გარდაბნის რაიონის სამი სახელმწიფო მეურნეობის მიწებიდან გარდაბნის საქველმოქმედო ორგანიზაციების კავშირის ინვალიდთა საზოგადოებისათვის აგროკომპლექსური მეურნეობის მოსაწყობად ფართობის გამოყოფის შესახებ

მიღების თარიღი 15.04.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №284
სარეგისტრაციო კოდი 000000250.02(0).000.000149 37
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 4, 30/04/1991
116 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის რაიონის სამი სახელმწიფო მეურნეობის მიწებიდან გარდაბნის საქველმოქმედო ორგანიზაციების კავშირის ინვალიდთა საზოგადოებისათვის აგროკომპლექსური მეურნეობის მოსაწყობად ფართობის გამოყოფის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №284 1991 წლის 15 აპრილი ქ. თბილისი გარდაბნის რაიონის სამი სახელმწიფო მეურნეობის მიწებიდან გარდაბნის საქველმოქმედო ორგანიზაციების კავშირის ინვალიდთა საზოგადოებისათვის აგროკომპლექსური მეურნეობის მოსაწყობად ფართობის გამოყოფის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს: დამტკიცდეს გარდაბნის რაიაღმასკომის 1990 წლის 29 ნოემბრის №454 გადაწყვეტილება და გარდაბნის საქველმოქმედო ორგანიზაციების კავშირის ინვალიდთა საზოგადოებას გამოეყოს 9 ჰექტარი სახნავი აგროკომპლექსური მეურნეობის მოსაწყობად (ბოსტნეული კულტურების საწარმოებლად), მათ შორის: ჯანდარის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან - 3,0 ჰექტარი, კიროვის სახელობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან - 3,0 ჰექტარი, კაპანახჩის მებოსტნეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან - 3,0 ჰექტარი. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის  თავმჯდომარე თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე