანება 87% 20.02.2019 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 25.11.2022 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის მეშვეობით მომსახურების გაწევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 85% 02.05.2017
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
13.06.2025
15.09.2025
მოქმედი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №210 2025 წლის 13 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 20​1 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები და საფასური“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 14 ივნისიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე დანართი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები და საფასური 1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური დგინდება „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-19 პუნქტითა და 3​1 მუხლით განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის დაჩქარებულ ვადებში გაცემისთვის: ა) ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შეთავაზებული, ხოლო პირდაპირი წესით ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში, ლიცენზიის  მიღებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენიდან 4 სამუშაო დღეში − 50 ლარის ოდენობით, დღგ-ის ჩათვლით; ბ) ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შეთავაზებული, ხოლო პირდაპირი წესით ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში, ლიცენზიის მიღებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენიდან მომდევნო სამუშაო დღეს − 150 ლარის ოდენობით, დღგ-ის ჩათვლით; გ) ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შეთავაზებული, ხოლო პირდაპირი წესით ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში, ლიცენზიის მიღებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის დღეს − 200 ლარის ოდენობით, დღგ-ის ჩათვლით.         2. ამ დადგენილებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადის ათვლა იწყება თანხის ჩარიცხვის (ან გადახდის ქვითრის წარდგენის) დღიდან და მთავრდება შესაბამისი მომსახურებისათვის დადგენილი ვადის ბოლო სამუშაო დღის დასრულებისთანავე. იმავე სამუშაო დღეს გასაწევი მომსახურებისთვის აუცილებელია, ანგარიშსწორება განხორციელდეს დღის 12:00 საათამდე.