მცხეთის მუნიციპალიტეტის ჩარდახის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ჩარდახში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 26.06.2025
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-35. 35251773
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.153.016050
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/06/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.06.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
მცხეთის მუნიციპალიტეტის, ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ წოდორეთში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის ცხვარიჭამიის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ
მშრალხევში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის ჯიღაურას ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ბიწმენდში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის ნავდარაათკარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ბურიანში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის აღდგომლიანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ახალდაბაში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მცხეთის მუნიციპალიტეტის ჩარდახის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ჩარდახში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-35. 35251773
2025 წლის 26 ივნისი
ქ. მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტის ჩარდახის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ჩარდახში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად,
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ჩარდახის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ჩარდახში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტებს (უსახელო ქუჩებს) მიენიჭოს სახელები თანდართული დანართისა და რუკის (№1 სიტუაციური რუკა) შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარდახის დამისამართების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 დეკემბრის №215 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 13 მარტის №87 განკარგულება.
3.განკარგულება გადაეგზავნოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
4. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი