“საერთაშორისო გადაზიდვების დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრის გამოყენებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 13 ივნისის №603 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№777
სარეგისტრაციო კოდი
200.110.000.22.033.008.883
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 92, 12/07/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.110.000.22.033.008.883

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №777

2006 წლის 11 ივლისი

ქ. თბილისი

,,საერთაშორისო გადაზიდვების დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრის გამოყენებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 13 ივნისის №603 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საერთაშორისო გადაზიდვების დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრის გამოყენებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 13 ივნისის №603 (სსმ III, 2006 წ., №81, მუხ. 1066) ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) ბრძანების პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) საბაჟო დეკლარაციით ან საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული მისი შემცვლელი დოკუმენტით ან მათი ასლებით, რომელიც ადასტურებს საქონლის ტრანზიტის, ექსპორტის ან იმპორტის საბაჟო რეჟიმში გაშვებას ან საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით ან მისი ასლით;“.

ბ) ბრძანების მეორე პუნქტს დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,21. რკინიგზით გადაზიდვის შემთხვევაში დეკლარირებისას, საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობაში დაფიქსირებული ტრანზიტის და ექსპორტის საბაჟო რეჟიმების და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად შემოტანის პირობის ცვლილების შემთხვევაში, საბაჟო ორგანომ დეკლარირებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა, აცნობოს შპს ,,საქართველოს რკინიგზას“ აღნიშნული ცვლილების შესახებ.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი