საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოსთან საქართველოს ეროვნული პოლიტიკური ისტორიისა და თეორიის ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული საკითხები

მიღების თარიღი 11.06.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №528
სარეგისტრაციო კოდი 000000170.02(0).000.000167 13
გამოქვეყნების წყარო საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 28/06/1991
336 სიტყვა · ~2 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოსთან საქართველოს ეროვნული პოლიტიკური ისტორიისა და თეორიის ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №528 1991 წლის 28 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოსთან საქართველოს ეროვნული პოლიტიკური ისტორიისა და თეორიის ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1991 წლის 11 ივნისის დადგენილების შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს: 1. განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოსთან შექმნილი საქართველოს ეროვნული პოლიტიკური ისტორიისა და თეორიის ცენტრის მუშაკთა რიცხოვნობა 169 კაცის რაოდენობით. დამტკიცდეს ცენტრის სტრუქტურა, №1 დანართის თანახმად და შენახვის ხარჯები, № 2 დანართის თანახმად. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს გამოუყოს ცენტრს 1991 წლის ბოლომდე შენახვის ხარჯები 989 ათასი მანეთის ოდენობით. 2. საქართველოს ეროვნული პოლიტიკური ისტორიისა და თეორიის ცენტრი განთავსდეს ეროვნული პოლიტიკური ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის (ყოფილი „იმელის“) შენობაში (ქ. თბილისის, რუსთაველის პროსპექტი № 29). იმასთან დაკავშირებით, რომ ინსტიტუტის შენობა 1932-1937 წლებში აშენდა სახელმწიფო სახსრების კომპარტიის წილობრივი მონაწილეობის გარეშე, ხოლო მისი საექსპლუატაციოდ გადაცემის დღიდან კომპარტიას სახელმწიფოსათვის არავითარი საფასური არ გადაუხდია, გადაეცეს ზემოაღნიშნული შენობა და მასში განთავსებული ქონება ბალანსიდან ბალანსზე საქართველოს ეროვნული პოლიტიკურო ისტორიისა და თეორიის ცენტრს. 3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 5 მარტის №119 განკარგულება საქართველოს ეროვნული პოლიტიკური ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის შენობის საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტისათვის გადაცემის შესახებ. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის  თავმჯდომარე                                  თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელწმიფო კანცელარიის მმართველი                                       გ. ბერიძე დანართი №1 საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოსთან არსებული საქართველოს ეროვნული პოლიტიკური ისტორიისა და თეორიის ცენტრის სტრუქტურა დირექცია; საქართველოს პოლიტიკური პარტიების ისტორიის განყოფილება; საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობათა სექტორი; სოციალური პოლიტიკის სექტორი; ეროვნული პოლიტიკის სექტორი; პოლიტიკის სოციოლოგიის სექტორი; სარედაქციო-საინფორმაციო სექტორი; ეროვნული პოლიტიკური მოძრაობის ისტორიის მუზეუმი; პოლიტიკური პარტიების არქივი; ბიბლიოთეკა; სამეურნეო ნაწილი. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელწმიფო კანცელარიის მმართველი                                        გ. ბერიძე დანართი №2 საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოსთან არსებული საქართველოს ეროვნული პოლიტიკური ისტორიისა და თეორიის ცენტრის შენახვის ხარჯები შრომის ანაზღაურების ფონდი                            465,8 ათასი მანეთი; დარიცხვა ხელფასზე (26 პროცენტი)                  121,2 ათასი მანეთი; სამეურნეო-საკანცელარიო ხარჯები                   110,0 ათასი მანეთი; მივლინება და სამსახურებრივი მგზავრობა      2,0 ათასი მანეთი; ინვენტარ-მოწყობილობის შეძენა                        8,0 ათასი მანეთი; შენობა-ნაგებობათა კაპიტალური რემონტის ხარჯები           100,0 ათასი მანეთი; სხვადასხვა ხარჯები                                              110,0 ათასი მანეთი;                    სულ                                                        989,9 ათასი მანეთი; საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელწმიფო კანცელარიის მმართველი                                       გ. ბერიძე