ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 20.06.2025
გამომცემი ორგანო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.114.016537 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 23/06/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 3 ვერსია ↓
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.06.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ შუახევის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8
2025 წლის 20 ივნისი
დაბა ჩოხატაური
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.თ“ ქვეპუნქტის და „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად, შეიქმნას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი კუჭავა
დანართი
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს
დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ,,ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შეიქმნას ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო (შემდგომში – საბჭო).
2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის, ამ დებულების და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ დებულებით.
მუხლი 2🔗.
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო
საბჭო არის მუნიციპალიტეტის სათათბირო საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განიხილავს მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით.
მუხლი 3🔗.
საბჭოს ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებები
საბჭოს ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) თემატური მოკვლევის საფუძველზე გამოვლენილი გამოწვევების შესწავლა, კონკრეტული რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება მუნიციპალიტეტის შესაბამის პროგრამებსა და ბიუჯეტში ასახვის მიზნით;
ბ) არსებული მუნიციპალური, სახელმწიფო პროგრმებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის პერიოდულად გავრცელება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, შესაბამისი კამპანიების წარმოება;
გ) საბჭოს საქმიანობის მიზნებისთვის სტატისტიკური მონაცემების დამუშავება სქესის, ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაცემების გათვალისწინებით;
დ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ განხორციელებული აქტივობების (საუკეთესო პრაქტიკის) შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა, მათ შორის სოციალურ მედიაში;
ე) ქალებისა და ბავშვების უფლებების შესახებ ინტეგრირებული საგანმანათლებლო სესიების ჩატარება სკოლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში და ახალგაზრდულ სივრცეებში;
ვ) განიხილოს ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებები, და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს რეკომენდაციები;
ზ) უფლება აქვს გამოითხოვოს ქალთა და ბავშვთა საკითხების შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარდა ისეთი შემთხვევებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) ქალთა და ბავშვთა საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს შესაბამის დარგში მომუშავე სპეციალისტები ან/და ექსპერტები;
ი) საბჭოს საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკითხის სრულყოფილად შესწავლის და გამოკვლევის მიზნით, მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან;
კ) ითანამშრომლოს ქალთა ჯგუფებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
ლ) დაიცვას საბჭოს მიერ მუშაობის პროცესში მოპოვებული პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაცია;
მ) საკრებულოს წარუდგინოს საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტები;
ნ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი;
ო) წელიწადში ერთხელ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში ქალთა და ბავშვთა სოციალური და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
მუხლი 4🔗.
საბჭოს სტრუქტურა და ფორმირება
1. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 7-ზე ნაკლები და 21-ზე მეტი. საბჭოს შემადგენლობას ბრძანებით ამტკიცებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
2. საბჭოს თავმჯდომარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
3. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნის, საკრებულოს ყველა კომისიის თავმჯდომარის, საკრებულოს ფრაქციებიდან თითო წარმომადგენლის, საკრებულოს აპარატის წარმომადგენლის, მუნიციპალიტეტის მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სხვა წევრებისაგან. ასევე საბჭოს წევრად შესაძლებელია განისაზღვროს ადგილობრივი კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები საბჭოს თავმჯდომარისადმი მათი წერილობითი განცხადებით მიმართვის საფუძველზე.
4. საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება:
ა) საბჭოდან გამოსვლის შესახებ პირადი, წერილობითი განცხადების წარდგენის შემთხვევაში;
ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში;
გ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა;
დ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის
ე) მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირთა უფლებამოსილების შეწყვეტა და საჯარო მოხელეთა გათავისუფლება.
მუხლი 5🔗.
საბჭოს ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი
1. საბჭოს პირველ სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც საბჭოს შემადგენლობიდან ნიშნავს მოადგილეს და მდივანს.
2. საბჭოს მორიგ სხდომას 3 თვეში ერთხელ მაინც იწვევს საბჭოს თავმჯდომარე.
3. საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით ან საბჭოს წევრთა 1/3 -ის მოთხოვნით.
4. საბჭოს სხდომაზე გასატანი საკითხების მომზადებას, დღის წესრიგის პროექტების შედგენას, საბჭოს სხდომების ჩატარების ორგანიზებას, ოქმის შედგენა-დაარქივებას, საბჭოს წევრთა ინფორმირებასა და საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს ამ დებულებითა და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი, რომელსაც საბჭოს შემადგენლობიდან ნიშნავს საბჭოს თავმჯდომარე.
5. საბჭოს სხდომის მოწვევის დროსა და სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.
6. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მოადგილის არყოფნისას – საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით – საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
7. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.
8. საბჭოს სხდომა ღია და საჯაროა, საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომის ჩატარების დრო და ადგილი უნდა გამოქვეყნდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც.
9. საბჭოს სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება აქვს მუნიციპალიტეტში მოქმედ ყველა დაინტერესებულ დაწესებულებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ამ მიზნით აღნიშნულმა დაწესებულებამ და ორგანიზაციამ სხდომის დაწყებამდე 2 დღით ადრე მაინც უნდა მიმართოს საბჭოს თავმჯდომარეს და გამოყოს ერთი წარმომადგენელი საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად.
10. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრს.
11. საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენის უფლება აქვს სხდომაში მონაწილე ყველა პირს. ყველა წარდგენილი წინადადება და რეკომენდაცია შეიტანება საბჭოს სხდომის ოქმში. განსახილველ საკითხზე წინადადებები და რეკომენდაციები შეიძლება შემოტანილ იქნეს წერილობითი ფორმით. ასეთი სახით შემოსულ წინადადებებს და რეკომენდაციებს საბჭოს სხდომის თავმჯდომარე აცნობს სხდომის მონაწილეებს და იგი დაერთვის სხდომის ოქმს.
12. საბჭოს სხდომის ოქმში შეტანილი წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნებათ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებს და თანამდებობის პირებს, რომლებიც ვალდებულნი არიან ერთი თვის ვადაში განიხილონ მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობონ საბჭოს.
13. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
14. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
15. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე.
16. საბჭოს სხდომის ოქმი ქვეყნდბა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.
მუხლი 6🔗.
საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი და საბჭოს მდივანი.