საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 6 აგვისტოს №40/2018 დადგენილებით განსაზღვრულ საარჩევნო დავებზე საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმესთან დაკავშირებული სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ სასამართლოს განჩინების ცესკოს ვებგვერდზე განთავსების წესში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№39/2025
სარეგისტრაციო კოდი
010190020.15.008.016811
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/06/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №39/2025

2025 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 6 აგვისტოს №40/2018 დადგენილებით განსაზღვრულ საარჩევნო დავებზე საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმესთან დაკავშირებული სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ სასამართლოს განჩინების ცესკოს ვებგვერდზე განთავსების წესში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 6 აგვისტოს №40/2018 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 07/08/2018, 010190020.15.008.016415) განსაზღვრული საარჩევნო დავებზე საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმესთან დაკავშირებული სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ სასამართლოს განჩინების ცესკოს ვებგვერდზე განთავსების წესის:

1.   მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ სასამართლოს განჩინების ცესკოსთვის გაგზავნის ფორმა

შესაბამისი სასამართლო განსახილველ საქმესთან დაკავშირებულ განჩინებას სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ ცესკოს უგზავნის მატერიალური (იურიდიულ მისამართზე: თბილისი, ლევან ფირცხელიანის ქუჩა №7) ან/და არამატერიალური ფორმით ელექტრონულად (ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ganchineba@cec.gov.ge).“.

2.   მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საარჩევნო პერიოდში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მატერიალური (იურიდიულ მისამართზე: თბილისი, ლევან ფირცხელიანის ქუჩა №7) ან/და არამატერიალური ფორმით (ganchineba@cec.gov.ge) შემოსული სასამართლოს განჩინება სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ, მიღებისთანავე რეგისტრირდება ცესკოს მდივნის აპარატის (დეპარტამენტი) საქმისწარმოების განყოფილების მიერ და გადაეცემა იურიდიულ დეპარტამენტს ცესკოს ვებგვერდზე დაუყოვნებლივ განსათავსებლად.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი