„ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 27 ივნისის №11/2017 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№25/2025
სარეგისტრაციო კოდი
010240060.15.008.016797
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/04/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №25/2025

2025 წლის 16 აპრილი

ქ. თბილისი


საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 27 ივნისის №11/2017 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 28/06/2017, 010240060.15.008.016326) განსაზღვრული დანართის:

1. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. კომისიის წევრს, გარდა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 135 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჩუქრის ან მომსახურების მიღებისა, უფლება აქვს, იღებდეს სხვა სარგებელს მხოლოდ ცესკოს თავმჯდომარის წერილობითი თანხმობის საფუძველზე. აღნიშნული თანხმობის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება 10 დღის ვადაში და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.“.

2. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. კომისიის წევრს უფლება აქვს, ახორციელებდეს ანაზღაურებად სამეცნიერო, პედაგოგიურ, შემოქმედებით საქმიანობას მხოლოდ ცესკოს თავმჯდომარის მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ხოლო „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობის დაკავება მას შეუძლია მხოლოდ ცესკოს თავმჯდომარის მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე.“.

მუხლი 2
კომისიის წევრი:

ა) რომელიც ამ დადგენილების ამოქმედების მომენტისთვის ახორციელებს ანაზღაურებად სამეცნიერო, პედაგოგიურ, შემოქმედებით საქმიანობას, უფლებამოსილია აღნიშნული საქმიანობა სათანადო თანხმობის გარეშე განახორციელოს 2025 წლის პირველ სექტემბრამდე;

ბ) რომელსაც ამ დადგენილების ამოქმედების მომენტისთვის უკავია „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობა, უფლებამოსილია შესაბამისი საქმიანობა სათანადო თანხმობის გარეშე განახორციელოს იმ ვადით, რომლითაც მას უკავია აღნიშნული აკადემიური თანამდებობა;

გ) უფლებამოსილია სათანადო თანხმობის გარეშე მიიღოს სხვა სარგებელი 2025 წლის პირველ სექტემბრამდე.

მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი