სსრ კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უმაღლესი კურსების შენობის საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მილიციის უმაღლესი სკოლისათვის გადაცემის შესახებ

მიღების თარიღი 02.09.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №708
სარეგისტრაციო კოდი 000000170.02(0).000.000197 13
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 9, 30/09/1991
123 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

სსრ კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უმაღლესი კურსების შენობის საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მილიციის უმაღლესი სკოლისათვის გადაცემის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №708 1991 წლის 2 სექტემბერი ქ. თბილისი სსრ კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უმაღლესი კურსების შენობის საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მილიციის უმაღლესი სკოლისათვის გადაცემის შესახებ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მილიციის უმაღლესი სკოლა მოთავსებულია არატიპობრივ ამორტიზებულ შენობაში, რომელიც ვერ აკმაყოფილებს დღევანდელ  მოთხოვნებს და ამის გამო იქ სრულყოფილად არ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: სსრ კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ამჟამად გამოთავისუფლებული უმაღლესი კურსების შენობა (ქ. თბილისი, ქერჩის ქ. № 22) გადაეცეს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მილიციის უმაღლესი სკოლის გამგებლობაში, არსებული წესით. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი                                                          ბ. გუგუშვილი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის კანცელარიის მმართველი                                                  ა. ლანდია