აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირებისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №41 |
|
2014 წლის 31 ოქტომბერი ქ. აბაშა |
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირებისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებისა და „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირებისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები, №1 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვის თაობაზე” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 სექტემბრის №32 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ქურდოვანიძე
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირება და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები
№
თანამდებობათა დასახელება თანამდებობრივი სარგოები (ლარებში) მთავარი საჯარო თანამდებობა1.
გამგებელი 26502.
გამგებლის პირველი მოადგილე 13003.
გამგებლის მოადგილე 1300 წამყვანი საჯარო თანამდებობა4.
სამსახურის უფროსი 1000 უფროსი საჯარო თანამდებობა5.
გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი810
6.
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი790
7.
გამგებლის თანაშემწე790
8.
მთავარი სპეციალისტი560
უმცროსი საჯარო თანამდებობა9.
წამყვანი სპეციალისტი540
10.
უფროსი სპეციალისტი520
11.
სპეციალისტი440