ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისში დაზარალებული ერთი კომლის დასასახლებლად საკარმიდამო მიწის ფონდში ფართობის გამოყოფის შესახებ
მიღების თარიღი 28.06.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №526
სარეგისტრაციო კოდი 000000250.02(0).000.000166 37
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 6, 28/06/1991
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.06.1991 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისში დაზარალებული ერთი კომლის დასასახლებლად საკარმიდამო მიწის ფონდში ფართობის გამოყოფის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №526
1991 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისში დაზარალებული ერთი კომლის დასასახლებლად საკარმიდამო მიწის ფონდში ფართობის გამოყოფის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:
დამტკიცდეს ბორჯომის რაიონის პრეფექტურის 1991 წლის 26 თებერვლის №42 გადაწყვეტილება და გამოიყოს ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისის კოლმეურნეობის მიწებიდან 0,15 ჰექტარი სახნავი ამავე კოლმეურნეობის საკარმიდამო მიწის ფონდში ხანძრით დაზარალებული ერთი კომლის დასასახლებლად.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელწმიფო კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე