დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.06.2025
ძალაში შესვლა 01.07.2025
გამომცემი ორგანო დმანისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.156.016560 3171
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 30/06/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის- სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული მომსახურებისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2025 წლის 26 ივნისი
ქ. დმანისი
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სამსახურის დებულება“ ამ დადგენილების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის პირველი ივლისიდან.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ყულიაშვილი
დანართი
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სამსახურის (შემგომში – სამსახური) დებულება შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგომში – მერია) დებულების მოთხოვნათა უზრუნველყოფის მიზნით.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და ამ დებულების შესაბამისად.
3. სამსახური წარმოადგენს მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს, რომლის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე სახელმწიფო შესყიდვების დადგენილი წესით განხორციელება და მერიის სამსახურების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფას.
4. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
5. სახელმწიფო შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სამსახურის მისამართია: ქ. დმანისი, წმინდა ნინოს ქ. №41.
მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები
1. სამსახური შესყიდვების კუთხით დადგენილი წესით:
ა) ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენას დმანისის მუნიციპალიტეტის სამსახურების მიერ დადგენილი ფორმით მოწოდებული, მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურთან შეთანხმებული, წლიური მოთხოვნის საფუძველზე, აღნიშნულ გეგმაში, საჭიროებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე, ცვლილებების შეტანასა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებას;
ბ) უზრუნველყოფს წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დმანისის მუნიციპალიტეტის სამსახურების მიერ წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად, შესყიდვის საშუალების შერჩევასა და ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას;
გ) ახორციელებს შერჩეული საშუალების შესაბამისად კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შედგენას, შესყიდვის პროცედურების მომზადებას, სატენდერო კომისიის აპარატის ფუნქციების შესრულებას და სატენდერო პროცედურების ჩატარების ტექნიკურ უზრუნველყოფას;
დ) ახორციელებს დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების რეგისტრაციას და ხელშეკრულებების მიმდინარე სტატუსის კონტროლს;
ე) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ხელშეკრულებების პირობების ცვლილებებთან დაკავშირებით, მერიის სამსახურების წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე შეთანხმების აქტის ან/და გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ანგარიშგებას;
ზ) შესაბამის სფეროში მერიის მიერ გამოსაცემი კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანილი სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადებას;
თ) სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში შემოსული საჩივრის განხილვის ორგანიზებას და საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას სამსახურის უფლებამოსილების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად;
ი) მერის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი საჩივრების განხილვის სხდომებზე დასწრებასა და მონაწილეობის მიღებას დმანისის მუნიციპალიტეტის ინტერესების დასაცავად;
კ) კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის კონსულტაციების გაწევას;
ლ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის სრულყოფილი განხილვა-გადაწყვეტისათვის ურთიერთობის წარმოებას მერიის სხვა სამსახურებთან, ადმინისტრაციულ ერთეულებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან;
მ) კანონმდებლობის შესაბამისად გამართული შესყიდვის ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას და საჭიროების შემთხვევაში გაფორმებული ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციული აქტების პროექტების მომზადებას, მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გადასაგზავნი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მომზადებას;
ნ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას მასალების მომზადებას;
ო) სატენდერო/საკონკურსო კომისიის ოქმებისა და სხვა დოკუმენტების წარმოებას;
პ) ტენდერის/კონკურსის შესახებ განცხადებებისა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის მომზადებასა და გამოქვეყნებას;
ჟ) სატენდერო კომისიის წევრებისათვის კონსულტაციების გაწევას, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით;
რ) შესყიდვის პროცედურის კანონიერების დაცვას, შესყიდვებში მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფას;
ს) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
ტ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას, ასევე დმანისის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
2. ლოჯისტიკის კუთხით სამსახურის კომპეტენციაა:
ა) მერიის სტრუქტურული ქვედანაყოფების საორგანიზაციო ტექნიკა-მოწყობილობებით, ტრანსპორტით, საკანცელარიო და სხვა აუცილებელი ინვენტარითა და ნივთებით მომარაგება/განაწილება;
ბ) მერიის სამეურნეო ინფრასტრუქტურის გამართულ და შეუფერხებელ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა; მერიის ადმინისტრაციული შენობების კომუნალურ-საყოფაცხოვრებო პირობებით (გათბობა, კონდიცირება, წყალი, ელექტროენერგია, დასუფთავება და ა.შ.) უზრუნველყოფა;
გ) მუნიციპალიტეტის ორგანოების თანამდებობის პირების და სხვა საჯარო მოსამსახურეების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
დ) მერიის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების კანონმდებლობით დადგენილი წესით დაცვის უზრუნველყოფა;
ე) შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ვ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით მერიის ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარებას და შედეგების განსაზღვრაში მონაწილეობა;
ზ) დადგენილი წესით მერიის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის შემოწმებისა და შეკეთების განხორციელება, ავტომეურნეობის საჭირო სათადარიგო ნაწილებითა და საწვავ-საცხები მასალებით უზრუნველყოფა;
თ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 3🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა
სამსახურს ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
მუხლი 4🔗. სამსახურის უფროსი
1. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;
ბ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და მერის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
დ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სამსახურის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების და პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
ზ) სამსახურის საქმიანობის ორგანიზების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში და მერიის დებულების საფუძველზე, მერის მხრიდან ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირების შემთხვევაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;
თ) იბარებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ი) უზრუნველყოფს მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას;
კ) უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვას;
ლ) ასრულებს შესაბამისი სამსახურის დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით განსაზღვრულ ფუნქციებს.
2. ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ საჯარო მოხელეს.
მუხლი 5🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები
სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის თაობაზე;
ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისთვის საჭირო პირობებით უზრუნველყოფის შესახებ;
ე) ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
მუხლი 6🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ვალდებულებები
სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:
ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებითა და მერის დავალებით განსაზღვრული ვალდებულებანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაონ საკუთარი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკას, ინვენტარს და სხვა ქონებას.