საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№846-IIმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
420000000.05.001.102744
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/07/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საჰაერო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 69) 76-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საფრენოსნო დავალების შესრულებისას საქართველოს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის დასახიჩრების ან მისი ჯანმრთელობის სხვაგვარად დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი გადამყვან-გადამზიდველი ვალდებულია ამ პირს (დაზარალებულს) აუნაზღაუროს ის შემოსავალი (ამ შემთხვევის შედეგად მისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დანიშნული სოციალური პაკეტის გამოკლებით), რომელიც მას შრომის უნარის დაკარგვის ან დაქვეითების შედეგად დააკლდა, თუ ეს გადამყვან-გადამზიდველი ვერ დაამტკიცებს, რომ აღნიშნული პირის (დაზარალებულის) დასახიჩრება ან მისი ჯანმრთელობის სხვაგვარად დაზიანება თავად ამ პირის (დაზარალებულის) განზრახმა არამართლზომიერმა ქმედებამ გამოიწვია.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

26 ივნისი 2025 წ.

N846-IIმს-XIმპ

რა შეცვალა ამ აქტმა (1 მუხლი)

საქართველოს საჰაერო კოდექსი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.06.2025.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 26.06.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №846-IIმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 420000000.05.001.102744.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.06.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №846-IIმს-XIმპ, 26.06.2025, სარეგისტრაციო კოდი 420000000.05.001.102744 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6537732/