📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქარელის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 27.06.2025
გამომცემი ორგანო ქარელის მუნიციპალიტეტი
ნომერი №07
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.144.016470 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 01/07/2025
1,188 სიტყვა · ~6 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ვანის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 23.05.2025 ხონის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 28.05.2025 ხულოს მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 26.06.2025 ხობის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 30.07.2025 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 09.06.2025

დოკუმენტის ტექსტი

ქარელის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №07 2025 წლის 27 ივნისი ქ. ქარელი ქარელის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 1​​1 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად , ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ქარელის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და ქარელის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად, შეიქმნას ქარელის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ქარელის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება დანართ №1-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს  ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ივნისის  №9 დადგენილება „ქარელის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ (www.matsne.gov.ge 010250050.35.144.016277 10/07/2017). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ შუბითიძე დანართი №1 ქარელის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ქარელის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განიხილავს ქარელის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებს და მათი უფლებების დაცვის მდგომარეობას. შეიმუშავებს წინადადებებს ადგილზე მათი უფლებების დარღვევის გამოვლენის და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად. 2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებით დამტკიცებული „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. საბჭოს საქმიანობის წესი, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებით. მუხლი 2🔗. საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებები 1. საბჭოს ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია: ა) საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა; ბ) ქარელის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზი და წინადადებების შემუშავება ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად; გ) ქალთა და ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებით და მათი უფლებების დაცვის მიზნით, მუნიციპალური პროგრამებისა და ბიუჯეტის პროექტების განხილვა, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება; დ) მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ შესრულებული ან მიმდინარე მუშაობის მონიტორინგი და შეფასება ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით; ე) ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ინიცირებული ნორმატიული აქტის პროექტების ექსპერტიზა ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით; ვ) ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა  ქალთა და ბავშვთა უფლებების დასაცავად და ამ უფლებების რეალიზაციის უზრუნველსაყოფად; ზ)  საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობა, მათთვის შესაბამისი ინფორმაციისა და წინადადებების მიწოდება, ქალთა და ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებულ და უფლებების დაცვის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება; თ) ქალთა და ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება (გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად); ი) ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციისა და სხვა ინფორმაციის განხილვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში  მათზე რეაგირება და  შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; კ) ქალთა და ბავშვთა საკითხების შესწავლის და განხილვის დროს შესაბამის დარგში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლების ან/და ექსპერტების მოწვევა. საჭიროების შემთხვეევაში, საბჭოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, სამუშაო ჯგუფების შექმნა ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობით; ლ) საბჭოს საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით, სამუშაო შეხვედრების მოწყობა - შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან; მ)  ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოში არსებულ ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მუნიციპალურ საბჭოებთან თანამშრომლობა; ნ) მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. საბჭო: ა) წელიწადში ერთხელ საკრებულოს წარუდგენს ანგარიშს მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მდგომარეობისა და საბჭოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ; ბ) უფლებამოსილია, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის სკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს მუნიციპალიტეტი სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში. მუხლი 3🔗. საბჭოს სტრუქტურა და შემადგენლობა 1. საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვროს 13 წევრით. საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 2. საბჭოს თავმჯდომარეა საკრებულოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით ერთ-ერთი მოადგილე, რომელიც იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს. 3. საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან: საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ფრაქციებიდან თითო წარმომადგენელი, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეები, საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი, მერიის ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე, აგრეთვე მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის მიერ (მისი არსებობის შემთხვევაში), ან მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი წარდგინებით არჩეული წარმომადგენლები. 4. საბჭოზე გასატან საკითხებს ამზადებს და დღის წესრიგის პროექტს ადგენს საბჭოს მდივანი, რომელსაც საბჭოს შემადგენლობიდან ირჩევენ საბჭოს წევრები საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით, ხმათა უმრავლესობით. 5. საბჭოს სხდომაზე ცალკეული საკითხების განხილვისას საბჭოს თავმჯდომარის მიერ შეიძლება მოწვეულ იქნენ მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირები, დაწესებულებისა და ორგანიზაციების  წარმომადგენლები, ექსპერტები და სპეციალისტები. 6. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია: ა) სხდომის ზედიზედ 3-ჯერ არასაპატიო მიზეზით გაცდენა; ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა; გ) სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად, გამოაცხადა გარდაცვლილად ან ცნო მხარდაჭერის მიმღებად; დ) გარდაიცვალა; ე) გაუვიდა უფლებამოსილების ვადა; ვ) უფლებამოსილება მოიხსნა პირადი განცხადების საფუძველზე; ზ) შეწყვიტა საჯარო სამსახურის სისტემაში საქმიანობა. მუხლი 4🔗. საბჭოს სხდომა 1. საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობს და სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე. 2. საბჭოს მორიგ სხდომას სამ თვეში ერთხელ მაინც იწვევს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით ან საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით. 3. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 4. საბჭოს სხდომის მოწვევის დროსა და სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე. 5. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ახორციელებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი. 6. საბჭოს სხდომა ღია და საჯაროა. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომის ჩატარების დრო და ადგილი უნდა გამოქვეყნდეს საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც. 7. საბჭოს სხდომაში მონაწილეობის უფლება აქვს მუნიციპალიტეტში მოქმედ ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას. ამ მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციამ სხდომის დაწყებიდან არანაკლებ 2 დღით ადრე მაინც უნდა მიმართოს საკრებულოს თავმჯდომარეს და გამოყოს ერთი წარმომადგენელი საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად. 8. საბჭო ამზადებს წინადადებებს და რეკომენდაციებს საკრებულოსა და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის წარსადგენად და იღებს გადაწყვეტილებებს საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე. 9. საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენის უფლება აქვს სხდომაში მონაწილე ყველა პირს. ყველა წარდგენილი წინადადება და რეკომენდაცია შეიტანება საბჭოს სხდომის ოქმში. განსახილველ საკითხზე წინადადებები და რეკომენდაციები შეიძლება შემოტანილ იქნეს წერილობითი ფორმით. ასეთი სახით შემოსულ წინადადებებს და რეკომენდაციებს საბჭოს სხდომის თავმჯდომარე აცნობს სხდომის მონაწილეებს და იგი დაერთვება სხდომის ოქმს. 10. საბჭო  გადაწყვეტილებას  იღებს ღია კენჭისყრით, დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. 11. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 12. დაუშვებელია საბჭოს წევრის მიერ ხმის მიცემისაგან თავის შეკავება. 13. საბჭოს წევრის მიერ გამოხატული უარყოფითი პოზიცია უნდა იყოს დასაბუთებული, რაც უნდა დაერთოს სხდომის ოქმს. 14. საბჭოს სხდომის მიმდინარეობა, განხილული საკითხები და მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. 15. საბჭოს სხდომის ოქმი და საბჭოს ყოველწლიური ანგარიში ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადენილი წესით, საკრებულოს ოფიციალურ ვებ ან(და) სოციალურ გვერდზე.   16. საბჭოს სხდომის ოქმში შეტანილი წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნებათ მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, რომლებიც ვალდებულნი არიან 1 თვის ვადაში განიხილონ მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები. მუხლი 5🔗. საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი და საბჭოს მდივანი.