📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.06.2025
გამომცემი ორგანო დმანისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.156.016567 3171
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 30/06/2025
1,339 სიტყვა · ~7 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 28.02.2018 დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 26.06.2025 ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 31.05.2022 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 30.01.2018 წალკის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 04.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №23 2025 წლის 26 ივნისი ქ. დმანისი დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗. დამტკიცდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულება“ ამ დადგენილების დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 თებერვლის N16 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 27/02/2018, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.156.016314). მუხლი 3🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ყულიაშვილი დანართი  დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული. 2. სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად. 3. სამსახურის სრული დასახელებაა: დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური სამსახური. 4. სამსახურის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს ორგანულ კანონს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებს, ასევე წინამდებარე დებულებას. 5. სამსახურის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. დმანისი, წმინდა ნინოს ქ. №41. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი. 2. სამსახური შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულის – მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილებისაგან. 3. სამსახურის მეორად სტრუქტურულ ერთეულს – განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) წინადადებების შემუშავებას მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების და პროექტების მომზადების საკითხებზე; ბ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას; დ) წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე; ე) ეკონომიკური განვითარების არსებული ტენდენციების გაანალიზებას; ვ) დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში უძრავი ქონების აღსარიცხავად მასალების საჯარო რეესტრის შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში სარეგისტრაციოდ წარდგენას; ზ) წინადადებების შემუშავებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების დმანისის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის შესახებ; თ) წინადადებების, რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე, მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე; ი) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში  არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას, კ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციას; ლ) მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის მიზნით აუქციონის ორგანიზებას და შედეგების გაფორმების უზრუნველყოფას; მ) დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკუთრებაში თუ სარგებლობაში გადაცემისას, ხელშეკრულების პირობებზე კონტროლის განხორციელებას; ნ) წინადადებების, რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის ურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ, სააქციო საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წილის/აქციების შეძენის შესახებ ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრად გახდომის შესახებ; ო) წინადადებების შემუშავებას  მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების  საწარმოს კაპიტალში  ცვლილების  შეტანის  შესახებ,  მათ  შორის, წილის, აქციებისა და ფულადი შენატანის განხორციელების შესახებ, მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების საწარმოსთვის ქონების სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემის შესახებ, შესაბამისი იურიდიული პირის წესდების (დებულება) დამტკიცების და მასში ცვლილებების განხორციელების შესახებ; პ) წინადადებების შემუშავებას მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ფინანსური სახსრებისა და მოძრავი ნივთების სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემის შესახებ, უძრავი ნივთების სარგებლობაში გადაცემის შესახებ, შესაბამისი იურიდიული პირის წესდების (დებულება) დამტკიცების  და  მასში ცვლილებების განხორციელების შესახებ; ჟ) წინადადებების წარდგენას მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისების ან სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით; რ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილებები 1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი. 2. სამსახურის უფროსი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში: ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) უნაწილებს ფუნქცებს სტრუქტურული ერთეულის მოხელეებს; გ) წარუდგენს მერს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სტრუქტურული  ერთეულის მოხელეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების და სწავლების შესახებ; დ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოხელეებს, უქმნის მათ ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის აუცილებელ პირობებს. ე) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოვალეობებს; ვ) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ზ) მონაწილეობს მერიის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში/სამუშაო ჯგუფებში; თ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ; ი) მერიის დებულების შესაბამისად დელეგირების შემთხვევაში, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს; კ) „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი წესით და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს განცხადების, მომართვის, წერილის ან/და სხვა საფუძველზე; ლ) მერის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს; 3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 4. სამსახურში არყოფნის ან/და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას მერის დავალებით ასრულებს განყოფილების უფროსი. მუხლი 5🔗. მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება 1. მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების ფუნქციებია: ა) აწარმოოს დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვა; ბ) დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება; გ) დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში პირველადი რეგისტრაცია, ასევე მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია (მიწის ნაკვეთის/შენობა-ნაგებობის კორექტირების, დაზუსტების, დაყოფის, გაერთიანების და აშ.); დ) მონაწილეობს დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით წინადადებების განხილვაში; ე) დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების შეძენით/სარგებლობაში მიღებით დაინტერესებულ პირთაგან შემოსული კორესპონდენციების განხილვა, შეთანხმება და მის მიხედვით ქონების საპრივატიზაციოდ ან/და სარგებლობაში გადასაცემად მასალების (რეგისტრაციის დაზუსტება, ქონების შეფასება, საპრივატიზაციო ნუსხაში ცვლილების შეტანა და სხვა), განმცხადებლებზე საპასუხო წერილების, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ვ) დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის მიზნით აუქციონის ორგანიზება, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მომზადება, აუქციონში გამარჯვებულთან შესაბამისი ხელშეკრულების პროექტის მომზადება,  საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა; ზ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკუთრებაში თუ სარგებლობაში გადაცემისას, ხელშეკრულების პირობებზე კონტროლის განხორციელება, მასთან დაკავშირებული წერილების პროექტების და სხვა მასალების მომზადება; თ) წინადადებებისა და წერილების პროექტის მომზადება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ან/და კანონმდებლობით მუნიციპალიტეტზე მიკუთვნებული ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით; ი) მონაწილეობს დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის და საპრივატიზაციო გეგმის პროექტების შემუშავებაში; კ) ახორციელებს დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ქონების მართვის, სარგებლობაში გადაცემის, გასხვისების, ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის და სხვა საკითხებზე შემოსული კორესპონდენციების განხილვას, შეთანხმებას, საპასუხო წერილების პროექტების მომზადებას; ლ) მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ, სააქციო საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წილის/აქციების შეძენის შესახებ ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრად გახდომის შესახებ წინადადებების მომზადება; მ) მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების საწარმოს კაპიტალში ცვლილების შეტანის შესახებ, მათ შორის, წილის, აქციებისა და ფულადი შენატანის განხორციელების შესახებ, მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების საწარმოსთვის ქონების სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემის შესახებ, შესაბამისი იურიდიული პირის წესდების (დებულება) დამტკიცების და მასში ცვლილებების განხორციელების შესახებ წინადადებების მომზადება; ნ) მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ფინანსური სახსრებისა და მოძრავი ნივთების სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემის   შესახებ,   უძრავი   ნივთების   სარგებლობაში   გადაცემის   შესახებ,    შესაბამისი იურიდიული   პირის   წესდების   (დებულება)   დამტკიცების    და    მასში  ცვლილებების განხორციელების შესახებ წინადადებების მომზადება; ო) განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის წლიური სტატისტიკურ მონაცემთა მომზადება; პ) დმანისის მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე და კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ჟ) სამსახურის უფროსის დავალებით ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს და უფლება-მოვალეობებს. 2. განყოფილების საქმიანობას წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი. 3. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან/და უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში უფროსის მოვალეობის შესრულება მერის ბრძანებით ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მოხელეს. 4. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის უფროსის წინაშე. მუხლი 6🔗. სამსახურის  უფლება - მოვალეობები 1. დასახული მიზნებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების  რეალიზებისას მოქმედი კანონმდებლობით, მერიისა და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით, სხვა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების, წესებისა და კომპეტენციის ფარგლებში სამსახურს უფლება აქვს: ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად ნებისმიერი ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებიდან, მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებული საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან დადგენილი წესით; ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოამზადოს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მოიწვიოს ექსპერტი; გ) მოამზადოს წინადადებები სამსახურის წლიური ხარჯების თაობაზე, აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში; დ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში; ე) მოამზადოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე,  კომპეტენციის ფარგლებში; ვ) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, კომპეტენციის ფარგლებში; ზ) სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, დადგენილი წესით მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტები და წარადგინოს ისინი დანიშნულებისამებრ. თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს სამართლებრივი აქტებით მერიის დებულებითა და მერის ბრძანებით ან/და დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი. 2. სამსახური ვალდებულია: ა) გაწეული საქმიანობის შესახებ დადგენილი წესით ან/და მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაცია მერს ან/და საკრებულოს. ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები, პასუხი აგოს თავისი ფუნქციების არაკეთილსინდისიერად და არაჯეროვნად შესრულებაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით. გ) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, დადგენილ ვადებში განიხილოს და პასუხი გასცეს მათ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. დ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები. ე) დაიცვას დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესი.