საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის საქმეთა დირექტორატის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 25.06.2025
ძალაში შესვლა 01.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №01-570
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.030.016349 98
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/06/2025
860 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.06.2025 მიღება
01.07.2025 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 25.06.2025 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 11.11.2025 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ საკითხთა დირექტორატის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 25.06.2025 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკის, საერთაშორისო ორგანიზაციების და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დირექტორატის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 25.06.2025 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 20.02.2025

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის საქმეთა დირექტორატის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება  №01-570 2025 წლის 25 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის საქმეთა დირექტორატის დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 5 ივნისის №195 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი  პუნქტის  „დ“  ქვეპუნქტისა  და „ნორმატიული აქტების  შესახებ“  საქართველოს  ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის საქმეთა დირექტორატის   თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის გენერალური დირექტორატის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2022 წლის 30 დეკემბრის №01-499  ბრძანება; 3. ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიმაკა ბოჭორიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის საქმეთა დირექტორატის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ევროპის საქმეთა დირექტორატი (შემდგომში – დირექტორატი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი. 2. დირექტორატი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით. მუხლი 2🔗. დირექტორატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები დირექტორატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) ევროპის, მათ შორის, მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს პარტნიორული, მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის განვითარება და შემდგომი განმტკიცება; ბ) პოლიტიკური, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურულ-ჰუმანიტარული და სხვა მიმართულებებით თანამშრომლობის ხელშეწყობა; გ) ორმხრივ ურთიერთობებში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა; დ) სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატების აქტიური გამოყენება და დიალოგის ახალი, მათ შორის, მრავალმხრივი პლატფორმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა; ე) ევროპის პოლიტიკურ გაერთიანებაში საქართველოს მონაწილეობის ხელშეწყობა; ვ) სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის, ასევე რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობა და განვითარება; ზ) ევროპის, მათ შორის, მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებისა და საგარეო პოლიტიკის, მათ შორის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებათა შესწავლის საფუძველზე, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება. მუხლი 3🔗. დირექტორატში შემავალი დეპარტამენტები დირექტორატში შემავალი დეპარტამენტებია: ა) ევროპის დეპარტამენტი, რომლის ძირითად ამოცანას წარმოადგენს, ორმხრივი ურთიერთობების ანალიზის საფუძველზე შეიმუშაოს და დადგენილი წესით წარადგინოს მასალები, წინადადებები და რეკომენდაციები ევროპისა და მეზობელ სახელმწიფოებთან საქართველოს ურთიერთობათა საკითხებზე; კომპეტენციის ფარგლებში გამართოს მოლაპარაკება უცხო ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებთან, საგარეო-პოლიტიკურ უწყებებთან, საერთაშორისო ინსტიტუტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან; კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ხელმძღვანელობას განსახილველად წარუდგინოს წინადადებები და რეკომენდაციები საქართველოს საგარეო პოლიტიკის დაგეგმარებისა და განხორციელების შესახებ; მონაწილეობა მიიღოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტების შემუშავებასა და მოლაპარაკებებში, ასევე, დადგენილი წესით, წარუდგინოს წინადადებები სამინისტროს ხელმძღვანელობას ხელშეკრულებათა დადების, შესრულების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ და დაინტერესებულ უწყებებთან ერთად აწარმოოს მოლაპარაკება ევროპისა და მეზობელ სახელმწიფოებთან; კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაცია გაუწიოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ სამინისტროს ხელმძღვანელობის ინსტრუქციების ოპერატიულ შესრულებას; საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციისა და სასაზღვრო ურთიერთობების საკითხებზე ითანამშრომლოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. ბ) ევროინტეგრაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითად ამოცანას წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პოლიტიკის ანალიზი, დაგეგმვა და განხორციელების ხელშეწყობა, მათ შორის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესის კოორდინაცია; ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მონიტორინგი, ანალიზი და გაწევრიანებასთან დაკავშირებულ საკითხებზე რეკომენდაციების მომზადება; გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში ანგარიშების მომზადება; საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების მონიტორინგი/კოორდინაცია; საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის განვითარება, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებით დადგენილი ინსტიტუციური ჩარჩოსა და დიალოგის სხვა ფორმატების სხდომების მომზადება/გაძღოლა; ევროკავშირის ინსტიტუციებთან თანამშრომლობა; საქართველოს პრიორიტეტების გათვალისწინებით, ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაახლოების/გაზიარების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობის კოორდინაცია/ხელშეწყობა; ევროკავშირის სპეციალიზებულ სააგენტოებთან თანამშრომლობა; ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმთან დაკავშირებული აქტივობების/პროცესების კოორდინაცია/მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს მონაწილეობის ხელშეწყობა; ევროკავშირის დახმარების დაგეგმვისა და განხორციელების ხელშეწყობა/კოორდინაცია; ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სამდივნოს ფუნქციის შესრულება; ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული თანამშრომლობის ყველა შესაბამის ფორმატში მონაწილეობის ხელშეწყობა/კოორდინაცია; ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების, საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობის, დინამიკისა და აქტუალური საკითხების შესახებ საზოგადოების ცოდნისა და მართლშეგნების ამაღლება; საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის მიზნით, სტრატეგიული კომუნიკაციის პოლიტიკის დაგეგმვა, კოორდინაცია და განხორციელება. მუხლი 4🔗. დირექტორატის ხელმძღვანელობა 1. დირექტორატს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დირექტორატის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დირექტორატს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დირექტორატზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს მის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; დ) ზედამხედველობას უწევს მის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების თანამშრომელთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; ე) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ოფიციალურ კორესპონდენციას და ვიზას ადებს მის შემადგენლობაში შემავალ დეპარტამენტებში მომზადებულ წერილებს და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს ანგარიშს დირექტორატის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დირექტორატისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც ამზადებს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; თ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს მის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტების თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) მონაწილეობას იღებს საქართველოსა და საზღვარგარეთ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებსა და ვიზიტებში, ასევე პოლიტიკურ კონსულტაციებში; კ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დირექტორატის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; ლ) დირექტორატის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში; მ) შუამდგომლობს მის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ნ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს; ო) ასრულებს მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებებს. 4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნისას, საჭიროების შემთხვევაში, მისი მოვალეობის შესრულება ეკისრება მინისტრის მიერ განსაზღვრულ პირს. მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებები დებულების გაუქმება, მასში ცვლილების შეტანა ხორციელდება მინისტრის სამართლებრივი აქტით.