აბაშის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.06.2025
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.110.016517 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 01/07/2025
969 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ხულოს მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 26.06.2025 ერედვის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 01.09.2025 ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 06.03.2026 ქარელის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 27.06.2025 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 09.06.2025

დოკუმენტის ტექსტი

აბაშის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 2025 წლის 27 ივნისი აბაშა აბაშის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე   მუხლის  პირველი  პუნქტის  ,,ბ.თ“  ქვეპუნქტის,  61-ე  მუხლის  მე-2  პუნქტის,  „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 1​1 პუნქტის, ,,ნორმატიული   აქტების   შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის    მე-20   მუხლისა და  25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად,  აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 აბაშის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის  საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის  კომისიასთან  კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას აბაშის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო.   მუხლი 2🔗 დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება თანდართული რედაქციით. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს  ,,აბაშის  მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების  დამტკიცების  შესახებ“    აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 ივნისის № 13 დადგენილება. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ხოშტარია დანართი აბაშის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა  საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. აბაშის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა  საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო (შემდგომ – საბჭო) არის საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო,  რომელიც „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ” საქართველოს კანონისა და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განიხილავს აბაშის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილებზე მათი უფლებების დარღვევის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით. 2. საბჭო  თავის  საქმიანობას  წარმართავს  საქართველოს  კონსტიტუციის, საქართველოს  ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ” საქართველოს კანონის, „აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №8 დადგენილებით  დამტკიცებული  რეგლამენტის,  ამ  დებულებისა  და სხვა სამართლებრივი  აქტების შესაბამისად. 3.  საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. მუხლი 2🔗. საბჭოს ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი 1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხზე მომუშავე უწყებათშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა; ბ) აბაშის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზის განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში ქალთა და ბავშვთა უფლების დარღვევის აღმოფხვრის  უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება; გ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის ანალიზის განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება და შესაბამისი ორგანოსთვის წარდგენა; დ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა; ე) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხების უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა, ასევე, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ვ) ქალთა და ბავშვთა  საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფინდეციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ზ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; თ) საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავება და აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა; ი) საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთხელ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენა; კ) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება და აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ან/და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიისათვის წარდგენა; ლ) საბჭოს ყოველწლიური ანგარიში ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. 2. საბჭო უფლებამოსილია: ა) ქალთა და ბავშვთა  საკითხებთან  დაკავშირებით წარმოადგინოს აბაშის მუნიციპალიტეტი; ბ) ქალთა და ბავშვთა საკითხების შესწავლისა და განხილვის  დროს მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები; გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 3🔗 1. საბჭოს  წევრთა რაოდენობა განისაზღვროს 18 წევრით. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნის და სხვა წევრებისაგან. 2. საბჭოს თავმჯდომარეობს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით საკრებულოს ერთ-ერთი თანამდებობის პირი. 3. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციებიდან ერთი წარმომადგენელი, ყველა კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს აპარატის წარმომადგენლები, მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე, მერიის წარმომადგენლები.  საბჭოს შემადგენლობაში ასევე შესაძლებელია საბჭოს წევრად განისაზღვროს ადგილობრივი, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. 4. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 5. საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება: ა) საბჭოდან გამოსვლის შესახებ პირადი, წერილობითი განცხადების წარდგენის შემთხვევაში; ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში; გ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა; დ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ე) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 3 თვის განმავლობაში საბჭოს სამუშაო პროცესში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში; ვ) საბჭოს წევრის – მერის მიერ განსაზღვრული ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის ცვლილების შემთხვევაში; ზ) საბჭოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში; თ) საბჭოს წევრი საკრებულოს და მერიის თანამდებობის პირთა უფლებამოსილების შეწყვეტის, საჯარო მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში. 6. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით საბჭოსთან შესაძლებელია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობას და საქმიანობის ფორმებს განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე. მუხლი 4🔗. საბჭოს ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი 1. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს და უძღვება საბჭოს საქმიანობას. 2.   საბჭოს  თავმჯდომარის  არყოფნის  შემთხვევაში  მის  უფლებამოსილებას  ახორციელებს  საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ან საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით –  საბჭოს ერთ-ერთი წევრი. 3. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა. 4. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრს. 5. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 6. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 7. საბჭო იკრიბება საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს წევრთა ერთი მესამედის ინიციატივით. 8. საბჭოს სხდომების ორგანიზებასა და საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი. 9.  საბჭოს  სხდომა  ფორმდება  ოქმით,  რომელსაც  ხელს  აწერენ  საბჭოს  თავმჯდომარე  და  საბჭოს მდივანი. 10. საბჭოს სხდომის ოქმი ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. 11.საბჭოს სხდომის ოქმში შეტანილი წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნებათ ადგილობრივი თვითმმართველობის  შესაბამის  ორგანოებსა  და  თანამდებობის  პირებს,  რომლებიც  ვალდებულნი არიან 1 თვის ვადაში განიხილონ მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ აცნობონ საბჭოს. მუხლი 5🔗. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა საბჭოს  საქმიანობის  ორგანიზაციულ-ტექნიკურ  უზრუნველყოფას  ახორციელებს  აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.