აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირებისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.10.2014 ძალადაკარგული 29.06.2017
გამომცემი ორგანო
ნომერი
№41
სარეგისტრაციო კოდი
010320000.35.110.016181
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/11/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №41

2014 წლის 31 ოქტომბერი

ქ. აბაშა

 

აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირებისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებისა და „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და  სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირებისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები, №1 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვის თაობაზე” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 სექტემბრის №32 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ქურდოვანიძე



აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და  ხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირება და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგოები

(ლარებში)

მთავარი საჯარო თანამდებობა

1.

გამგებელი

2650

2.

გამგებლის  პირველი  მოადგილე

1300

3.

გამგებლის მოადგილე

1300

წამყვანი საჯარო თანამდებობა

4.

სამსახურის  უფროსი

1000

უფროსი საჯარო თანამდებობა

5.

გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი

810

6.

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი

790

7.

გამგებლის თანაშემწე

790

8.

მთავარი სპეციალისტი

560

უმცროსი საჯარო თანამდებობა

9.

წამყვანი სპეციალისტი

540

10.

უფროსი სპეციალისტი

520

11.

სპეციალისტი

440