საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/360 |
|
2013 წლის 9 დეკემბერი ქ. თბილისი |
„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „რ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები”. |
| მუხლი 2 |
ძალდაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის №1-1/13 ბრძანება ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
მუხლი 1. სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება არქიტექტორის ან ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით; ბ) მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება სამშენებლო ან/და სივრცითი დაგეგმარების სფეროში, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; გ) ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,სამშენებლო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებისა და ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №1-1/1254 ბრძანების ცოდნა; დ) სასურველია საერთაშორისო სამშენებლო ნორმებისა და წესების, ურბანული განვითარებისა და ქალაქგეგმარების მეთოდოლოგიების ცოდნა; ე) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა; ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 2. სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება არქიტექტორის ან ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით; ბ) მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება სამშენებლო ან/და სივრცითი დაგეგმარების სფეროში და მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,სამშენებლო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებისა და ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №1-1/1254 ბრძანების ცოდნა; დ) სასურველია საერთაშორისო სამშენებლო ნორმებისა და წესების, ურბანული განვითარებისა და ქალაქგეგმარების მეთოდოლოგიების ცოდნა; ე) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა; ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 2. სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის კონსულტანტი 1. სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის კონსულტანტი (არქიტექტორი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება არქიტექტორის სპეციალობით და მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება არქიტექტურის სფეროში; ბ) ,,არქიტექტურული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებისა და ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №1-1/1254 ბრძანების ცოდნა; გ) სასურველია საერთაშორისო სამშენებლო ნორმებისა და წესების, ურბანული განვითარებისა და ქალაქგეგმარების მეთოდოლოგიების ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 2. სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის კონსულტანტი (მშენებელ-ინჟინერი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება მშენებელ-ინჟინრის სპეციალობით და მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება სამშენებლო სფეროში; ბ) ,,სამშენებლო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებისა და ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №1-1/1254 ბრძანების ცოდნა; გ) სასურველია საერთაშორისო სამშენებლო ნორმებისა და წესების, ურბანული განვითარებისა და ქალაქგეგმარების მეთოდოლოგიების ცოდნა.; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 3. ურბანული განვითარების სამმართველო 1. ურბანული განვითარების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება არქიტექტორის სპეციალობით; ბ) მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება არქიტექტურის სფეროში, მათ შორის, სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება; გ) ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებისა და ,,დასახელებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №1-1/1254 ბრძანების ცოდნა; დ) სასურველია ურბანული განვითარებისა და ქალაქგეგმარების საერთაშორისო მეთოდოლოგიების ცოდნა; ე) ArchiCAD - პროგრამის ცოდნა; ვ) სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; ზ) სასურველია AutoCAD და GIS - პროგრამების ცოდნა; თ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 2. ურბანული სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება არქიტექტორის სპეციალობით და მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება ან უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება არქიტექტურის სფეროში; ბ) ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებისა და ,,დასახელებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №1-1/1254 ბრძანების ცოდნა; გ) სასურველია ურბანული განვითარებისა და ქალაქგეგმარების საერთაშორისო მეთოდოლოგიების ცოდნა; დ) ArchiCAD - პროგრამის ცოდნა; ე) სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა; დ) სასურველია AutoCAD და GIS - პროგრამების ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 3. ურბანული განვითარების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება არქიტექტორის სპეციალობით ან უმაღლესი განათლება და არქიტექტურის სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; ბ) ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებისა და ,,დასახელებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №1-1/1254 ბრძანების ცოდნა; გ) სასურველია ურბანული განვითარებისა და ქალაქგეგმარების საერთაშორისო მეთოდოლოგიების ცოდნა; დ) ArchiCAD - პროგრამის ცოდნა; ე) სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; ვ) სასურველია AutoCAD და GIS - პროგრამების ცოდნა; ზ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 4. მშენებლობის საქმეთა სამმართველო 1. მშენებლობის საქმეთა სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება მშენებელ-ინჟინრის სპეციალობით; ბ) მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება სამშენებლო სფეროში, მათ შორის, სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება; გ) ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების ცოდნა; დ) საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების ცოდნა; ე) სასურველია საერთაშორისო სამშენებლო ნორმების და წესების ცოდნა; ვ) სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; ზ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 2. მშენებლობის საქმეთა სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება მშენებელ-ინჟინრის სპეციალობით და მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება ან უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება სამშენებლო სფეროში; ბ) ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების ცოდნა; გ) საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების ცოდნა; დ) სასურველია საერთაშორისო სამშენებლო ნორმების და წესების ცოდნა; ე) სასურველია ინგლისური ან რუსული ცოდნა; ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 3. მშენებლობის საქმეთა სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება მშენებელ-ინჟინრის სპეციალობით ან უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება სამშენებლო სფეროში; ბ) ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების ცოდნა; გ) საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების ცოდნა; დ) სასურველია საერთაშორისო სამშენებლო ნორმებისა და წესების ცოდნა; გ) სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |