ახალქალაქის მუნიციპალიტეტის „ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს“ სტრატეგიის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.06.2025
ძალის დაკარგვა 04.08.2025
გამომცემი ორგანო ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.141.016452 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 30/06/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს სტრატეგიის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 30.07.2025
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 28.04.2022
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის „ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს“ სტრატეგიის დამტკიცების შესახებ
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2025 წლის 27 ივნისი
ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის „ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს“ სტრატეგიის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2022-2025 წლების საშუალოვადიანი „ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს“ სტრატეგია დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის „ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭომ“ მუნიციპალიტეტში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე
პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეებთან ერთად ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში შეიმუშაოს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის „ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს“ სტრატეგიის მუნიციპალური სამოქმედო გეგმა.
მუხლი 3🔗
დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 აპრილის №10 „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება (www.matsne.gov.ge, 29/04/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.141.016).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაირი ირიციან
დანართი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2022-2025 წლების საშუალოვადიანი
„ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს“ სტრატეგია
თავი I
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის „ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს“ სტრატეგიული მიმართულებები და მიზნები
მუხლი 1🔗
სტრატეგია განსაზღვრავს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2022-2025 წლების ქალთა, ბავშვთა და მამაკაცთა საკითხების პოლიტიკას და ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის მიზნის მისაღწევად პრიორიტეტულ მიმართულებებს.
ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება ადგილობრივი მოქალაქების საჭიროებების შესაბამისად, თვითმმართველობის პროცესში ქალთა, ბავშვთა და მამაკაცთა საჭიროებებისა და ინტერესების თანასწორი გათვალისწინებით.
სტრატეგია ითვალისწინებს ერთობლივ მიდგომას თვითმმართველობის განხორციელების პროცესში, შესაბამისი სამსახურების საქმიანობის უზრუნველყოფას ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის, დისკრიმინაციის აღმოფხვრის ქალის და მამაკაცის თანაბარი მონაწილეობისათვის აუცილებელი გარემოს შექმნას როგორც ინფრასტრუქტურული, ისე განათლების, კულტურის და სოციალური მიმართულებით.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის „ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს“ მიერ ჩატარებული მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა საჭიროებების კვლევის ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა შემდეგი მიმართულებები:
ა) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ სტრუქტურებში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის სამართლებრივ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა.
2. მუნიციპალიტეტის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის უზრუნველყოფა.
3. კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საკითხებსა და სპორტის სფეროში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის უზრუნველყოფა.
4. სოციალურ სფეროში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის უზრუნველყოფა.
5. სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა.
6. ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა.
თავი II
სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები
მუხლი 2🔗. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ სტრუქტურებში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის სამართლებრივ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა
ამ მიმართულების პრიორიტეტებია:
1. ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმა მოიცავს:
ა) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის 2021 წლების მუნიციპალური გეგმის შეფასებისა და საჭიროებების კვლევის შედეგების საფუძველზე, 2022-23 წლების ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და საკრებულოს მიერ დამტკიცებას;
ბ) ახალი 2022-23 წლების მუნიციპალური გეგმის განხორციელების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
გ) გეგმის განხორციელების მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების განსაზღვრას;
დ) შეფასების შედეგად იდენტიფიცირებული საჭიროებების გათვალისწინებით ახალი 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებას, დამტკიცებასა და განხორციელებას.
2. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების სრულყოფა და სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს:
ა) „ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს“ სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასებას;
ბ) „ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს“ შეფასების შედეგად იდენტიფიცირებული საჭიროებების შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას;
გ) „ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს“ სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და მონიტორინგისათვის შესაბამისი ადამიანური და მატერიალური რესურსების უზრუნველყოფას;
დ) საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალური „ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს“ შემადგენლობის გადახედვასა და განახლებას;
ე) მუნიციპალიტეტის მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის საქმიანობის სამართლებრივ ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით საჭიროებების შესწავლის საფუძველზე, საჭიროებების შესაბამისი მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფას.
ვ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს“ მუნიციპალური სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის სამუშაო გეგმის შემუშავება და განხორციელება.
3. მუნიციპალიტეტის ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგისა და ანგარიშგების სისტემის უზრუნველყოფა მოიცავს:
ა) მუნიციპალიტეტის „ქალთა, ბავშვთა და მამაკაცთა უფლებების საკითხებზე აუდიტის“ განხორციელებასა და შეფასების შესაბამის ცვლილებებს მის საქმიანობაში;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ სამოქმედო გეგმის მონიტორინგის განხორციელების პერიოდულობის განსაზღვრას, მეთოდოლოგიის დამტკიცებასა და პასუხისმგებელი უწყების იდენტიფიცირებას;
გ) მონიტორინგის შედეგების მართვისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მიწოდების წესის დამტკიცებას.
4. საჭიროებათა კვლევის ინსტრუმენტის დანერგვა, რომელიც მოიცავს:
ა) ჩატარებული კვლევის შედეგების სრულყოფის მიზნით მეთოდოლოგიით გათვალისწინებული მოსახლეობის ინდივიდუალური გამოკითხვის უზრუნველყოფას;
ბ) მუნიციპალიტეტის მიერ მეთოდოლოგიის დამტკიცებას, მისი შედეგების განახლებისა და მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ასახვის მიზნით;
გ) მეთოდოლოგიის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებების იდენტიფიცირებას;
დ) იდენტიფიცირებული პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენელ პირთა გადამზადებას და კვლევის განხორციელებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.
5. ქალთა და მამაკაცთა უფლებების ჭრილში სტატისტიკური მონაცემების მართვა, რომელიც მოიცავს:
ა) მუნიციპალიტეტის მიერ ქალთა და მამაკაცთა უფლებების ჭრილში სტატისტიკური ინფორმაციის მოკრების, სისტემატიზაციის, დამუშავების, შენახვისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცებას;
ბ) ქალთა და მამაკაცთა უფლებების სტატისტიკის წარმოებისათვის საჭირო ადამიანური და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფას.
6. დროებითი სპეციალური ზომები ქალთა და კაცთა შორის არსებითი თანასწორობის მიღწევის დაჩქარების მიზნით, როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასევე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში – მოიცავს ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის სტიმულირებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.
მუხლი 3🔗. მუნიციპალიტეტის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის უზრუნველყოფა
ამ მიმართულების პრიორიტეტებია:
ა) ქალთა და მამაკაცთა უფლებების (საჭიროებების) გათვალისწინებით შედგენილი ბიუჯეტი, რომელიც მოიცავს:
მუნიციპალური შემოსავლებისა და ხარჯების გაანალიზებას სქესთან მიმართებაში, თუ რა განსხვავებულ გავლენას ახდენს ქალებისა და კაცების ცხოვრებაზე ბიუჯეტის ხარჯები და შემოსავლები;
პრიორიტეტების განსაზღვრას ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის ასპექტების გათვალისწინებით, საბიუჯეტო რესურსების რესტრუქტურიზაციას ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის მიღწევის მიზნით;
ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის ასპექტების გათვალისწინებას საბიუჯეტო პროცესის ყველა ეტაპზე;
ჩატარებული კვლევის შედეგად, მოქალაქეთა საჭიროებების გათვალისწინებით, სქესის ნიშნისადმი მგრძნობიარე პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცებას.
ბ) მუნიციპალურ საწარმოებსა და დაწესებულებებში კონტროლის მექანიზმების დახვეწა საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს შრომის კოდექსი“ დადგენილი ანტიდისკრიმინაციული ნორმების დაცვაზე და შრომის ანაზღაურების სფეროში ქალთა და მამაკაცთა უფლებების დიფერენციაციის აღმოსაფხვრელად, რომელიც მოიცავს:
როგორც ქალების, ისე კაცებისათვის სამსახურებრივი და ოჯახური ცხოვრების შეთავსების შესაძლებლობების შექმნის მიზნით ღონისძიებათა დაგეგმვას და შესაბამისი მექანიზმების დამკვიდრებას.
გ) ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, რომელიც მოიცავს:
ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე და პოლიტიკურ პროცესებში მათი ჩართულობის სტიმულირებაზე ორიენტირებული მუნიციპალური პროგრამების შექმნას;
დ) ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის მისაღწევად საჭირო ღონისძიებების შესაბამისი საბიუჯეტო უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს:
მუნიციპალიტეტის ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით შესაბამისი ხარჯების ასახვას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
მუხლი 4🔗. კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საკითხებსა და სპორტის სფეროში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის უზრუნველყოფა
ამ მიმართულების პრიორიტეტებია:
ა) კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საკითხებსა და სპორტის სფეროში სქესობრივად დაბალანსებული მუნიციპალური პროგრამების დანერგვა და თანაბარი ხელმისაწვდომობა ორივე სქესის წარმომადგენელთათვის, რომელიც მოიცავს:
კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საკითხებსა და სპორტის სფეროში, მუნიციპალური პროგრამების ქალთა და მამაკაცთა უფლებების ანალიზის შედეგად, მუნიციპალიტეტში მცხოვრები განსხვავებული სქესის, ასაკობრივი თუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული პროგრამების შემუშავებას.
ბ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესებზე, მათ შორის განსხვავებული სქესის, ასაკობრივი ან/და შესაძლებლობების მქონე ჯგუფების ინტერესებზე მორგებული, კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მოიცავს.
მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შესწავლას;
არსებულ თუ შემდგომში დაგეგმილ კულტურულ და სპორტულ ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობისა და მოსახლეობის საჭიროებების კვლევას ქალთა და მამაკაცთა უფლებების ჭრილში;
კვლევის შედეგად იდენტიფიცირებული საჭიროებების შესაბამისი კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას.
გ) სოფლად მცხოვრებ ქალთა და გოგონათა პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა – მოიცავს
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ქალებისა და გოგონების პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის კვლევას;
კვლევის შედეგად იდენტიფიცირებული საჭიროებების გათვალისწინებით ქალთა და გოგონათათვის პროფესიული განათლების ხელშემწყობი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
მუხლი 5🔗. სოციალურ სფეროში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის უზრუნველყოფა
სოციალურ სფეროში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის გათვალისწინება და სოციალურად მგრძნობიარე ჯგუფების ინტეგრაცია გულისხმობს ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და სქესობრივად დაბალანსებული სოციალური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას, ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის ასპექტთა გათვალისწინებას მოწყვლად ჯგუფთა სოციალური გააქტიურების ხელშესაწყობად, სოციალური ფონის გაუმჯობესებას და პროგრამებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას.
ამ მიმართულების პრიორიტეტია:
პრიორიტეტული პროგრამების გათვალისწინება სოციალურ პაკეტში, რომელიც მოიცავს:
მუნიციპალიტეტის შეჭირვებული და მოწყვლადი მოსახლეობის საჭიროებების კვლევას ქალთა და მამაკაცთა უფლებების ჭრილში;
სოციალური პაკეტით გათვალისწინებული პროგრამებით მოსარგებლეთა კვლევას ქალთა და მამაკაცთა უფლებების ჭრილში;
კვლევის შედეგების საფუძველზე სოციალური პაკეტით განსაზღვრული პროგრამების პრიორიტეტების განსაზღვრას და საჭიროების შემთხვევაში ახალი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
მარტოხელა მშობლების სწავლის საფასურის უზრუნველყოფას ადგილობრივი ბიუჯეტიდან, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლებისთვის, რათა მათ შრომის ბაზარზე იპოვონ შესაფერისი სამუშაო ოჯახის სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
მუხლი 6🔗. სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა
ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში დაუშვებელია ნებისმიერი დისკრიმინაცია.
ამ მიმართულების პრიორიტეტია:
პრევენცია და რეაგირების მექანიზმების უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს:
მუნიციპალიტის საქმიანობა, აგრეთვე სამართლებრივი აქტები და შიდა რეგულაციები, შეუსაბამოს საქართველოს კანონს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ და სხვა ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას;
დანერგოს დისკრიმინაციის ფაქტზე რეაგირების ეფექტური მექანიზმები;
უზრუნველყოს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის თავიდან აცილების მიზნით პრევენციული საინფორმაციო საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
მოახდინოს სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება სავარაუდო დისკრიმინაციის ნებისმიერ ფაქტზე;
დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობისა და შიდა რეგულაციების შესაბამისად, პასუხისმგებლობა დააკისროს მის დაქვემდებარებაში მყოფ დამრღვევ პირს და უზრუნველყოს დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრა მესამე პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეულახავად.
მუხლი 7🔗. ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა
მინიციპალიტეტი მისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, აგრეთვე არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიზნით ეფექტური პროგრამების დაგეგმარებასა და განხორციელებას.
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები გულისხმობს იმ სოციალურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ და სხვა ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლებიც მიმართულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, აგრეთვე არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის მიზეზებისა და წინაპირობების თავიდან აცილებისკენ, ძალადობის აღკვეთისკენ, მოძალადის სამართლებრივი დევნისკენ, მისი დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ, მსხვერპლის რეაბილიტაციისა და ადაპტაციისკენ (საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ მუხლი 6🔗 პ.1).
ამ მიმართულების პრიორიტეტია:
ა) პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს:
საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის, მუნიციპალური მმართველობის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული დაწესებულებების თანამშრომელთათვის;
ცნობიერების ამაღლების კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება ბავშვთა მიმართ ძალადობისა და „ნაადრევი ქორწინების“ საკითხებთან დაკავშირებით;
ბ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, აგრეთვე არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა დაცვა და დახმარება, რომელიც მოიცავს:
შეიმუშაოს და განახორციელოს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, აგრეთვე არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა დახმარების მიზნით მუნიციპალური პროგრამები.
თავი III
სტრატეგიის მონიტორინგი
მუხლი 8🔗
სტრატეგიის და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ყოველწლიურად განიხილავს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიშს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ და იღებს გადაწყვეტილებებს, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიმდინარეობის დადებითად შეფასების, სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში ცვლილების შეტანის, ან/და რეკომენდაციების გაცემის შესახებ.
სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაციასა და შესრულებაზე მონიტორინგს ახორციელებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის „ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო“, რომელიც საბჭოს სხდომაზე პერიოდულად განიხილავს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულების მიმდინარეობას და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს.