საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.06.2025
ძალაში შესვლა 01.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №011
სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016139 58
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 30/06/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
1,147 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.06.2025 მიღება
01.07.2025 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 97% 27.06.2025 საქართველოს გენერალური პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 97% 27.05.2022 საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 96% 10.03.2020 საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 96% 06.05.2020 საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 95% 27.06.2025
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
30.06.2025
30.09.2025
მოქმედი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №011 2025 წლის 27 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტების,  მე-18 მუხლისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის  შესაბამისად,   ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2022 წლის 17 აგვისტოს  №024 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში  გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს გენერალურ პროკურატურას. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით. 3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს გენერალური პროკურორისა (შემდგომში – გენერალური პროკურორი) და გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები 1. დეპარტამენტის ამოცანებია: ა) ფინანსთა სამინისტროში (გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და საოლქო პროკურატურების საზედამხედველო სფეროს მიკუთვნებული დანაყოფებისა), ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება; ბ) ფინანსთა სამინისტროში (გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და საოლქო პროკურატურების საზედამხედველო სფეროს მიკუთვნებული დანაყოფებისა) გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; გ) ფინანსთა სამინისტროს (გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და საოლქო პროკურატურების საზედამხედველო სფეროს მიკუთვნებული დანაყოფებისა) მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა. 2. დეპარტამენტი, პროკურატურის სისტემაში ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, ახორციელებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეთა ანალიზს, სასამართლო პრაქტიკის განზოგადებასა და შესაბამისი წინადადებების შემუშავებას. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის  ამოცანები 1.  დეპარტამენტის ამოცანებია: ა) ფინანსთა სამინისტროში (გარდააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და საოლქო პროკურატურების საზედამხედველო სფეროს მიკუთვნებული დანაყოფებისა)  ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება; ბ) ფინანსთა სამინისტროში (გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და საოლქო პროკურატურების საზედამხედველო სფეროს მიკუთვნებული დანაყოფებისა) გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; გ) ფინანსთა სამინისტროს (გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და საოლქო პროკურატურების საზედამხედველო სფეროს მიკუთვნებული დანაყოფებისა)  მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის უფროსი 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 2. დეპარტამენტის უფროსი: ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის თანამშრომელთა შორის; გ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისა და დისციპლინის დაცვის კონტროლს; დ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) გენერალური პროკურორისა და გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე აყენებს საკითხებს დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; ვ) ექვს თვეში ერთხელ გენერალურ პროკურორს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების შესახებ; ზ) ყოველი წლის ბოლოს გენერალურ პროკურორს წარუდგენს წინადადებებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სრულყოფის ღონისძიებათა და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით; თ) კომპეტენციის ფარგლებში აუქმებს ფინანსთა სამინისტროს  საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა ანდა ქვემდგომი პროკურორის მიერ მიღებულ უკანონო ანდა დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას, შეაქვს მასში ცვლილება ან ცვლის ახალი გადაწყვეტილებით; ი) იღებს გადაწყვეტილებას პროკურორის ანდა გამომძიებლის სისხლის სამართლის საქმიდან აცილების  შესახებ; კ) წყვეტს საკითხს სხვადასხვა სასამართლო ინსტანციაში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში პროკურორის მონაწილეობის შესახებ; ლ) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე; მ) უშუალოდ მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას; ნ) ამოწმებს ქვემდგომი პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, შეაქვს საჩივრები სასამართლოს გადაწყვეტილებებზე; ო) აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების შესრულებას; პ) ისმენს ფინანსთა სამინისტროს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო დანაყოფების ხელმძღვანელებისა და სხვა თანამშრომელთა ინფორმაციებს როგორც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, ასევე ზოგად თემატურ საკითხებზე; ჟ) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას; რ) ასრულებს გენერალური პროკურორის და მისი მოადგილეების ცალკეულ დავალებებს; ს) ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებულ სხვა ფუნქციებს. 3. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის  მოადგილე. მუხლი 5🔗. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე 1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის თანამშრომელთა პროფესიულ მომზადებას; ბ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისა და დისციპლინის დაცვის კონტროლს; გ) დეპარტამენტის უფროსის წინაშე აყენებს წინადადებას დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; დ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებას ცალკეული პროკურორების და გამომძიებლების კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებიდან აცილების შესახებ; ე) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე; ვ) უშუალოდ მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას; ზ) ზემდგომი პროკურორის დავალებით, მონაწილეობს სხვადასხვა სასამართლო ინსტანციაში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში, მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში; თ) ამოწმებს ქვემდგომი პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას და იღებს ზომებს გამოვლენილ დარღვევათა აღმოსაფხვრელად; ი) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეაქვს საჩივრები სასამართლოების მიერ მიღებულ უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებზე; კ) დეპარტამენტში ხელმძღვანელობს ანალიტიკურ საქმიანობას; ლ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, გენერალური პროკურორის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას; მ) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას; ნ) ასრულებს გენერალური პროკურორის, მისი მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს, ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში; ო) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; პ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 6🔗. დეპარტამენტის თანამშრომლები 1. დეპარტამენტში შრომით საქმიანობას ეწევიან: ა) უფროსი პროკურორები; ბ) პროკურორები; გ) მრჩეველი; გ) სტაჟიორი; დ) სპეციალისტი; ე) ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. 2. დეპარტამენტის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 3. დეპარტამენტის უფროსი პროკურორები და პროკურორები: ა) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობასა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობას; ბ) მონაწილეობენ სხვადასხვა სასამართლო ინსტანციაში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში, მხარს უჭერენ სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში; გ) წარადგენენ საჩივრებს სასამართლო გადაწყვეტილებებზე; დ) შესასწავლად და შესამოწმებლად გამოითხოვენ სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებს და სხვა მონაცემებს დანაშაულის ჩადენის, გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე; ე) გასცემენ წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების მიმდინარეობისას; ვ)  ზემდგომი პროკურორის დავალებით ატარებენ ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს; ზ) განიხილავენ დეპარტამენტში შემოსულ შუამდგომლობებს და პოზიციებს წარუდგენენ დეპარტამენტის ხელმძღვანელობას; თ) განიხილავენ განცხადებებსა და საჩივრებს, ორგანიზებას უწევენ მათ შემოწმებას. აწარმოებენ მოქალაქეთა მიღებას დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ განცხადებებთან, საჩივრებთან და სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით; ი) ასრულებენ ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს, წარუდგენენ მათ წინადადებებს დაქვემდებარებულ უწყებებში გამოძიების ეფექტიანობისა და სრულყოფის შესახებ; კ) ახორციელებენ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მათთვის მინიჭებულ სხვა ფუნქციებს. 4. მრჩეველი უზრუნველყოფს ოპერატიული საქმიანობის სამართლებრივ ანალიზს, მართვის ელექტრონული საშუალებების, მონაცემთა ბაზებისა და შესაბამისი პროგრამების გამოყენებით, უზრუნველყოფს  აუცილებელი ინფორმაციის  მოძიებას, მომზადებას და მართვას. ახორციელებს ელექტრონული მონაცემების დამუშავებას, დეპარტამენტის პროგრამულ უზრუნველყოფას და მონაცემთა ბაზების გაუმჯობესების თაობაზე რეკომენდაციების შემუშავებას. ასრულებს დეპარტამენტის უფროსის და მისი მოადგილის მითითებებსა და დავალებებს. 5. სტაჟიორი ხელმძღვანელთან შეთანხმებით ახორციელებს უფროსი პროკურორის ანდა პროკურორისათვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ უფლებამოსილებებს. 6. დეპარტამენტის სპეციალისტი უზრუნველყოფს დეპარტამენტის საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას და კომპეტენციის ფარგლებში ლოჯისტიკური საკითხების მართვას, ასევე  დეპარტამენტის სატელეფონო ხაზზე შემოსული ზარების მართვას. ახდენს დეპარტამენტში შემოსული ინფორმაციის სისტემატიზაციას და საჭიროების შემთხვევაში კომპიუტერიზაციას. 7. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი უზრუნველყოფს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობების  შესრულებას. საქართველოს გენერალური პროკურორიგიორგი გვარაკიძე