საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.06.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის მინისტრი
ნომერი №05/13
სარეგისტრაციო კოდი 450020000.22.088.016081 10
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 17/06/2025
2,073 სიტყვა · ~10 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს კულტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 98% 16.06.2025 საქართველოს კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 98% 16.06.2025 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება 98% 25.03.2025 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება 98% 22.09.2025 საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარებისა და შრომის უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 98% 26.08.2025

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრის ბრძანება №05/13 2025 წლის 16 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 აპრილის №131 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს კულტურის მინისტრითინათინ რუხაძე საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗 საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის დებულება განსაზღვრავს საქართველოს კულტურის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, უფლებამოსილებებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗 1. დეპარტამენტი არის სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც ასრულებს სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ ამოცანებს. 2. დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და უფლებამოსილებების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. 3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს კულტურის მინისტრისა (შემდგომ – მინისტრი) და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 3🔗 დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს მთავრობისა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. თავი II დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებები მუხლი 4🔗 დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, კულტურის სფეროებში ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა და განხორციელება/განხორციელების ხელშეწყობა; ბ) შესაბამის ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების ზედამხედველობა და მონიტორინგი, ასევე, სხვა ღონისძიებების განხორციელება შესაბამისი პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში; გ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს უძრავი და მოძრავი ქონების განკარგვა, მართვა და გამოყენების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; დ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მატერიალურ-ტექნიკური პირობებით უზრუნველყოფა; ე) სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და მართვა; ვ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირების ინფრასტრუქტურული საჭიროებების განსაზღვრისა და მათი დაკმაყოფილების ხელშეწყობა; ზ) სამინისტროს ინფრასტრუქტურისა და საინფორმაციო სისტემის, მათ შორის, სატელეფონო, ელექტრონული კავშირგაბმულობის, ასევე, ელექტრომომარაგების, გათბობა-კონდიცირება-ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; თ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების სწორი ექსპლუატაციის უზრუნველყოფა და სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მოვლა-პატრონობა; ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით ინვენტარიზაციის უზრუნველყოფა; კ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასა და სამინისტროს სისტემაში არსებულ უძრავ ქონებაზე კაპიტალური მშენებლობებისა და სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების კოორდინაცია, ასევე, მასთან დაკავშირებული საპროექტო სამუშაოების ორგანიზების, ტექნიკური ზედამხედველობის და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებისა და სამუშაოების, მათ შორის, სამუშაოთა წარმოების კალენდარული გრაფიკის დაცვის კონტროლის კოორდინაცია; ლ) კომპეტენციის ფარგლებში საჭირო ღონისძიებების განხორციელება სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საწარმოების კაპიტალში ქონების შეტანისა და კაპიტალიდან ქონების ამოღების მიზნით; მ) საჭირო ღონისძიებების განხორციელება სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ქონების მართვის, ასევე, ამ ქონებასთან მიმართებით წარმოშობილ საჭიროებებზე რეაგირების მიზნით; ნ) საჭირო ღონისძიებების განხორციელება სამინისტროს ბალანსზე არსებული უძრავი და მოძრავი ქონების გადაცემის მიზნით; ო) სამინისტროს მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღების, აღრიცხვისა და დასაწყობების, ასევე, მოთხოვნის შესაბამისად, მატერიალურ ფასეულობათა გაცემის უზრუნველყოფა; პ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო ვალდებულებათა ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით. ასევე, სამინისტროს მიერ შესყიდული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის წარმოების უზრუნველყოფა; ჟ) წლიური სახელმწიფო შესყიდვის გეგმის შედგენის მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მოთხოვნის საფუძველზე, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის წლიური მოთხოვნების სავარაუდო მოცულობების განსაზღვრა; რ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამართულობისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გამოყენების ორგანიზების უზრუნველყოფა; ს) სამინისტროს საწვავითა და სატელეფონო მომსახურებით უზრუნველყოფა დადგენილი ლიმიტების ფარგლებში; ტ) ოპერაციული სისტემების, კომპიუტერული პროგრამების ინსტალაცია და მხარდაჭერა; უ) საჭირო ღონისძიებების განხორციელება სამინისტროს კომპიუტერული ქსელის, კომპიუტერული ტექნიკის, კამერებისა და სხვა მოწყობილობების, ასევე, კავშირგაბმულობის გამართული მუშაობის მიზნით; ფ) სამინისტროს შენობაში შეხვედრებისა და ღონისძიებების ტექნიკური და ლოგისტიკური მხარდაჭერა; ქ) სამინისტროში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვის მიზნით საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა; ღ) სამინისტროს შენობა-ნაგებობაში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელება; ყ) შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში სამინისტროს თანამშრომელთა სწავლების, მათთვის ინფორმაციის მიწოდების, კონსულტაციის გაწევისა და შესაბამისი კონტროლის უზრუნველყოფა; შ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობა; ჩ) კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა; ც) საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიული გამოქვეყნების ხელშეწყობა; ძ) კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, აგრეთვე, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებებისა და ცალკეული დავალებების შესრულება. მუხლი 5🔗 დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) ინფრასტრუქტურის განვითარების სამმართველო; ბ) ლოგისტიკისა და შრომის უსაფრთხოების სამმართველო. მუხლი 6🔗 1. ინფრასტრუქტურის განვითარების სამმართველოს ამოცანები და უფლებამოსილებებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობების მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, მიმდინარე და კაპიტალური რემონტის საჭიროების განსაზღვრა, სამოქმედო გეგმის შედგენა, მონიტორინგი და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; გ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასა და სამინისტროს სისტემაში არსებულ უძრავ ქონებაზე კაპიტალური მშენებლობებისა და სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების კოორდინაცია, ასევე, მასთან დაკავშირებული საპროექტო სამუშაოების ორგანიზების, ტექნიკური ზედამხედველობისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებისა და სამუშაოების, მათ შორის, სამუშაოთა წარმოების კალენდარული გრაფიკის დაცვის კონტროლის კოორდინაცია; დ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირების ინფრასტრუქტურული საჭიროებების განსაზღვრისა და მათი დაკმაყოფილების ხელშეწყობა; ე) საჭირო ღონისძიებების განხორციელება სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ქონების მართვის, ასევე, ამ ქონებასთან მიმართებით წარმოშობილ საჭიროებებზე რეაგირების მიზნით; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საჭირო ღონისძიებების განხორციელება სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საწარმოების კაპიტალში ქონების შეტანისა და კაპიტალიდან ქონების ამოღების მიზნით; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო ვალდებულებათა ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით. ასევე, სამინისტროს მიერ შესყიდული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის წარმოების უზრუნველყოფა; თ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების მიზნით საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა; ი) სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების აღრიცხვასა და დეფექტური აქტების შედგენაში მონაწილეობა; კ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ხელშეკრულებების ფარგლებში გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებისათვის საჭირო ღონისძიებების განსაზღვრა; ლ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება. 2. ლოგისტიკისა და შრომის უსაფრთხოების სამმართველოს ამოცანები და უფლებამოსილებია: ა) სამინისტროს მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვა და მათი მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა; ბ) სამინისტროში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვის მიზნით საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ინვენტარიზაციისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება; დ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მატერიალურ-ტექნიკური პირობებით უზრუნველყოფა; ე) სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და მართვა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ბალანსზე რიცხული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების სწორი ექსპლუატაციის უზრუნველყოფა და სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მოვლა-პატრონობა; ზ) სამინისტროს მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღების, აღრიცხვისა და დასაწყობების, ასევე, მოთხოვნის შესაბამისად, მატერიალურ ფასეულობათა გაცემის უზრუნველყოფა; თ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო ვალდებულებათა ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით. ასევე, სამინისტროს მიერ შესყიდული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის წარმოების უზრუნველყოფა; ი) წლიური სახელმწიფო შესყიდვის გეგმის შედგენის მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მოთხოვნის საფუძველზე, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის წლიური მოთხოვნების სავარაუდო მოცულობების განსაზღვრა; კ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამართულობისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გამოყენების ორგანიზების უზრუნველყოფა; ლ) სამინისტროს საწვავითა და სატელეფონო მომსახურებით უზრუნველყოფა დადგენილი ლიმიტების ფარგლებში; მ) სამინისტროს შენობაში შეხვედრებისა და ღონისძიებების ტექნიკური და ლოგისტიკური მხარდაჭერა; ნ) სამინისტროს შენობა-ნაგებობაში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელება; ო) შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში სამინისტროს თანამშრომელთა სწავლების, მათთვის ინფორმაციის მიწოდების, კონსულტაციის გაწევისა და შესაბამისი კონტროლის უზრუნველყოფა; პ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობა; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა; რ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს შეხვედრებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზაციულ-ტექნიკური მხარდაჭერა; ს) საჭირო ღონისძიებების განხორციელება სამინისტროს კომპიუტერული ქსელის, კომპიუტერული ტექნიკის, კამერებისა და სხვა მოწყობილობების, ასევე, კავშირგაბმულობის გამართული მუშაობის მიზნით; ტ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა; უ) შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი მარეგულირებელი ნორმებისა და წესების დაცვის უზრუნველყოფა; ფ) სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების გამართული მუშაობისა და ექსპლუატაციის დროს წარმოშობილი ხარვეზების გამოსწორების ორგანიზება და უზრუნველყოფა; ქ) ელექტრომომარაგების სისტემის გამართული მუშაობისა და ექსპლუატაციის დროს წარმოშობილი ხარვეზების გამოსწორების უზრუნველყოფა; ღ) ექსპლუატაციისათვის საჭირო სარეზერვო-სათადარიგო მასალების მოცულობის განსაზღვრის, მიმდინარე და სეზონური პროფილაქტიკური სამუშაოების დაგეგმვის უზრუნველყოფა; ყ) სამინისტროს სარგებლობაში არსებული ქონების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; შ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება. თავი III დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სხვა საჯარო მოსამსახურეები მუხლი 7🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომლის ფუნქციები და მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით. დეპარტამენტის უფროსს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს, უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს მთავრობისა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით, სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას და პასუხისმგებელია მათ შესრულებაზე; გ) ორგანიზებას უწევს კანონმდებლობით განსაზღვრული ამოცანების, ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების შესრულებას; დ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; ე) ხელს უწყობს მინისტრს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებაში; ვ) საჭიროების შემთხვევაში უშუალოდ განიხილავს დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტებს ან სხვა მასალებს; ზ) დეპარტამენტის სახელით დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს შესაბამის მოსაზრებებს; თ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს ან ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ი) პერიოდულად განიხილავს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; კ) მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე; ლ) აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას. სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების, მათთვის სახელფასო დანამატის ან ფულადი ჯილდოს გაცემის თაობაზე; მ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის დებულების, საშტატო რიცხოვნობის, მუშაობის ორგანიზების, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული განვითარების შესახებ; ნ) შუამდგომლობს დეპარტამენტისათვის იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტის ამოცანებისა და უფლებამოსილებების განსახორციელებლად; ო) ახორციელებს კანონმდებლობით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, სამინისტროს შრომის შინაგანაწესით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, სამუშაო აღწერილობით და კანონმდებლობის საფუძველზე მასზე მინიჭებულ უფლებამოსილებებს; პ) საჭიროების მიხედვით სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს სხვადასხვა სტატისტიკურ ანგარიშს; ჟ) უზრუნველყოფს მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებებისა და დავალებების შესრულებას. 3. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მინისტრის მიერ ბრძანებით განსაზღვრული სხვა პირი. 4. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე. მუხლი 8🔗 1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ფუნქციებს, უფლებამოსილებებსა და საქმიანობის სფეროებს განსაზღვრავს დეპარტამენტის უფროსი. 3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მისთვის განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების განხორციელების პროცესში და ასრულებს მის დავალებებს; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; გ) კომპეტენციის ფარგლებში, ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას; დ) კომპეტენციის ფარგლებში, ისმენს ინფორმაციას დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებისაგან და დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებისაგან მათთვის მიცემული დავალებების შესრულების მიმდინარეობისა და ვადების შესახებ და აწვდის ინფორმაციას და მოსაზრებებს დეპარტამენტის უფროსს; ე) საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ განიხილავს დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტებს ან სხვა მასალებს; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ზ) ახორციელებს კანონმდებლობით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, სამინისტროს შრომის შინაგანაწესით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, სამუშაო აღწერილობითა და კანონმდებლობის საფუძველზე მასზე მინიჭებულ უფლებამოსილებებს; თ) უზრუნველყოფს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულებას; ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის უფროსის წინაშე. მუხლი 9🔗 1. დეპარტამენტის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსის ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის სფეროები განისაზღვრება ამ დებულებისა და დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილების შესაბამისად. 3. სამმართველოს უფროსი: ა) უზრუნველყოფს სამმართველოს ამოცანების დასახვას, საქმიანობის ორგანიზებასა და მართვას, ამოცანების შესრულების ზედამხედველობას, პრიორიტეტებისა და ვადების კონტროლს; ბ) სტრუქტურული ერთეულის ფუნქციებიდან, კომპეტენციებიდან გამომდინარე, პასუხისმგებელია დასკვნების, სხვადასხვა რეკომენდაციის მომზადებაზე და/ან მომზადების კოორდინაციაზე; გ) პასუხისმგებელია სამმართველოს მიერ მომზადებულ პროექტებზე, შედეგებზე, პროცედურებზე, ანგარიშებზე, დასკვნებზე, სხვადასხვა სახის აქტებსა და წარმოების მასალებზე; დ) კომპეტენციის ფარგლებში, ამზადებს ინიციატივებს და წარუდგენს დეპარტამენტის უფროსსა და მოადგილეს; ე) დეპარტამენტის უფროსსა და მოადგილეს წარუდგენს მოსაზრებას მის დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო მოხელეების შეფასებასთან დაკავშირებით; ვ) დეპარტამენტის უფროსსა და მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს მის დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო მოსამსახურეების წახალისების, პროფესიული განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით; ზ) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მისთვის განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების განხორციელების პროცესში და ასრულებს მის დავალებებს; თ) დეპარტამენტის უფროსისა და მოადგილის დავალების შესაბამისად ანაწილებს ფუნქციებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; ი) კომპეტენციის ფარგლებში, ზედამხედველობს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას; კ) საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ განიხილავს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტებს ან სხვა მასალებს; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ავიზებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; მ) უზრუნველყოფს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულებას; ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე. მუხლი 10🔗 1. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის დავალებებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და სამმართველოს უფროსი კომპეტენციის ფარგლებში. 3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და შესაბამისი სამმართველოს უფროსის წინაშე. 4. დეპარტამენტში დასაქმებული საჯარო მოსამსახურე: ა) ახორციელებს კანონმდებლობით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, სამინისტროს შრომის შინაგანაწესით, შრომითი ხელშეკრულებითა (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის შემთხვევაში) და სამუშაო აღწერილობით მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს; ბ) ვალდებულია სპეციალური მითითების (დავალების) გარეშე შეასრულოს მის მიერ დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობით ან შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული მოვალეობები, დაიცვას სამართლებრივი აქტების მოთხოვნები და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დროს იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით; გ) პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე; დ) ვალდებულია პირადად შეასრულოს სამუშაო; ე) ასრულებს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.