საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.06.2025
ძალაში შესვლა 01.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №01-573
სარეგისტრაციო კოდი 010320000.22.030.016346 246
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/06/2025
898 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.06.2025 მიღება
01.07.2025 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 95% 05.06.2025 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 25.06.2025 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 25.06.2025 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 28.11.2014 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 25.06.2025

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება  №01-573 2025 წლის 25 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დებულების დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 5 ივნისის №195 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის  შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის თანდართული დებულება. 2. ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიმაკა ბოჭორიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დებულება  მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატი (შემდგომში – დირექტორატი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითად ამოცანას წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობათა საერთაშორისო-სამართლებრივი უზრუნველყოფა; საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებების უზრუნველსაყოფად, საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართველოს საკონსულო ურთიერთობათა წარმართვა; პირდაპირი კონტაქტების დამყარება და გაფართოება საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან და დიასპორულ ორგანიზაციებთან. 2. დირექტორატი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით. მუხლი 2🔗. დირექტორატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები დირექტორატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საქართველოს საგარეო ურთიერთობათა საერთაშორისო-სამართლებრივი უზრუნველყოფა; ბ) საქართველოს ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტებისა და სხვა საერთაშორისო-სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა; გ) საქართველოს ყველა საერთაშორისო ხელშეკრულებათა აღრიცხვა, სისტემატიზაცია და დედნების დაცვა-შენახვა; დ) საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებების უზრუნველსაყოფად, საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართველოს საკონსულო ურთიერთობათა წარმართვა; ე) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ქსელის, საკონსულო სერვისების მაღალი ხელმისაწვდომობისა და საკონსულო დაცვის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; საკონსულო პოლიტიკის შემუშავება-დაგეგმვა; ვ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართველოს სავიზო ურთიერთობის შესწავლა და საქართველოს სავიზო პოლიტიკის თაობაზე წინადადებების შემუშავება; ზ) საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებთან, საზოგადოებებთან, საქართველოსთან მეგობრობით ან საქართველოთი დაინტერესებულ ქართველოლოგიურ სამეცნიერო ან საზოგადოებრივ ცენტრებთან პირდაპირი კონტაქტების დამყარება და გაფართოება; თ) დირექტორატში შემავალი დეპარტამენტების საქმიანობის კოორდინაცია. მუხლი 3🔗. დირექტორატში შემავალი დეპარტამენტები 1. საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი, რომლის ძირითად ამოცანას წარმოადგენს: ა) საქართველოს საგარეო ურთიერთობათა საერთაშორისო-სამართლებრივი უზრუნველყოფა; ბ) საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტებისა და სხვა საერთაშორისო-სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა; გ) საქართველოს სხვადასხვა უწყების მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია; დ) საქართველოს ყველა საერთაშორისო ხელშეკრულებათა აღრიცხვა, სისტემატიზაცია და დედნების დაცვა-შენახვა; სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს წევრობითა და სხვა მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადების კოორდინაცია. 2. საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი, რომლის ძირითად ამოცანას წარმოადგენს: ა) საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებების უზრუნველსაყოფად, საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართველოს საკონსულო ურთიერთობათა წარმართვა; ბ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ქსელის, საკონსულო სერვისების მაღალი ხელმისაწვდომობისა და საკონსულო დაცვის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; გ) საკონსულო პოლიტიკის შემუშავება-დაგეგმვა; დ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ საკონსულო სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და საკონსულო დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაცია და საკონსულო მონიტორინგის განხორციელება; ე) საქართველოს საკონსულო ურთიერთობათა სრულყოფა და გაფართოება; ვ) საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა; ზ) საზღვარგარეთ შექმნილი კრიზისული სიტუაციების დროს საქართველოს მოქალაქეთათვის დროული და ეფექტიანი დახმარების გაწევის მიზნით, კრიზისულ სიტუაციებში მოქმედებათა კოორდინაცია; თ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართველოს სავიზო ურთიერთობის შესწავლა და საქართველოს სავიზო პოლიტიკის თაობაზე წინადადებების შემუშავება; ი) საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და საქართველოს მოქალაქის პასპორტების გაცემა და გაუქმება; კ) დიპლომატიური და სპეციალური ვიზების გაცემა და მათი მოქმედების ვადის შეწყვეტა; ლ) საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებთან, საზოგადოებებთან, საქართველოსთან მეგობრობით ან საქართველოთი დაინტერესებულ ქართველოლოგიურ სამეცნიერო ან საზოგადოებრივ ცენტრებთან პირდაპირი კონტაქტების დამყარება და გაფართოება; მ) საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა შორის ეროვნული, ენობრივი და კულტურული იდენტობის შენარჩუნების ხელშეწყობა; ნ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და იქ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების საინფორმაციო-ანალიტიკური ბაზის შექმნა; ო) ქართული დიასპორის მზარდი პოტენციალის სამშობლოს სასიკეთოდ გამოყენების ხელშეწყობა, საქართველოში მიმდინარე პროცესებში მათი აქტიური ჩართულობით; პ) დიასპორული ინვესტიციების საქართველოში მოზიდვის ხელშეწყობა. მუხლი 4🔗. დირექტორატის ხელმძღვანელობა 1. დირექტორატს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დირექტორატის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დირექტორატს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დირექტორატზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს მის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; დ) ზედამხედველობას უწევს მის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების თანამშრომელთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; ე) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ოფიციალურ კორესპონდენციას და ვიზას ადებს მის შემადგენლობაში შემავალ დეპარტამენტებში მომზადებულ წერილებს და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს ანგარიშს დირექტორატის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დირექტორატისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც ამზადებს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; თ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს მის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტების თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს საზღვარგარეთ საკონსულო დაწესებულებების გახსნის თაობაზე, აგრეთვე საკონსულო თანამდებობის პირთა კანდიდატურების შესახებ; კ) მონაწილეობას იღებს საქართველოსა და საზღვარგარეთ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებასა და ვიზიტში; ლ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დირექტორატის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; მ) დირექტორატის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში; ნ) შუამდგომლობს მის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ო) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს; პ) ასრულებს მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებებს. 4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნისას, საჭიროების შემთხვევაში, მისი მოვალეობის შესრულება ეკისრება მინისტრის მიერ განსაზღვრულ პირს. მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებები დებულების გაუქმება, მასში ცვლილების შეტანა ხორციელდება მინისტრის სამართლებრივი აქტით.