საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.05.2013 ბოლო ცვლილება 16.04.2014
ნომერი
№1-1/123
სარეგისტრაციო კოდი
010320000.22.024.016278
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/05/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (5 მუხლი)
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1/1-123

2013 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

 „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „რ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები”.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



დანართი
საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1. შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი  განათლება;
ბ) შიდა აუდიტის ან საჯარო სამსახურში შიდა კონტროლის ან/და ინსპექტირების სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
გ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის №1013 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების,  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1014  განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტის სტანდარტებისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.
2. შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი  განათლება (უპირატესობა ენიჭება იურიდიულ განათლებას);
ბ) შიდა აუდიტის ან საჯარო სამსახურში შიდა კონტროლის ან/და ინსპექტირების  სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
გ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის №1013 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების,  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1014 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტის სტანდარტებისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.

მუხლი 2. შიდა კონტროლის სამმართველო
1. შიდა კონტროლის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი  განათლება ეკონომიკური ან საფინანსო სპეცილობით;
ბ) შიდა აუდიტის ან საჯარო სამსახურში შიდა კონტროლის ან/და ინსპექტირების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
გ) „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის №1013 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების,  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1014  განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტის სტანდარტებისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.
2. შიდა კონტროლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა ენიჭება განათლებას ეკონომიკური/საფინანსო/ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით);
ბ) შიდა აუდიტის ან საჯარო სამსახურში შიდა კონტროლის ან/და ინსპექტირების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
გ) „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის,  საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის №1013 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1014  განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტის სტანდარტებისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.

მუხლი 3. ინსპექტირების სამმართველო
1. ინსპექტირების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა ენიჭება იურიდიულ განათლებას);
ბ) შიდა აუდიტის ან საჯარო სამსახურში შიდა კონტროლის ან/და ინსპექტირების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
გ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართვლოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის №1013 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების,  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1014  განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტის სტანდარტებისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.
2. ინსპექტირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) შიდა აუდიტის ან საჯარო სამსახურში შიდა კონტროლის ან/და ინსპექტირების სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
გ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის №1013 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების,  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1014 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტის სტანდარტებისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.04.2014.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 22.05.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/123. სარეგისტრაციო კოდი — 010320000.22.024.016278.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 16.04.2014-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.04.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, №1-1/123, 22.05.2013, სარეგისტრაციო კოდი 010320000.22.024.016278 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1927705/