საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ საკითხთა დირექტორატის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.06.2025
ძალაში შესვლა 01.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №01-567
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.030.016357 98
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/06/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის საქმეთა დირექტორატის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ საკითხთა დირექტორატის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№01-567
2025 წლის 25 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ საკითხთა დირექტორატის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 5 ივნისის №195 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ საკითხთა დირექტორატის თანდართული დებულება.
2.
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიმაკა ბოჭორიშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ საკითხთა დირექტორატის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გლობალურ საკითხთა დირექტორატი (შემდგომში – დირექტორატი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. დირექტორატი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით.
მუხლი 2🔗. დირექტორატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
დირექტორატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩრდილოეთი, ცენტრალური და სამხრეთი ამერიკის, ასევე აზიისა და ოკეანეთის, ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით, საქართველოს პარტნიორული, მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის განვითარება, თანამშრომლობის ხელშეწყობა პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული, სამეცნიერო, საგანმანათლებო და სხვა მიმართულებებით;
ბ) მრავალმხრივი და რეგიონული ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა;
გ) საქართველოს საერთაშორისო კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების განვითარებისა და საზღვარგარეთ ქართული კულტურის წარმოჩენის ხელშეწყობა;
დ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციასთან (UNESCO) იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სამდივნოს ფუნქციების შესრულება; დირექტორატში შემავალი დეპარტამენტების საქმიანობის კოორდინაცია.
მუხლი 3🔗. დირექტორატში შემავალი დეპარტამენტები
დირექტორატში შემავალი დეპარტამენტებია:
ა) ამერიკის დეპარტამენტი, რომლის ძირითად ამოცანას წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, ჩრდილოეთი, ცენტრალური და სამხრეთი ამერიკის ქვეყნებთან ორმხრივი მეგობრული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარება, მათთან პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური, კულტურულ-ჰუმანიტარული და სხვა მიმართულებებით თანამშრომლობის ხელშეწყობა; ამ მიზნით აღნიშნულ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებისა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესწავლის საფუძველზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ბ) აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტი, რომლის ძირითად ამოცანას წარმოადგენს აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებთან საქართველოს პარტნიორული, მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის განვითარება, თანამშრომლობის ხელშეწყობა პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული, სამეცნიერო, საგანმანათლებო და სხვა მიმართულებებით; აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებთან ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის განვითარება მრავალმხრივ ფორმატებში; თანამშრომლობის ხელშეწყობა და განვითარება რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებში; აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებში, რეგიონში, მიმდინარე განვითარებების და პროცესების შესწავლის საფუძველზე საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება საგარეო-პოლიტიკურ ურთიერთობათა პრიორიტეტებთან დაკავშირებით;
გ) ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტი, რომლის ძირითად ამოცანას წარმოადგენს ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნებთან საქართველოს პარტნიორული, მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის განვითარება, თანამშრომლობის ხელშეწყობა პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული, სამეცნერო, საგანმანათლებლო და სხვა მიმართულებებით; ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნებთან ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის განვითარება მრავალმხრივ ფორმატებში; თანამშრომლობის ხელშეწყობა და განვითარება რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებში; ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნებში, რეგიონში, მიმდინარე განვითარებების და პროცესების შესწავლის საფუძველზე საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება საგარეო-პოლიტიკურ ურთიერთობათა პრიორიტეტებთან დაკავშირებით;
დ) საერთაშორისო ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობათა დეპარტამენტი, რომლის ძირითად ამოცანას წარმოადგენს ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების განხორციელების ხელშეწყობა სხვა შესაბამისი პროფილის უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით; ორმხრივი, რეგიონული და მრავალმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა; სხვადასხვა ქვეყნებში, რეგიონებში და საფინანსო-ეკონომიკური პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციებში მიმდინარე განვითარებების და პროცესების შესწავლის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებზე; საქართველოს ეკონომიკის განვითარების, მიღწეული შედეგების, მაკროეკონომიკური მაჩვენებლებისა და სხვა მონაცემების მონიტორინგი და შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით რეგულარული საინფორმაციო-საპრეზენტაციო მასალების მომზადება საზღვარგარეთ საქართველოს და მისი სექტორული შესაძლებლობების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით; საქართველოში უცხოური საინვესტიციო კაპიტალისა და ტექნიკური დახმარების მოზიდვის ხელშემწყობი პროცესის კოორდინაცია და წარმართვა; საქართველოში ეკონომიკური ხასიათის მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებების გამართვის ხელშეწყობა და მონაწილეობა, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის ხელშეწყობა, საქართველოსთვის მომგებიან გლობალურ და რეგიონულ პროექტებში ქვეყნის მაქსიმალურად ჩართვის და მონაწილეობის ხელშეწყობა, სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო-სატრანზიტო მიმართულებების მოლაპარაკებებში მონაწილოების მიღება, უცხოეთის ბაზრებზე ქართული პროდუქციის და მომსახურების ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში უცხოურ ქვეყნებში ქართული ბიზნესის ინტერესების დაცვის ხელშეწყობა, სხვადასხვა ქვეყნებთან რეგიონული თანამშრომლობის ფორმატების წარმართვის ხელშეწყობა, საქართველოს საერთაშორისო კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების განვითარების, საერთაშორისო კულტურულ, სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობაში საქართველოს მაქსიმალურად ჩართვის და საზღვარგარეთ ქართული კულტურის წარმოჩენის ხელშეწყობა. კომპეტენციის ფარგლებში საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და დიასპორებთან კავშირების განვითარების ხელშეწყობა; გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციასთან (UNESCO) თანამშრომლობის კოორდიანაცია და იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სამდივნოს ფუნქციების შესრულება;
მუხლი 4🔗. დირექტორატის ხელმძღვანელობა
1. დირექტორატს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დირექტორატის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დირექტორატს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დირექტორატზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს მის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
დ) ზედამხედველობას უწევს მის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების თანამშრომელთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ოფიციალურ კორესპონდენციას და ვიზას ადებს მის შემადგენლობაში შემავალ დეპარტამენტებში მომზადებულ წერილებს და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს ანგარიშს დირექტორატის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დირექტორატისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც ამზადებს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
თ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს მის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტების თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) მონაწილეობას იღებს საქართველოსა და საზღვარგარეთ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებსა და ვიზიტებში, ასევე პოლიტიკურ კონსულტაციებში;
კ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დირექტორატის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
ლ) დირექტორატის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში;
მ) შუამდგომლობს მის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ნ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს;
ო) ასრულებს მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებებს.
4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნისას, საჭიროების შემთხვევაში, მისი მოვალეობის შესრულება ეკისრება მინისტრის მიერ განსაზღვრულ პირს.
მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებები
დებულების გაუქმება, მასში ცვლილების შეტანა ხორციელდება მინისტრის სამართლებრივი აქტით.