საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.06.2025
ძალაში შესვლა 01.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №010
სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016138 58
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 30/06/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 3 ვერსია ↓
1,389 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.06.2025 მიღება
01.07.2025 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 98% 27.06.2025 საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 97% 06.05.2020 საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 97% 06.05.2020 საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 97% 10.03.2020 საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 97% 06.05.2020
კონსოლიდირებული ვერსიები (3)
30.06.2025
30.09.2025
25.12.2025
მოქმედი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №010 2025 წლის 27 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტების,  მე-18 მუხლისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის  შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის 29 იანვრის №005 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის  დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს გენერალურ პროკურატურას. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით,  ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით. 3. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს კანონიერებისა და სამართლიანობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის, პროკურატურის ორგანოების ერთიანობისა და ცენტრალიზაციის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე. 4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს გენერალური პროკურორისა (შემდგომში – გენერალური პროკურორი) და გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე. 5. დეპარტამენტის საქმიანობა წარიმართება საქართველოს პროკურატურის ორგანოებთან და გენერალური პროკურატურის სხვა სტრუქტურულ დანაყოფებთან კოორდინაციის საფუძველზე. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები დეპარტამენტის ამოცანებია: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164​​​​1 მუხლით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 220-ე, 221-ე, 332-ე, 333-ე და 337–341-ე მუხლებით გათვალისწინებული კორუფციულ და კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულების ფაქტებზე სრული მოცულობით გამოძიების წარმოება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება; ბ) დეპარტამენტის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; გ) დეპარტამენტის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; დ) პროკურატურის საგამოძიებო ორგანოებში ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების გამოძიებაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება და პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; ე) საგამოძიებო ორგანოების წარმოებაში არსებულ ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დანაშაულების სისხლის სამართლის საქმეების სისტემატიზაცია და ანალიზი ეფექტიანი კოორდინაციის მიზნით; ვ) კანონით განსაზღვრული ზომების მიღება კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულის ფაქტების აღკვეთისა და თავიდან აცილების მიზნით; ზ) მოქალაქეთა ზეპირი/წერილობითი საჩივრების და განცხადებების განხილვა ცალკეული პირების მიერ კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენის ფაქტების თაობაზე; თ) ამ მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფაქტებზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული მასალების, სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებიდან შემოსული ინფორმაციის, საზოგადოების წარმომადგენელთა შუამდგომლობების, ოპერატიული გზით მოპოვებული ინფორმაციის განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირების განხორციელება; ი) შესაბამისი ოპერატიული სამსახურებისთვის კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული ცალკეული ფაქტების ოპერატიული გადამოწმებისა და დასაბუთებული ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით კონკრეტული მითითებების მიცემა; კ) კორუფციასთან ბრძოლის მიზნით სახელმწიფო ორგანოების საინფორმაციო სისტემებიდან ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, შესაბამისი საინფორმაციო სისტემის შექმნა, გამოყენება და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ლ) ქვეყანაში კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობის გაანალიზება და რეკომენდაციების შემუშავება და გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილისთვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა; მ) კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით წინადადებების შემუშავება, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტთან კოორდინაციით, სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ნ) „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.  მუხლი 3🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) პირველი სამმართველო; ბ) მეორე სამმართველო. 2. პირველი და მეორე სამმართველოები ასრულებენ დეპარტამენტის ამოცანებით გათვალისწინებულ ფუნქცია-მოვალეობებს. 3. სამმართველოებს შორის ფუნქცია-მოვალეობებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის უფროსი 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 2. დეპარტამენტის უფროსი: ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის, უზრუნველყოფს დეპარტამენტის მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; გ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) გენერალურ პროკურორს ან მის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს პროკურორის ანდა გამომძიებლის სისხლის სამართლის საქმიდან ჩამოცილების შესახებ; ე) გენერალური პროკურორის ან გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის დავალებით უშუალოდ მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში; აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას; ვ) გენერალური პროკურორის ან გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის დავალებით უშუალოდ ახორციელებს სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას სისხლის სამართლის საქმეებზე; ზ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, გენერალური პროკურორის, აგრეთვე გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულებას; თ) გენერალურ პროკურორს და გენერალური პროკურორის უფლებამოსილ მოადგილეს მიმართავს წინადადებით დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; ი) გენერალურ პროკურორს და გენერალური პროკურორის უფლებამოსილ მოადგილეს მიმართავს წინადადებით დეპარტამენტის თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისათვის აუცილებელი ღონისძიებების შესახებ; კ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის  თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; ლ) პასუხისმგებელია დეპარტამენტისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; მ) ექვს თვეში ერთხელ გენერალურ პროკურორს წარუდგენს  ანგარიშს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების შესახებ; ნ)  ყოველი წლის ბოლოს გენერალურ პროკურორს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისა და მომავალში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე; ო) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; პ) გენერალურ პროკურორს ან გენერალური პროკურორის უფლებამოსილ მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გაუმჯობესების მიზნით; ჟ) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას; რ) ასრულებს გენერალური პროკურორისა და გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის ცალკეულ დავალებებს; ს) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. მუხლი 5🔗. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე 1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის თანამშრომელთა პროფესიულ მომზადებას; ბ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისა და დისციპლინის დაცვის კონტროლს; გ) დეპარტამენტის უფროსის წინაშე აყენებს წინადადებას დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; დ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებას ცალკეული პროკურორების და გამომძიებლების კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებიდან ჩამოცილების შესახებ; ე) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე; ვ) უშუალოდ მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას; ზ) ზემდგომი პროკურორის დავალებით, მონაწილეობს სხვადასხვა სასამართლო ინსტანციაში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში, მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში; თ) ამოწმებს ქვემდგომი პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას და იღებს ზომებს გამოვლენილ დარღვევათა აღმოსაფხვრელად; ი) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეაქვს საჩივრები სასამართლოების მიერ მიღებულ უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებზე; კ) დეპარტამენტში ხელმძღვანელობს ანალიტიკურ საქმიანობას; ლ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, გენერალური პროკურორის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას; მ) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას; ნ) ასრულებს გენერალური პროკურორის, მისი მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს, ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში; ო) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; პ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 6🔗. სამმართველოს უფროსი 1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს თანამშრომელთა შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, აკონტროლებს სამმართველოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივ და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; გ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებებისა და დავალებების, გენერალური პროკურორის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას; ე) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, საჭიროების შემთხვევაში აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას; ვ) ასრულებს ზემდგომ თანამდებობის პირთა ცალკეულ დავალებებს; ზ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს მუხლი 7🔗. დეპარტამენტის თანამშრომლები 1. დეპარტამენტში შრომით საქმიანობას ეწევიან: ა) უფროსი პროკურორები; ბ) პროკურორები; გ) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები; დ) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები; ე) მრჩევლები; ვ) სტაჟიორი; ზ) სპეციალისტი; თ) ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. 2. უფროსი პროკურორები და პროკურორები: ა) საპროცესო ხელმძღვანელობას უწევენ მათ დაქვემდებარებაში მყოფ გამომძიებელთა წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას; ბ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოძიების სტადიაზე მონაწილეობას იღებენ სასამართლოში შესული საჩივრებისა და აღკვეთის ღონისძიებების შერჩევის საკითხის განხილვაში; გ) მონაწილეობენ დეპარტამენტის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო განხილვაში, როგორც სახელმწიფო ბრალმდებლები; დ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ პროკურატურის საგამოძიებო ორგანოებში გამოძიებაზე საპროკურორო ზედამხედველობას და პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას; ე) ახორციელებენ საგამოძიებო ორგანოების წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების სისტემატიზაციასა და ანალიზს ეფექტიანი კოორდინაციის მიზნით; ვ) განიხილავენ საჩივარ-განცხადებებს. 3. განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები უშუალოდ იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს და ახორციელებენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ საპროცესო მოქმედებებს. 4. მრჩევლები უზრუნველყოფენ სახელმწიფო დაწესებულებების საინფორმაციო-ანალიტიკური რესურსებიდან, აგრეთვე საჯარო და კერძო წყაროებიდან კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ინფორმაციის მოპოვებას, დამუშავებას, ანალიზს და დოკუმენტური ფორმით გადასცემენ დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს. 5. სტაჟიორი ხელმძღვანელთან შეთანხმებით ახორციელებს უფროსი პროკურორისათვის,  პროკურორისათვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლისათვის ანდა განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლისათვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ უფლებამოსილებებს. 6. სპეციალისტი უზრუნველყოფს დეპარტამენტის საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას, ახდენს დეპარტამენტში შემოსული და გასული დოკუმენტების, ინფორმაციებისა და სხვა მასალების სისტემატიზაციასა და კომპიუტერიზაციას, აგრეთვე  დეპარტამენტის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიღებული (ამოღება, დათვალიერება, წარმოდგენა და სხვა) ნივთების, დოკუმენტებისა და სხვა მასალების აღრიცხვასა და სისტემატიზაციას. 7. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი უზრუნველყოფს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობების  შესრულებას. საქართველოს გენერალური პროკურორიგიორგი გვარაკიძე