საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკის, საერთაშორისო ორგანიზაციების და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დირექტორატის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.06.2025
ძალაში შესვლა 01.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №01-562
სარეგისტრაციო კოდი 480000000.22.030.016358 4
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/06/2025
877 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.06.2025 მიღება
01.07.2025 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 11.11.2025 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 28.11.2014 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 20.02.2025 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 25.06.2025 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 20.02.2025

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკის, საერთაშორისო ორგანიზაციების და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დირექტორატის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება  №01-562 2025 წლის 25 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკის, საერთაშორისო ორგანიზაციების და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დირექტორატის დებულების დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 5 ივნისის №195 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად,  ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკის, საერთაშორისო ორგანიზაციების და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დირექტორატის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გენერალური დირექტორატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2023 წლის 6 თებერვლის №01-63 ბრძანება. 3. ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიმაკა ბოჭორიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკის, საერთაშორისო ორგანიზაციების და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დირექტორატის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) უსაფრთხოების პოლიტიკის, საერთაშორისო ორგანიზაციების და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დირექტორატი (შემდგომში – დირექტორატი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი. 2. დირექტორატი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით. მუხლი 2🔗. დირექტორატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები დირექტორატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ბ) კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, ქვეყნის დეოკუპაციიის, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა; გ) უნივერსალურ და რეგიონულ, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა და საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური და სექტორული პრიორიტეტების მხარდაჭერა; დ) ნატოში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და კოორდინირება; ე) საგარეო დახმარების კოორდინაცია; ვ) დირექტორატში შემავალი დეპარტამენტების საქმიანობის კოორდინაცია. მუხლი 3🔗. დირექტორატში შემავალი დეპარტამენტები დირექტორატში შემავალი დეპარტამენტებია: ა) ევროატლანტიკური ინტეგრაციის და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტი, რომლის ძირითად ამოცანას წარმოადგენს: უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებთან დაკავშირებულ გარემოებათა ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება; უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრასა და განხორციელებაში მონაწილეობა; თანამშრომლობითი უსაფრთხოების სისტემაში ქვეყნის ჩართულობის ხელშეწყობა; შეიარაღების კონტროლის, მასობრივი განადგურების იარაღის, გაუვრცელებლობისა და განიარაღების მიმართულებით საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულებისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა; შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინიციატივებში მონაწილეობის ხელშეწყობა; ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტრეფიკინგის, ტრეფიკინგის თემატიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა; ჰიბრიდული საფრთხეებისა და გამოწვევების კვლევა, ანალიზი და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა; კიბერუსაფრთხოებისა და კიბერდიპლომატიის თემატიკაზე საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა; ნატოში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა, კოორდინირება და მონიტორინგი, შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობით; საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავება და მისი იმპლემენტაციის კოორდინაცია და მონიტორინგი; ნატოს შესაბამის ინსტიტუტებთან თანამშრომლობა; ნატო-საქართველოს კომისიის მუშაობის კოორდინირება; საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კომისიის სამდივნოს ფუნქციების განხორციელება; ნატოში ინტეგრაციის საკითხების თაობაზე ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და აღნიშნულ ორგანიზაციებთან არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობა და ამ მიმართულებით საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის კოორდინაცია; შესაბამისი სტრატეგიულ-კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობა. ბ) საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი, რომლის ძირითად ამოცანას წარმოადგენს: კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და დეოკუპაციის მხარდაჭერა; კონფლიქტის ესკალაციის პრევენცია; იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების ხელშეწყობა; ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ღონისძიებების განხორციელება, არაღიარების პოლიტიკის, საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგების, ნდობისა და ურთიერთობების აღდგენის ხელშეწყობა; კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში ქმედითი საერთაშორისო ჩართულობის უზრუნველყოფა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, სხვადასხვა ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ფორმატის ეფექტიანი გამოყენება; საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის პროცესში საქართველოს ჩართულობის და შესაბამისი დონით წარმოჩენის ხელშეწყობა; უნივერსალურ და რეგიონულ, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა და საერთაშორისო ფორმატებში სრულყოფილი, თანმიმდევრული და მიზანმიმართული ღონისძიებების განხორციელება საქართველოს საგარეო პოლიტიკური და სექტორული პრიორიტეტების შესაბამისად, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით; საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მოქალაქეთა წარმომადგენლობითობის გაზრდის ხელშეწყობა; საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ფინანსური და სხვა ვალდებულებების მონიტორინგი და მათი შესრულების კოორდინაციის ხელშეწყობა; უნივერსალურ და რეგიონულ საერთაშორისო ორგანიზაციებში მიმდინარე პროცესების და შესაძლებლობების შესწავლის საფუძველზე საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების, წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება; საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტების, რესურსებისა და დახმარების მოზიდვის ხელშეწყობა; საგარეო დახმარების კოორდინაცია. მუხლი 4🔗. დირექტორატის ხელმძღვანელობა 1. დირექტორატს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დირექტორატის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დირექტორატს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დირექტორატზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს მის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; დ) ზედამხედველობას უწევს მის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების თანამშრომელთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; ე) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ოფიციალურ კორესპონდენციას და ვიზას ადებს მის შემადგენლობაში შემავალ დეპარტამენტებში მომზადებულ წერილებს და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს ანგარიშს დირექტორატის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დირექტორატისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც ამზადებს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; თ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს მის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტების თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) მონაწილეობას იღებს საქართველოსა და საზღვარგარეთ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებასა და ვიზიტში, ასევე პოლიტიკურ კონსულტაციებში; კ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დირექტორატის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; ლ) დირექტორატის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში; მ) შუამდგომლობს მის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ნ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს; ო) ასრულებს მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებებს. 4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნისას, საჭიროების შემთხვევაში, მისი მოვალეობის შესრულება ეკისრება მინისტრის მიერ განსაზღვრულ პირს. მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებები დებულების გაუქმება, მასში ცვლილების შეტანა ხორციელდება მინისტრის სამართლებრივი აქტით.