ქალაქ თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების ფირმა „ისი ქემიკალ საფლი ინკ“-ის წარმომადგენლობის გახსნის შესახებ
მიღების თარიღი 28.06.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №523
სარეგისტრაციო კოდი 000000110.02(0).000.000163 24
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 6, 28/06/1991
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.06.1991 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების ფირმა „ისი ქემიკალ საფლი ინკ“-ის წარმომადგენლობის გახსნის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №523
1991 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების ფირმა „ისი ქემიკალ საფლი ინკ“-ის წარმომადგენლობის გახსნის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკისა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორული საფინანსო-კომერციული და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის შემდგომი განვითარების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:
1. დაკმაყოფილდეს ამერიკის შეერთებული შტატების ფირმა „ისი ქემიკალ საფლი ინკ“-ის ხელმძღვანელობისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თხოვნა და ნება დაერთოს ამ ფირმის გახსნას ქალაქ თბილისში თავისი წარმომადგენლობა.
2. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ მოახდინოს ამერიკის ფირმა „ისი ქემიკალ საფლი ინკ“-ის წარმომადგენლობის აკრედიტაცია და შეუქმნას მას ეფექტიანი ფუნქციონირების ყველა პირობა.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელწმიფო კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე