საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.06.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის მინისტრი
ნომერი №05/18
სარეგისტრაციო კოდი 450020000.22.088.016086 10
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 17/06/2025
1,608 სიტყვა · ~8 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 15.02.2019 საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 95% 29.04.2025 საქართველოს კულტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 16.06.2025 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 24.11.2021 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 26.02.2026

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრის ბრძანება №05/18 2025 წლის 16 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 აპრილის №131 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს კულტურის მინისტრითინათინ რუხაძე საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს კულტურის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, უფლებამოსილებებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗 1. დეპარტამენტი არის სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც ასრულებს სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ ამოცანებს. 2. დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და უფლებამოსილებების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. 3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს კულტურის მინისტრისა (შემდგომ – მინისტრი) და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 3🔗 დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს მთავრობისა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. თავი II დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებები მუხლი 4🔗 დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებებია: ა) კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკის შემუშავება/განხორციელების კოორდინაცია და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზედამხედველობა; ბ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენის, დაცვის, პოპულარიზაციისა და მისი მდგომარეობის სისტემატური შემოწმების კოორდინაცია, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დელეგირებული უფლებამოსილებების სათანადოდ განხორციელების მონიტორინგი; გ) კულტურული მემკვიდრეობისა და სამუზეუმო სფეროებში შესაბამისი სტრატეგიის, სამოქმედო გეგმებისა და პროგრამების/ქვეპროგრამების, საკანონმდებლო ინიციატივების, მეთოდოლოგიური გზამკვლევების შემუშავების კოორდინაცია და განხორციელების მონიტორინგი; დ) მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ინვენტარიზაციის, კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისათვის კატეგორიის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია; ე) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საერთაშორისო კონვენციებით, მათ შორის, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციითა (1972 წ.) და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციით (2003 წ.) და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობა, შესაბამისი ანგარიშების მომზადების კოორდინაცია და კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენა; ვ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დელეგირებულ უფლებამოსილებებზე დარგობრივი ზედამხედველობა, პერიოდული ანგარიშების გამოთხოვა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სსიპ − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინაციით, კულტურული მემკვიდრეობის (კულტურული ფასეულობის) საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ზედამხედველობა; თ) კულტურული ფასეულობების საქართველოდან გატანაზე ან დროებით გატანაზე ნებართვის გაცემისა და პირობების განუხრელი შესრულების მონიტორინგი, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმირება; ი) საქართველოს მუზეუმების სახელმწიფო რეესტრის წარმოება; კ) საქართველოს სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვის საინფორმაციო ელექტრონული სისტემის წარმოება და ადმინისტრირება; ლ) მუზეუმებში დაცული ფასეულობების სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების ხელშეწყობა; მ) მუზეუმების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის კოორდინაცია. მუზეუმების მატერიალურ-ტექნიკური ბაზების მოწესრიგებისა და მუზეუმებში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა; ნ) მუზეუმებში არსებული კოლექციებისა და ფასეულობების დაცვის მიზნით, პრევენციული ზომების გატარების ხელშეწყობა; ო) საქართველოს სახელმწიფო სამუზეუმო ფონდებში დაცული კულტურული ფასეულობების მდგომარეობის, დაცულობისა და აღრიცხვიანობის, აგრეთვე ზოგადი სამუზეუმო წესების განუხრელი დაცვის მონიტორინგი. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმირება; პ) საქართველოს ერთიანი სამუზეუმო ფონდის შევსების უზრუნველყოფის მხარდაჭერა, მისი დაცვისა და შენარჩუნების მიზნით; ჟ) მუზეუმების პოპულარიზაციის, საერთაშორისო სამუზეუმო სივრცეში ინტეგრირების, საზოგადოებისათვის სამუზეუმო საქმიანობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში გამოფენების, საგამომცემლო საქმიანობის, საგანმანათლებლო ღონისძიებების, ციფრული პროდუქტის შექმნისა და სხვა მიზნობრივი აქტივობების მხარდაჭერა; რ) ერთიანი სამუზეუმო სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია. ქვეყნის მასშტაბით სამუზეუმო საქმიანობის განვითარების უზრუნველყოფა, სამუზეუმო კოლექციების დაცვასა და პოპულარიზაციაზე ზრუნვა; ს) საქართველოს ტერიტორიაზე არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების თაობაზე თანხმობის გაცემის კოორდინაცია; ტ) კომპეტენციებს მიკუთვნებულ საკითხებზე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ასევე, დარგობრივ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; უ) საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიული გამოქვეყნების ხელშეწყობა; ფ) კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, აგრეთვე, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებებისა და ცალკეული დავალებების შესრულება. მუხლი 5🔗 დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) კულტურული მემკვიდრეობის სამმართველო; ბ) მუზეუმების სამმართველო. მუხლი 6🔗 1. კულტურული მემკვიდრეობის სამმართველოს ამოცანები და უფლებამოსილებებია: ა) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზედამხედველობა; ბ) კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენის, დაცვის, პოპულარიზაციისა და მისი მდგომარეობის სისტემატური შემოწმების კოორდინაცია; გ) კომპეტენციის ფარგლებში გამოვლენილი კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო აღრიცხვის უზრუნველყოფა; დ) მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ინვენტარიზაციის, კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისათვის კატეგორიის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია; ე) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დელეგირებულ უფლებამოსილებებზე დარგობრივი ზედამხედველობა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის (კულტურული ფასეულობის) საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ზედამხედველობა; ზ) სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან და სააგენტოში შექმნილ სათათბირო ორგანოებთან, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსა და მსოფლიო მემკვიდრეობის საბჭოსთან კოორდინირებული თანამშრომლობა; თ) კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი ლეგალიზაციისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობა; ი) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საერთაშორისო კონვენციებითა და ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობა, შესაბამისი ანგარიშების მომზადების კოორდინაცია და კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენა; კ) საზღვარგარეთ არსებული კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის კოორდინაცია; ლ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება. 2. მუზეუმების სამმართველოს ამოცანები და უფლებამოსილებებია: ა) ერთიანი სამუზეუმო სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია. ქვეყნის მასშტაბით სამუზეუმო საქმიანობის განვითარების უზრუნველყოფა, სამუზეუმო კოლექციების დაცვასა და პოპულარიზაციაზე ზრუნვა; ბ) მუზეუმების სახელმწიფო რეესტრის წარმოება; გ) კომპეტენციის ფარგლებში სამუზეუმო საქმიანობის მართვის, მუზეუმის შექმნის (დაფუძნების), რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის პროცესში მონაწილეობა; დ) სამუზეუმო საქმიანობის სფეროში მუნიციპალიტეტის ორგანოებთან მუშაობის კოორდინაცია; ე) სამუზეუმო საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტის შემუშავებაში მონაწილეობა; ვ) საქართველოს სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვის საინფორმაციო ელექტრონული სისტემის წარმოება და ადმინისტრირება; ზ) მუზეუმების ფონდების მდგომარეობისა და აღრიცხვის შემოწმებაში მონაწილეობა; თ) სამუზეუმო საქმიანობაში საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების კონტროლი; ი) სახელმწიფო მუზეუმების ფონდების შესავსებად სამუზეუმო ნივთების შესყიდვის პროცესში მონაწილეობა; კ) მუზეუმების ძირითად სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმების შემუშავება და მინისტრისთვის წარდგენა; ლ) სამუზეუმო ნივთისა და კოლექციის საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრში აღრიცხვა; მ) დადგენილი წესით სამუზეუმო ნივთისა და კოლექციის საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრიდან ამორიცხვა; ნ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება. თავი III დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სხვა საჯარო მოსამსახურეები მუხლი 7🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომლის ფუნქციები და მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით. დეპარტამენტის უფროსს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს, უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს მთავრობისა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით, სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას და პასუხისმგებელია მათ შესრულებაზე; გ) ორგანიზებას უწევს კანონმდებლობით განსაზღვრული ამოცანების, ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების შესრულებას; დ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; ე) ხელს უწყობს მინისტრს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებაში; ვ) საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ განიხილავს დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტებს ან სხვა მასალებს; ზ) დეპარტამენტის სახელით დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს შესაბამის დოკუმენტებს; თ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ი) პერიოდულად განიხილავს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; კ) მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე; ლ) აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას. სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების, მათთვის სახელფასო დანამატის ან ფულადი ჯილდოს გაცემის თაობაზე; მ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის დებულების, საშტატო რიცხოვნობის, მუშაობის ორგანიზების, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა განვითარების შესახებ; ნ) შუამდგომლობს დეპარტამენტისათვის იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტის ამოცანებისა და უფლებამოსილებების განსახორციელებლად; ო) ახორციელებს კანონმდებლობით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, სამინისტროს შრომის შინაგანაწესით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, სამუშაო აღწერილობითა და კანონმდებლობის საფუძველზე მასზე მინიჭებულ უფლებამოსილებებს; პ) უზრუნველყოფს მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებებისა და დავალებების შესრულებას; ჟ) საჭიროების მიხედვით სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს სხვადასხვა სტატისტიკურ ანგარიშს; რ) უზრუნველყოფს მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებებისა და დავალებების შესრულებას. 3. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობებს ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი, ხოლო მათი ერთდროულად არყოფნის შემთხვევაში მინისტრის ბრძანების საფუძველზე განსაზღვრული სხვა პირი. 4. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე. მუხლი 8🔗 1. დეპარტამენტის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსის ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის სფეროები განისაზღვრება ამ დებულებისა და დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილების შესაბამისად. 3. სამმართველოს უფროსი: ა) უზრუნველყოფს სამმართველოს ამოცანების დასახვას, საქმიანობის ორგანიზებასა და მართვას, ამოცანების შესრულების ზედამხედველობას, პრიორიტეტებისა და ვადების კონტროლს; ბ) სტრუქტურული ერთეულის ფუნქციებიდან, კომპეტენციებიდან გამომდინარე, პასუხისმგებელია დასკვნების, სხვადასხვა რეკომენდაციების მომზადებაზე და/ან მომზადების კოორდინაციაზე; გ) პასუხისმგებელია სამმართველოს მიერ მომზადებულ პროექტებზე, შედეგებზე, პროცედურებზე, ანგარიშებზე, დასკვნებზე, სხვადასხვა სახის აქტებსა და წარმოების მასალებზე; დ) კომპეტენციის ფარგლებში, ამზადებს ინიციატივებს და წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს; ე) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს მოსაზრებას მის დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო მოხელეების შეფასებასთან დაკავშირებით; ვ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მის დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო მოსამსახურეების წახალისების, პროფესიული განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით; ზ) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მისთვის განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების განხორციელების პროცესში და ასრულებს მის დავალებებს; თ) დეპარტამენტის უფროსის დავალების შესაბამისად ანაწილებს ფუნქციებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; ი) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას; კ) საჭიროების შემთხვევაში უშუალოდ განიხილავს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტებს ან სხვა მასალებს; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ავიზებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; მ) უზრუნველყოფს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულებას; ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის უფროსის წინაშე. მუხლი 9🔗 1. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის დავალებებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი და სამმართველოს უფროსი კომპეტენციის ფარგლებში. 3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსისა და შესაბამისი სამმართველოს უფროსის წინაშე. 4. დეპარტამენტში დასაქმებული საჯარო მოსამსახურე: ა) ახორციელებს კანონმდებლობით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, სამინისტროს შრომის შინაგანაწესით, შრომითი ხელშეკრულებითა (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის შემთხვევაში) და სამუშაო აღწერილობით მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს; ბ) ვალდებულია სპეციალური მითითების (დავალების) გარეშე შეასრულოს მის მიერ დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობით ან შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული მოვალეობები, დაიცვას სამართლებრივი აქტების მოთხოვნები და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დროს იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით; გ) პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე; დ) ვალდებულია პირადად შეასრულოს სამუშაო; ე) ასრულებს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.