საქართველოს რესპუბლიკაში ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო-საინვესტიციო ცენტრის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 28.06.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №524
სარეგისტრაციო კოდი 000000110.02(0).000.000164 24
გამოქვეყნების წყარო საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 524, 28/06/1991
174 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკაში ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო-საინვესტიციო ცენტრის შექმნის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №524 1991 წლის 28 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკაში ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო-საინვესტიციო ცენტრის შექმნის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობაში, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის სფეროში საზღვარგარეთის განვითარებული ქვეყნების მოწინავე გამოცდილების დანერგვის მიზნით, აგრეთვე ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-საინვესტიციო კორპორაციის შექმნასთან დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს: 1. მიღებულ იქნეს ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატში საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-საინვესტიციო კორპორაციის პრეზიდენტის საქართველოს დიზაინერთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარის ზ. წერეთლის წინადადება საქართველოს რესპუბლიკაში ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო-საინვესტიციო ცენტრის შექმნის შესახებ. 2. საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ განახორციელოს დადგენილი წესით ზემოაღნიშნული ცენტრის აკრედიტაცია შემჭიდროებულ ვადებში. 3. საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასთან სსრ კავშირის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის სამინისტროს რწმუნებულის სამმართველომ, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის რესპუბლიკურმა ბანკმა, საქართველოს რესპუბლიკის დაინტერესებულმა სამინისტროებმა, უწყებებმა, ორგანიზაციებმა აღმოუჩინონ საქართველოს რესპუბლიკაში ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო-საინვესტიციო ცენტრს დახმარება მისი საქმიანობის გასაშლელად. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის   თავმჯდომარე                                  თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელწმიფო კანცელარიის მმართველი                                       გ. ბერიძე