ხულოს მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.06.2025
გამომცემი ორგანო ხულოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.136.016456 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/06/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.06.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
შუახევის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ თიღვის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ერედვის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხულოს მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
2025 წლის 26 ივნისი
დაბა ხულო
ხულოს მუნიციპალიტეტის ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ხულოს მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას „ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო“.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ,ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო“-ს დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ხულოს მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 ოქტომბრის №88 დადგენილება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერენარ ბოლქვაძე
დანართი
ხულოს მუნიციპალიტეტის ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ხულოს მუნიციპალიტეტის „ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო“ (შემდგომში „საბჭო“) არის ხულოს მუნიციპალიტეტში (შემდგომში „მუნიციპალიტეტი“) ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში „საკრებულო“) მიერ შექმნილი საბჭო, რომლის სტატუსი, მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილება, შემადგენლობა, სტრუქტურა, საქმიანობის წესი და ანგარიშვალდებულება განისაზღვრება ამ დებულებით და საკრებულოს რეგლამენტით.
2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს კანონის „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
საბჭოს ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილება
1. საბჭოს ძირითადი ამოცანებია:
ა) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველსაყოფად საჭიროებების ანალიზი, შეფასება, პრიორიტეტების განსაზღვრა და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით საბჭოს მიერ განსახორციელებელი სამოქმედო გეგმის შემუშავება, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა და დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაცია;
ბ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველსაყოფად საჭიროებების ანალიზი, შეფასება, პრიორიტეტების განსაზღვრა და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამების შესამუშავებლად აღმასრულებელი ორგანოსთვის წინადადებების მომზადება და რეკომენდაციების გაცემა;
გ) ქალისა და მამაკაცის უთანასწორობის და ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის აღმოფხვრის მიზნით მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
დ) ქალთა და ბავშვთა დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის პრევენციისა და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტის პოლიტიკის დოკუმენტის, პროგრამების, გეგმებისა და ბიუჯეტის პროექტების განხილვა, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ე) მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის და ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის შეფასების თვალსაზრისით, საჭიროების შემთხვევაში წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და შესაბამისი ორგანოსათვის წარდგენა;
ვ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვისა და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველსაყოფად არსებული სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამებისა და სერვისების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და ინფორმაციის პერიოდულად გავრცელება;
ზ) ქალთა და ბავშვთა უფლებების, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ შესრულებული ან/და მიმდინარე აქტივობების მონიტორინგი და შეფასება;
თ) საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობა, შესაბამისი ინფორმაციისა და წინადადებების მიწოდება.
ი) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვისა და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით ცალკეული ღონისძიებების შემუშავება, დაგეგმვა და მონაწილეობის მიღება;
კ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხების უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავებისა და დანერგვის მიზნით რეკომენდაციების მომზადება;
ლ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის და ქალისა და მამაკაცის უთანასწორობის შესახებ წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა, კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
მ) ქალთა და ბავშვთა უფლებების, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ ინტეგრირებული საგანმანათლებლო და სხვა სახის ღონისძიებების ჩატარება.
2. საბჭოს უფლება აქვს:
ა) ჩაატაროს თემატური მოკვლევა მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საჭიროებების, ქალისა და მამაკაცის უთანასწორობის მიზეზების დასადგენად, შეისწავლოს მოკვლევის საფუძველზე გამოვლენილი გამოწვევები, მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები;
ბ)საბჭოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფები ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობით;
გ) მოითხოვოს და მიიღოს ქალთა და ბავშვთა უფლებების, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც აუცილებელია საბჭოს ფუნქციების განსახორციელებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დ) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილება, რომელიც ამ დებულებაში პირდაპირ არ არის მითითებული, მაგრამ აუცილებელია საბჭოს ამოცანების შესასრულებლად.
მუხლი 3🔗.
საბჭოს სტრუქტურა და შემადგენლობა
1. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნისა და სხვა წევრებისგან. საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვროს 7-დან 21 წევრით.
2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: საკრებულოს თავმჯდომარე ან/და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს სხვა წევრები და საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი, მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები და მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე. საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საბჭოს შემადგენლობაში, ასევე შეიძლება შედიოდნენ: კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები და სპეციალისტები.
3. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
4. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით საბჭოსთან შესაძლებელია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობას და საქმიანობას განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე.
მუხლი 4🔗.
საბჭოს ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი
1. საბჭო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სხდომების მეშვეობით.
2. საბჭოს თავმჯდომარეობს საკრებულოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით საკრებულოს ერთ-ერთი წევრი.
3. საბჭოს პირველ სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე.
4. საბჭოს თავმჯდომარე იწვევს საბჭოს სხდომას 3 თვეში ერთხელ მაინც, ადგენს საბჭოს დღის წესრიგს და უძღვება საბჭოს საქმიანობას. საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროების მიხედვით, საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით ან საბჭოს თავმჯდომარისადმი საბჭოს წევრთა 1/3-ის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე, რომელსაც თან უნდა ახლდეს საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხების დღის წესრიგი.
5. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნისას საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით – საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
6. საბჭოს სხდომა ღია და საჯაროა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომის ჩატარების დრო და ადგილი უნდა გამოქვეყნდეს საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც. საბჭოს წევრებს სხდომის თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ უნდა ეცნობოთ სხდომამდე 3 დღით ადრე მაინც.
7. საბჭოს წევრი უფლებამოსილია, საბჭოს თავმჯდომარეს საბჭოს სხდომის გამართვამდე არანაკლებ 2 დღით ადრე წერილობით წარუდგინოს საბჭოს სხდომის დღის წესრიგში შესატანი საკითხების ნუსხა. საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღის წესრიგში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები.
8. საბჭოს სხდომაზე ცალკეული საკითხების განხილვისას, საჭიროებიდან გამომდინარე, საბჭოს თავმჯდომარის მიერ შეიძლება მოწვეულ იქნან მერიის თანამდებობის პირები, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები და სპეციალისტები.
9. საბჭოს სხდომაზე წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს საბჭოს სხდომის თავმჯდომარე. სხდომის თავმჯდომარის მიერ წესრიგის დაცვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებზე მსჯელობა ან კენჭისყრა არ იმართება და სავალდებულოა შესასრულებლად.
10. ობიექტური გარემოებების არსებობისას, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საბჭომ მოქმედი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება შესაძლებელია განახორციელოს დისტანციურად, ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.
11. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
12. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
13. საკითხი კენჭისყრაზე შეიძლება დადგეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც საბჭოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრს მიეცემა აზრის გამოთქმის შესაძლებლობა.
14. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, საბჭოს სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა ხმების ნახევარზე მეტით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს სხდომის თავმჯდომარის ხმა.
15. საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა საბჭოს წევრებისათვის და საბჭოს სხდომაზე დამსწრე პირებისთვის.
16. საბჭოს სხდომა იხურება (სრულდება) დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხის განხილვის ან/და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
17. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს სხდომის თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.
18. საბჭოს წევრს, რომელიც არ ეთანხმება საბჭოს გადაწყვეტილებას, უფლება აქვს მოითხოვოს თავისი მოსაზრებების შეტანა საბჭოს სხდომის ოქმში.
19. საბჭოს სხდომის ოქმი (გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც განხილულ იქნა დახურულ სხდომაზე) საჯაროა და ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.
20. საბჭოს მიერ მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნებათ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, რომლებიც ვალდებული არიან განიხილონ წარდგენილი წინადადებები და რეკომენდაციები და 1 თვის ვადაში მიაწოდონ საბჭოს ინფორმაცია აღნიშნულ საკითხებზე რეაგირების შესახებ.
მუხლი 5🔗.
საბჭოს თავმჯდომარე
1. საბჭოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას, უზრუნველყოფს საბჭოს მიზნებისა და ამოცანების შესრულებას.
2. საბჭოს თავმჯდომარე უფლებამოსილია:
ა) საერთო ხელმძღვანელობა გაუწიოს საბჭოს საქმიანობას;
ბ) განსაზღვროს საბჭოს დღის წესრიგი, მოიწვიოს საბჭოს სხდომა დამოუკიდებლად ან საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე და გაუძღვეს საბჭოს სხდომებს;
გ) განსაზღვროს საბჭოს სხდომაზე მოსაწვევ პირთა სია და მოიწვიოს ისინი საბჭოს სხდომაზე;
დ) მოახდინოს საკითხის ინიცირება, მონაწილეობა მიიღოს დებატებში, დასვას შეკითხვები, გააკეთოს განმარტება, განცხადება ან/და მიმართვა;
ე) განსაზღვროს გამომსვლელთა რიგითობა და მისცეს მათ სიტყვა;
ვ) უზრუნველყოს საბჭოს წევრთა უფლებებისა და სხდომის ჩატარების პროცედურების დაცვა;
ზ) აკონტროლოს საბჭოს წევრთა მიერ მოვალეობების შესრულება;
თ) დასვას საკითხი კენჭისყრაზე, გამოაცხადოს კენჭისყრის შედეგები და დახუროს სხდომა;
ი) ხელი მოაწეროს საბჭოს სხდომის ოქმს და საბჭოს მიერ მიღებულ სხვა დოკუმენტებს;
კ) უზრუნველყოს საბჭოს მიერ მიღებული წინადადებებისა და რეკომენდაციების შესაბამისი ორგანოებისა და თანამდებობის პირებისთვის წარდგენა;
ლ) განახორციელოს საბჭოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება;
მ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი სხვა უფლებამოსილებებით.
მუხლი 6🔗.
საბჭოს მდივანი
1. საბჭოს მდივანი:
ა) ორგანიზებას უწევს საბჭოს სხდომის მოწვევას;
ბ) საბჭოს სხდომის მოწვევის შესახებ საბჭოს წევრების განცხადებას/ინიციატივას გადასცემს საბჭოს თავმჯდომარეს;
გ) უზრუნველყოფს საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხების მომზადებას;
დ) უზრუნველყოფს საბჭოს სხდომების ჩატარების ორგანიზებას;
ე) საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ადგენს სხდომის დღის წესრიგს და წინასწარ აწვდის ინფორმაციას საბჭოს წევრებს საბჭოს სხდომის გამართვის ადგილის, თარიღის, დროის და დღის წესრიგის შესახებ და უგზავნის შესაბამის მასალებს, ამ დებულებით დადგენილი წესით;
ვ) ახდენს საბჭოს წევრთა რეგისტრაციას;
ზ) უზრუნველყოფს საბჭოს საქმისწარმოებას, მათ შორის, საბჭოს ოქმების და საბჭოს საქმიანობისთვის სხვა აუცილებელი დოკუმენტების შედგენას/წარმოებას/დაარქივებას;
თ) ხელს აწერს სხდომის ოქმს და აცნობს მას სხდომაზე დამსწრე წევრებს;
ი) საბჭოს/საბჭოს სხდომის თავმჯდომარის დავალებით ახორციელებს ინფორმაციის მოძიებას/მიღებას შესაბამისი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ წინადადებების/რეკომენდაციების გათვალისწინების მდგომარეობაზე და წარუდგენს მას საბჭოს თავმჯდომარეს;
კ) ეხმარება საბჭოს სხდომის თავმჯდომარეს სხდომის წაყვანის პროცესში, სხდომაზე წესრიგის დაცვასა და სხდომის ტექნიკურ უზრუნველყოფაში;
ლ) საბჭოს თავმჯდომარის/საბჭოს სხდომის თავმჯდომარის დავალებით ახორციელებს საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ ფუნქციებს.
მუხლი 7🔗.
საბჭოს წევრი
1. საბჭოს წევრი უფლებამოსილია:
ა) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომებში, დასვას საკითხი განსახილველად, მონაწილეობა მიიღოს დებატებში, დასვას შეკითხვები, მიიღოს და შეაფასოს პასუხები, გააკეთოს განმარტება, განცხადება ან/და მიმართვა;
ბ) საბჭოს და საბჭოს თავმჯდომარეს წერილობით წარუდგინოს თავისი შენიშვნები და მოსაზრებები საბჭოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ყველა საკითხზე;
გ) ისარგებლოს ყველა ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად, გარდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისა;
დ) სხდომაზე დამსწრე წევრმა საბჭოს სხდომის ოქმის გაცნობიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში საბჭოს თავმჯდომარეს წერილობით წარუდგინოს შენიშვნები სხდომის ოქმში უზუსტობის შესახებ;
ე) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი სხვა უფლებამოსილებებით.
2. საბჭოს წევრი ვალდებულია:
ა) დაიცვას მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, ამ დებულების მოთხოვნები;
ბ) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს მუშაობაში;
გ) არ გაახმაუროს და პირადი ინტერესებისთვის არ გამოიყენოს ინფორმაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაცულია გასაჯაროვებისგან;
დ) არ გამოიყენოს პირადი ინტერესებისათვის თავისი უფლებამოსილება ან/და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა;
ე) უარი განაცხადოს საბჭოს სხდომაზე იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობაზე, რომლის მიმართაც მას აქვს ინტერესთა კონფლიქტი;
ვ) დაუყოვნებლივ აცნობოს საბჭოს თავმჯდომარეს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ მოვალეობათა შესრულების ხელის შემშლელი გარემოებების შესახებ.
3. საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება:
ა) საბჭოდან გასვლის შესახებ პირადი წერილობითი განცხადების წარდგენის შემთხვევაში;
ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში;
გ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა;
დ) თუ სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო (თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული);
ე) ზედიზედ 6 თვის განმავლობაში საბჭოს სამუშაო პროცესში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში;
ვ) მერის მიერ განსაზღვრული ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის ცვლილების შემთხვევაში;
ზ) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის/უფლებამოსილების ვადის ამოწურვის და მერიის თანამდებობის პირის, საჯარო მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში;
თ) გარდაცვალების შემთხვევაში.
მუხლი 8🔗.
საბჭოს მიერ გაცემულ წინადადებებსა და რეკომენდაციებზე რეაგირების მონიტორინგი.
საბჭოს თავმჯდომარეს/საბჭოს სხდომის თავმჯდომარეს შემდეგი სხდომის დღის წესრიგში შეაქვს საკითხი საბჭოს მიერ მიღებული იმ წინადადებების და რეკომენდაციების შესახებ, რომელთა გათვალისწინების მდგომარეობაზეც საბჭომ მიიღო ინფორმაცია შესაბამისი ორგანოს/თანამდებობის პირისგან.
მუხლი 9🔗.
ანგარიშგება
1. საბჭო მის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშს წარუდგენს საკრებულოს ყოველი კალენდარული წლის დეკემბრის თვეში.
2. საკრებულოს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ანგარიში საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ მის მიერ განსაზღვრულ ვადაში.
3. საბჭოს ყოველწლიური ანგარიში ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.
მუხლი 10🔗.
საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საკრებულოს აპარატი.
მუხლი 11🔗.
დასკვნითი დებულებები
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა შესაძლებელია საკრებულოს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.