ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – ანგისის ქუჩის I შესახვევში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ
მიღების თარიღი 19.06.2025
გამომცემი ორგანო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016709 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 20/06/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.06.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – ანგისის ქუჩაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – რეჯებ ნიჟარაძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – მარუხის ქუჩაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის ზოგიერთ საავტომობილო გზაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – რაულ ვალენბერგისა და ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – ანგისის ქუჩის I შესახვევში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2025 წლის 19 ივნისი
ქ. ბათუმი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – ანგისის ქუჩის I შესახვევში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ქალაქ ბათუმში, ანგისის ქუჩის I შესახვევში დაწესდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცალმხრივი მოძრაობა გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩიდან ანგისის ქუჩამდე მონაკვეთში, გარდა სპეციალური დანიშნულების ავტომანქანებისა, თანახმად დანართი №1-სა.
მუხლი 2🔗
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს:
ა) დადგენილების ამოქმედებიდან 15 დღის ვადაში ამ დადგენილებით განსაზღვრულ ქუჩის მონაკვეთზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებით ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების მოგვარება, მათ შორის ქუჩის აღჭურვა შესაბამისი საგზაო ნიშნებით;
ბ) დადგენილების შინაარსის შესახებ მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება პრესისა და ტელევიზიის საშუალებით, მათ შორის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის მეშვეობით.
მუხლი 3🔗
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები ვალდებული არიან დაიცვან ამ დადგენილებით განსაზღვრული მოძრაობის ორგანიზების წესები, ხოლო ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი” გათვალისწინებული სანქციების დაკისრებას.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი თავდგირიძე