გარდაბნის რაიონის მარტყოფის მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან ხულოს რაიონის სტიქიისაგან დაზარალებული მოსახლეობისათვის საკარმიდამო ფონდის გამოყოფის შესახებ
მიღების თარიღი 27.03.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №231
სარეგისტრაციო კოდი 000000250.02(0).000.000144 37
გამოქვეყნების წყარო საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 3, 29/03/1991
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.03.1991 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
გარდაბნის რაიონის მარტყოფის მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან ხულოს რაიონის სტიქიისაგან დაზარალებული მოსახლეობისათვის საკარმიდამო ფონდის გამოყოფის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №231
1991 წლის 27 მარტი
ქ. თბილისი
გარდაბნის რაიონის მარტყოფის მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან ხულოს რაიონის სტიქიისაგან დაზარალებული მოსახლეობისათვის საკარმიდამო ფონდის გამოყოფის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:
1. დამტკიცდეს გარდაბნის რაიაღმასკომის 1990 წლის 29 მარტის № 106 გადაწყვეტილება და გამოიყოს მარტყოფის მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან 2,5 ჰექტარი სახნავი (ნაცვლად მოთხოვნილი 5,0 ჰექტარისა) საკარმიდამო მიწის ფონდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს რაიონის სტიქიისაგან დაზარალებული 20 ოჯახის დასასახლებლად.
2. გარდაბნის რაიაღმასკომმა:
– მშენებლობის დაწყებამდე უზრუნველყოს გამოყოფილი მიწის გრუნტების სპეციალური საინჟინრო-გეოლოგიური შესწავლა;
– გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველი
გ. ბერიძე