გარდაბნის მუნიციპალიტეტის კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში,სოფელ კრწანისში, სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ

მიღების თარიღი 26.06.2025
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №61
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.161.016011
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 01/07/2025
220 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში,სოფელ ქვემო თელეთში სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 97% 26.06.2025 გარდაბნის მუნიციპალიტეტის კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კრწანისში სახელწოდების არმქონე ქუჩის (ჩიხების) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 97% 24.11.2025 გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ზემო თელეთში სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 31.07.2025 გარდაბნის მუნიციპალიტეტის ახალი სამგორის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ახალ სამგორში სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 24.11.2025 გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 29.08.2023

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში,სოფელ კრწანისში, სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება  №61 2025 წლის 26 ივნისი გარდაბანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის კრწანისის ადმინისტრაციულ  ერთეულში,  სოფელ კრწანისში, სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების  გამოყენებით  სახელდების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე   მუხლის  პირველი   ნაწილის  „ა.ე“  ქვეპუნქტის,  საქართველოს  კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7, მე-8 პუნქტების, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2025 წლის 20 ივნისის №18-182517154 წერილის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: მუხლი 1🔗 განხორციელდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კრწანისში, სახელწოდების არმქონე ქუჩების (სახელის მინიჭებამდე) სახელდება, არაბული ციფრების გამოყენებით, დანართი №1-ის (გეოგრაფიული ობიექტების ჩამონათვალი), დანართი №2-ისა და დანართი №3-ის (სიტუაციური რუკები) შესაბამისად. მუხლი 2🔗 განკარგულება რეაგირებისთვის გადაეგზავნოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას. მუხლი 3🔗 განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. მუხლი 4🔗 განკარგულება, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში, გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. მუხლი 5🔗 განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. მუხლი 6🔗 განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში მისამართზე: ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქუჩა №6, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე                                                            მიხეილ გედეხაური