ქ. თბილისი ხაშურის რაიონის სურამის კოლმეურნეობაში დამეწყრილი და მიწისძვრის შედეგად დაზარალებული კომლების დასაკმაყოფილებლად საკარმიდამო მიწის ფონდის გამოყოფის შესახებ
მიღების თარიღი 24.09.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №739
სარეგისტრაციო კოდი 000000250.02(0).000.000202 37
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 9, 30/09/1991
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.09.1991 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
ქ. თბილისი
ხაშურის რაიონის სურამის კოლმეურნეობაში დამეწყრილი და მიწისძვრის შედეგად დაზარალებული კომლების დასაკმაყოფილებლად საკარმიდამო მიწის ფონდის გამოყოფის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №739
1991 წლის 24 სექტემბერი
ქ. თბილისი
ხაშურის რაიონის სურამის კოლმეურნეობაში დამეწყრილი და მიწისძვრის შედეგად დაზარალებული კომლების დასაკმაყოფილებლად საკარმიდამო მიწის ფონდის გამოყოფის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
დამტკიცდეს ხაშურის რაიონის პრეფექტის 1991 წლის 26 ივლისის №20 ბრძანება და გამოიყოს სურამის კოლმეურნეობის მიწებიდან 0,12 ჰექტარი ამავე კოლმეურნეობის საკარმიდამო მიწის ფონდში, მათ შორის: სოფელ ჩუმათელეთში – 0.06 ჰექტარი საძოვარი ერთი დამეწყრილი კომლის სამოსახლოდ და სოფელ გვერდისუბანში – 0.06 ჰექტარი სამეურნეო ეზო მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ერთი კომლის სამოსახლოდ.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ბ. გუგუშვილი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის კანცელარიის მმართველი ა. ლანდია