,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/464 |
|
2015 წლის 29 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „რ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები”.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 26 აპრილის №1-1/99 ბრძანება.
|
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დანართი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1. ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება ან/და IT Infrastructure Library v3 Foundation ან/და Microsoft Certified Solutions Expert ან/და Cisco Certified Network Professional (CCNP) (Routing And Switching ან/და Security) ან/და VMware Certified Advanced Professional 5 Data Center Administration (VCAP5-DCA) ან/და Linux Network Professional Certification (LPIC-2) საერთაშორისო სერტიფიკატი (უპირატესობა მიენიჭება IT Infrastructure Library v3 Foundation სერტიფიკატს); ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; გ) ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ტექნიკური ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა. 2. ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება ან/და IT Infrastructure Library v3 Foundation ან/და Microsoft Certified Solutions Expert ან/და Cisco Certified Network Associate (CCNA) (Routing And Switching ან/და Security) ან/და VMware Certified Advanced Professional 5 Data Center Administration (VCAP5-DCA) ან/და Linux Network Professional Certification (LPIC-2) ან/და Oracle Certified Professional – Java SE 8/7/6 Programmer საერთაშორისო სერტიფიკატი; ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ტექნიკური ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა.
მუხლი 2. სისტემური და ქსელური უზრუნველყოფის სამმართველო 1. სისტემური და ქსელური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება ან/და IT Infrastructure Library v3 Foundation ან/და Cisco Certified Network Associate (CCNA R&S ან Security) ან/და MCSA Solutions Associate Windows 2012 Server ან/და VMware Certified Associate VCA-DCV ან/და Linux LPIC – 1 საერთაშორისო სერტიფიკატი; ბ) სისტემური და ქსელური უზრუნველყოფის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; გ) ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ტექნიკური ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა; დ) Linux-ის (Сentos/RedHat), Windows Server (2008/R2 2012/R2)-ის ოპერაციული სისტემების, Vmware (ESXi 4/5/6) და Cisco-ს ქსელური ინფრასტრუქტურის ზოგადი ცოდნა. 2. სისტემური და ქსელური უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (Windows სისტემის ადმინისტრატორი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება ან/და MCSA Solutions Associate Windows Server 2008 ან 2012 საერთაშორისო სერტიფიკატი; ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიებში სისტემების ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება; გ)Windows Server 2008 R2-სა და Windows Server 2012 R2 ოპერაციული სისტემებისა და მასში არსებული სერვისების – Active Directory, DNS, DHCP, File Sharing, IIS, WSUS-ის ინსტალაცია, კონფიგურაცია და ადმინისტრირების ცოდნა; დ) მომხმარებელთა ჯგუფური მართვის პოლიტიკის (Group policy) კონფიგურაცია და ადმინისტრირების ცოდნა; ე) Microsoft Exchange 2010, TMG, Lync 2010, Sharepoint 2010 და MS Project Server 2010 ინსტალაციის, კონფიგურაციისა და ადმინისტრირების ცოდნა; ვ) Microsoft SQL Server 2008 R2 ინსტალაციისა და კონფიგურაციის ზოგადი ცოდნა; ზ) ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ტექნიკური ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა. 3. სისტემური და ქსელური უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება ან/და MTA Technology Associate ან/და MCSA Solutions Associate Windows 8 ან Windows 7 ან/და CompTIA IT Fundamentals საერთაშორისო სერტიფიკატი; ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერის სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; გ) ოპერაციული სისტემისა და დამატებითი პროგრამების ინსტალაციისა და კონფიგურაციის ცოდნა; დ) გარე პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაციისა და კონფიგურაციის ცოდნა; ე) IP ტელეფონების კონფიგურაციის (XML ფაილის მეშვეობით), IP ტელეფონის სერვერის მხარდაჭერის, ამონაწერების მომზადების, მომხმარებლის რეგისტრაციისა და ცვლილების უზრუნველყოფის ცოდნა; ვ) Active Directory-ში მომხმარებლის დამატებისა და ჯგუფებში გაწევრიანების ცოდნა; ზ) მობილურ მოწყობილობებზე ელექტრონული ფოსტის კონფიგურაციისა და ინტერნეტის ჩართვის ცოდნა; თ) ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ტექნიკური ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა. 4. სისტემური და ქსელური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება ან/და MTA Technology Associate ან/და MCSA Solutions Associate ან/და CompTIA IT Fundamentals საერთაშორისო სერტიფიკატი; ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერის სფეროში მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება გამოცდილებას ცხელი ხაზის – პირველადი მხარდაჭერის სფეროში); გ) გარე პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაციისა და კონფიგურაციის ცოდნა; დ) სასურველია IP ტელეფონის სერვერის მხარდაჭერის, ამონაწერების მომზადების, მომხმარებლის რეგისტრაციისა და ცვლილების უზრუნველყოფის ცოდნა; ე) მობილურ მოწყობილობებზე ელექტრონული ფოსტის კონფიგურაციისა და ინტერნეტის ჩართვის ცოდნა; ვ) სასურველია Active Directory-ში, Exchange Server-ზე მომხმარებლის დამატებისა და ჯგუფებში გაწევრიანების ცოდნა; ზ) ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ტექნიკური ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა. მუხლი 3. პროგრამული განვითარების სამმართველო 1. პროგრამული განვითარების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება ან/და Oracle Certified Professional – Java SE 8/7/6 Programmer საერთაშორისო სერტიფიკატი; ბ) პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება; გ) OOP PHP, Css, HTML, XML, Javascript, Java EE, Oracle, MySql, MS SQL, T-SQL, Project build Tools: Maven, Software versioning and revision control system: SVN, Web Services კარგად ცოდნა; დ) ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ტექნიკური ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა. 2. პროგრამული განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (Java პროგრამისტი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება ან/და Oracle Certified Associate ან/და Java SE 7, SE 5/6 SE 8 საერთაშორისო სერტიფიკატი; ბ) პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) Css, HTML, XML, Javascript, Java EE, Spring, Angular, Oracle, MySql, PostgreSQL, Project build Tools: Maven, Software versioning and revision control system: SVN, Web Services კარგად ცოდნა; დ) ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ტექნიკური ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა. 3. პროგრამული განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (ვებპროგრამისტი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება ან/და Zend PHP Certification საერთაშორისო სერტიფიკატი; ბ) ვებპროგრამირების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; გ) OOP PHP, Css, HTML, XML, Javascript, Jquery, MySql, PostgreSQL, Adobe Photoshop Web Services კარგად ცოდნა; დ) ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ტექნიკური ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა. |
|