ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.07.2025
გამომცემი ორგანო ყვარლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.164.016547 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 02/07/2025
768 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 28.05.2025 ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 20.06.2025 ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 21.08.2025 ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 24.12.2025 ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დუშეთის მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 30.05.2025

დოკუმენტის ტექსტი

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 2025 წლის 1 ივლისი ქ. ყვარელი ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 1​1 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის თანახმად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადგენს: მუხლი 1🔗 ყვარლის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას ყვარლის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს  ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 3🔗 გამოცხადდეს ძალადაკარგულად „ყვარლის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების  შესახებ“  „ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 სექტემბრის №19 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 26/09/2017; ს.კ.: 010250050.35.164.016249). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ყვარლის მუნიციპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია მზექალაშვილი დანართი ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე  მუნიციპალური  საბჭოს  დებულება მუხლი 1🔗.  ზოგადი დებულებანი 1. ყვარლის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე  მუნიციპალური  საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის მუნიციპალიტეტის სათათბირო საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განიხილავს მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით. 2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის, ამ დებულების და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ დებულებით. მუხლი 2🔗. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციები   საბჭოს  ამოცანები და ფუნქციებია: ა) თემატური მოკვლევის საფუძველზე გამოვლენილი გამოწვევების შესწავლა, კონკრეტული რეკომენდაციებისა და  წინადადებების შემუშავება მუნიციპალიტეტის  შესაბამის პროგრამებსა და ბიუჯეტში ასახვის მიზნით; ბ) არსებული მუნიციპალური, სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის პერიოდულად გავრცელება და  საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, შესაბამისი კამპანიების წარმოება; გ) ქალთა და ბავშვთა საჭიროებების გათვალისწინებით საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავება და ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა; დ) საბჭოს საქმიანობის მიზნებისთვის სტატისტიკური მონაცემების დამუშავება  სქესის, ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაცემების გათვალისწინებით; ე) მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ განხორციელებული აქტივობების (საუკეთესო პრაქტიკის) შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა, მათ შორის, სოციალურ მედიაში; ვ) ქალებისა და ბავშვების უფლებების შესახებ ინტეგრირებული საგანმანათლებლო სესიების ჩატარება სკოლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და ახალგაზრდულ სივრცეებში; ზ) განიხილოს ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებები, და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს რეკომენდაციები; თ) გამოითხოვოს ქალთა და ბავშთა საკითხების შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარდა ისეთი შემთხვევებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ი) ქალთა და ბავშვთა საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს შესაბამის დარგში მომუშავე სპეციალისტები ან/და ექსპერტები; კ) საბჭოს საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკითხის სრულყოფილად შესწავლის და გამოკვლევის მიზნით, მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან;   ლ) ითანამშრომლოს  ქალთა ჯგუფებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; მ) დაიცვას საბჭოს მიერ მუშაობის პროცესში მოპოვებული პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაცია; ნ) საკრებულოს წარუდგინოს საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტები; ო) წელიწადში ერთხელ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში ქალთა და ბავშვთა სოციალური და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; პ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი. მუხლი 3🔗. საბჭოს სტრუქტურა და ფორმირება 1. საბჭოს ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: მუნიციპალიტეტის ორგანოების, ბიზნეს სექტორის, არასამთავრობო სექტორის და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები. 3. საბჭოს შემადგელობა განისაზღვრება 10 წევრით და მის შემადგენლობას შესაბამისი ბრძანებით  ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე. 4. საბჭოს წევრობის შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) საბჭოს წევრის მიერ საბჭოს სხდომაზე არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 3-ჯერ  გამოუცხადებლობა; გ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; დ)საბჭოს წევრის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; ე) გარდაცვალება; ვ) მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირთა უფლებამოსილების შეწყვეტა და საჯარო მოხელეთა გათავისუფლება. მუხლი 4🔗. საბჭოს ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი 1. საბჭოს პირველ სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც საბჭოს შემადგენლობიდან ირჩევს მოადგილეს და მდივანს. 2. საბჭოს ყოველ მორიგ სხდომას 3 თვეში ერთხელ მაინც იწვევს საბჭოს თავმჯდომარე, მისი არ ყოფნის შემთხვევაში სხდომას იწვევს და უძღვება საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. საჭიროების შემთხვევაში ცალკეული საკითხების განხილვის მიზნით შესაძლებელია მოწვეული იქნეს საბჭოს რიგგარეშე სხდომა. 3. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს საბჭოს წევრებთან შეთანხმებით ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე. 4. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს, საბჭოს წევრს და დაინტერესებულ პირს საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით. 5. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 6. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 7. საბჭოს სხდომები და გადაწყვეტილებები ფორმდება საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე წევრები. 8. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საჯაროა და ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე. 9. საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და წინადადებები ეგზავნება მუნიციპალიტეტის  შესაბამის ორგანოებს და თანამდებობის პირებს შემდგომში, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გათვალისწინების მიზნით. მუხლი 5🔗. საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საკრებულოს აპარატი.