საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის მ. კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „არსიანის“ დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.06.2025
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016423 1393
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 02/07/2025
1,675 სიტყვა · ~8 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის სახელმწიფო ვოკალურ ანსამბლ „ბათუმის“ დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 96% 27.09.2024 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანსამბლი „ბასიანის“ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 19.03.2015 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 93% 25.02.2025 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ - კულტურული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 23.12.2015 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იუსუფ ზოიძის სახელობის ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულების დამტკიცების თაობაზე ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება 93% 28.11.2025

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის მ. კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „არსიანის“ დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება  №19 2025 წლის 30 ივნისი ქ. ბათუმი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის მ. კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „არსიანის“ დებულების დამტკიცების შესახებ ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-12, მე-20 მუხლების, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის მ. კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „არსიანის“ დებულება, თანახმად დანართისა. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის მ. კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „არსიანი“ დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის №63 დადგენილების მე-2 და მე-3 პუნქტები (გაზეთი ,,აჭარა“ №130 (22.392), 13.07.05). 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესულხან თამაზაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის მ. კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „არსიანის“ დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის მ. კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „არსიანი“ (შემდგომში – ანსამბლი) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონების, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის (შემდგომში – მთავრობა) სამართლებრივი აქტით, შესაბამისი ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. ანსამბლი არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი დაწესებულება. 3. კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ანსამბლი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია მთავრობისა და სამინისტროს წინაშე. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ანსამბლს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა. ანსამბლი უფლებამოსილი არ არის განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომლის უფლება მას მინიჭებული არა აქვს შესაბამისი სამართლებრივი აქტით ან/და ამ დებულებით. 4. ანსამბლი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებს, კისრულობს მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ, აგრეთვე მესამე პირებთან ურთიერთობაში. 5. ანსამბლს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ხარჯთა ნუსხა, საბანკო და სახაზინო ანგარიშები, ბეჭედი, ბლანკი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 6. ანსამბლის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. №55. მუხლი 2🔗. ანსამბლის მიზნები და ამოცანები ანსამბლის მიზნები და ამოცანებია: ა) ქართული ხალხური ფოლკლორის პოპულარიზაცია და განვითარება; ბ) მაღალხარისხოვანი ხალხური სიმღერებისა და ცეკვების დადგმა, საკონცერტო საქმიანობის განხორციელება, მათი მეშვეობით ქართული საცეკვაო და მუსიკალური ფოლკლორული ხელოვნების პოპულარიზაცია და მოსახლეობის ესთეტიკურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება; გ) ეროვნული ტრადიციების აღორძინება და განვითარება. მუხლი 3🔗. ანსამბლის უფლებები და ვალდებულებები 1. ანსამბლს თავისი ამოცანების შესრულებისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლება აქვს: ა) დამოუკიდებელად მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს შემოქმედებით თავისუფლებას (რეპერტუარის არჩევა და ნებისმიერი სარეკლამო მასალის პუბლიკაცია); ბ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით განახორციელოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვა და რეალიზაცია, აირჩიოს მის მიერ შექმნილი ცეკვების, სიმღერებისა და კონცერტების საჯარო შესრულებისათვის გამოსაყენებელი ნებისმიერი ფორმა, გასცეს თანხმობა (დამდგმელი ჯგუფის თანხმობის საფუძველზე) საკუთარი პროდუქციის ტელევიზიითა და რადიოთი გადაცემის, ცალკეული საკონცერტო ნომრებისა და კონცერტების ჩანაწერის, ტირაჟირების, რეალიზაციისა და გავრცელებისათვის როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა, ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი მოახმაროს მხოლოდ ანსამბლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, მის წევრთა სოციალურ დაცვას, შრომის ეკონომიკურ სტიმულირებას, აგრეთვე ანსამბლის დებულებით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და მიზნების შესრულებას; დ) დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი ეკონომიკური პროგრამა, განსაზღვ­როს ბილეთების, სხვა პროდუქციის ან/და მომსახურების რეალიზაციის წესი, დაადგინოს მათი ღირებულება; ე) შეიმუშაოს და განახორციელოს სხვადასხვა კულტურულ-შემოქმედებითი პროექტები საქართველოსა და საზღვარგარეთ (მათ შორის, ერთობლივი პროექტები); ვ) სამინისტროსთან შეთანხმებით გახსნას, დააფინანსოს და გააუქმოს ანსამბლის სტრუქტურაში შემავალი ფილიალები ან წარმომადგენლობები; ზ) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე ამ დებულე­ბის შესაბამისად; თ) განახორციელოს „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ანსამბლის საქმიანობის მომწესრიგებელი სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლება­მოსილებანი. 2. ანსამბლი ვალდებულია: ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, „კულტურის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და ამ დებულების შესაბა­მისად; ბ) წარმართოს შრომითი (მათ შორის, სახელშეკრულებო) ურთიერთობანი საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) შეასრულოს კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები; დ)  დაიცვას ანსამბლის წევრთა პროფესიული და სოციალური უფლებები. მუხლი 4🔗. ანსამბლის ხელმძღვანელობა 1. ანსამბლის საერთო საქმიანობას ხელმძღვანელობს ანსამბლის დირექტორი, რომელსაც არაუმეტეს მთავრობის უფლებამოსილების ვადით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. ანსამბლის დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საკუთარი ინიციატივით ან მინისტრის წარდგინებით. 2. ანსამბლის შემოქმედებით საქმიანობას წარმართავს ანსამბლის დირექტორის მოადგილე – სამხატვრო ხელმძღვანელი (შემდგომში – დირექტორის მოადგილე), რომელსაც არაუმეტეს დირექტორის უფლებამოსილების ვადით, ანსამბლის დირექტორის წარდგინებით ან/და საკუთარი ინიციატივით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. ანსამბლის შემოქმედებითი განვითარების მიზნით ანსამბლის ლოტბარი, ორკესტრის ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი, ანსამბლის დირექტორის მოადგილესთან შეთანხმებით, დირექტორს წარუდგენენ მოცეკვავე, მომღერალი და მუსიკოსი მსახიობების კანდიდატურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ანსამბლის დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, ადგილზე არყოფნის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ანსამბლის დირექტორის მოვალეობას დროებით ასრულებს მოადგილე ან დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე, ანსამბლის თანამშრომელი. 5. დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში მოადგილე თავის მოვალეობას ასრულებს ახალი ხელმძღვანელი პირის დანიშვნამდე. მინისტრი უფლებამოსილია, ამ ვადაში, საკუთარი ინიციატივით თანამდებობიდან გაათავისუფლოს დირექტორის მოადგილე. მუხლი 5🔗. ანსამბლის დირექტორის უფლებამოსილება ანსამბლის დირექტორი: ა) კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს ანსამბლის საქმიანობას, მოქმედებს ანსამბლის სახელით და სპეციალური მინდობილობის გარეშე წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში; ბ) პერსონალურად პასუხისმგებელია ამ დებულებისა და ანსამბლის საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების, აგრეთვე მათგან გამომდინარე მთავრობისა და მინისტრის დავალებების ზუსტად და დროულად შესრულებაზე; გ) პერსონალურად პასუხისმგებელია ანსამბლის საქმიანობის სწორად წარმართ­ვაზე, ანსამბლის ქონების, მათ შორის ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვასა და გამოყენებაზე; დ) თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას გამოსცემს შესაბამის აქტებს – ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა ანსამბლის ყველა თანამშრომ­ლისათვის, ხელს აწერს ანსამბლის საქმიანობასთან დაკავშირებულ ფინანსურ და სხვა დოკუმენტებს; ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ანსამბლის თანამშრომლებს; ვ) ანაწილებს ფუნქციებს ანსამბლის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას ანსამბლის თანამშრომლების საქმიანობაზე, პერიოდულად ისმენს მათი მუშაობის შედეგებს, ანსამბლის სახელით სამოქმედოდ გასცემს მინდობილობას ანსამბლის თანამშრომლებსა და სხვა პირებზე; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია ანსამბლის თანამ­შრომ­ლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებ­ლობის ზომები; თ) უფლებამოსილია ანსამბლის სახელით გახსნას და დახუროს ანგარიშები ბანკში, დადოს შრომითი და სხვა ხელშეკრულებები (შეთანხმებები) ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ი) სამინისტროს წინასწარი თანხმობით განსაზღვრავს და შესაბამისი აქტით ამტკიცებს ანსამბლის სტრუქტურას, საშტატო ნუსხას, სახელფასო ფონდს, თანამდებობრივ სარგოებსა და ხარჯთა ნუსხას, ადგენს და სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს ანსამბლის ბალანსს; კ) ამტკიცებს ანსამბლის შინაგანაწესს და ანსამბლის თანამშრომელთა შვებუ­ლებაში გასვლის განრიგს, უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს ანსამბლის თანამშრომელთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას; ლ) სამინისტროს მეშვეობით მთავრობას წარუდგენს დებულებაში ცვლილე­ბებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მთავრობის დადგენილების პროექტს, სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას წარუდგენს წინადადებებს ანსამბლის საქმიანობის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ; მ) ასრულებს კანონმდებლობით, ამ დებულებით და მათ შესაბამისად მთავრობის ან/და სამინისტროს მიერ მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 6🔗. ანსამბლის დირექტორის მოადგილის უფლებამოსილება ანსამბლის დირექტორის მოადგილე: ა) უშუალოდ მონაწილეობს ანსამბლის შემოქმედებით საქმიანობაში; ბ) წარმართავს ანსამბლის მოსამზადებელი ქორეოგრაფიული ჯგუფისა და ანსამბლთან არსებული სკოლა-სტუდიების შემოქმედებით საქმიანობას; გ) ამ დებულებით დადგენილი წესით, ანსამბლის დირექტორთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებას რეპერტუართან დაკავშირებით და პასუხისმგებელია რეპერტუარის ხარისხზე; დ) ანსამბლის დირექტორთან შეთანხმებით გეგმავს და მონაწილეობს საგასტ­როლო ტურნეებში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ; ე) ახორციელებს ამ დებულებითა და ანსამბლის შინაგანაწესით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 7🔗. სამხატვრო საბჭო 1. სამხატვრო საბჭო წარმოადგენს ანსამბლის საკონსულტაციო ორგანოს შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში. 2. სამხატვრო საბჭო განიხილავს: ა) ანსამბლის შემოქმედებითი განვითარების გეგმასა და ანსამბლის შემოქმედებით მოღვაწეობასთან დაკავშირებულ საკითხებს; ბ) ანსამბლის შემოქმედებითი საქმიანობის მიმდინარეობას და აფასებს მიღწეულ შემოქმედებით შედეგებს; გ) განიხილავს სხვა შემოქმედებით დაწესებულებებთან თანამშრომლობის საკითხებს, ერთობლივ შემოქმედებით სამუშაოთა დაგეგმვასა და მათ მიმდინა­რეობასთან დაკავშირებულ საკითხებს. 3. სამხატვრო საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება არანაკლებ 7 წევრით. 4. სამხატვრო საბჭოს შემადგენლობაში შედიან: დირექტორის მოადგილე, მის მიერ მოწვეული შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირები; ანსამბლის შემოქმედებითი კოლექტივის 2/3-ის მიერ არჩეული სამი წევრი (მოცეკვავე მსახიობი, მომღერალი მსახიობი და ორკესტრის მსახიობი). 5. სამხატვრო საბჭოს სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვე­ტილება მიიღება სამხატვრო საბჭოს შემადგენლობის უმრავლესობით. სამხატვრო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ სხდომას ესწრება სამხატვრო საბჭოს შემადგენლობის 2/3. 6. სამხატვრო საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობს ანსამბლის დირექტორის მოადგილე. მუხლი 8🔗. ანსამბლის საქმიანობის კონტროლი 1. ანსამბლის სახელმწიფო კონტროლი მოიცავს ანსამბლის მიერ განხორ­ციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. ანსამბლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა. 3. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს და გააუქმოს ანსამბლის დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. 4. ანსამბლის დირექტორი ვალდებულია კვარტალში ერთხელ, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტროს წარუდგინოს ანგარიში ანსამბლის მიერ განხორციელებული საქმიანობის თაობაზე. 5. ანსამბლის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო ორგანო (სამეთვალყურეო საბჭო). ანსამბლის სამეთვალყურეო ორგანოს შექმნის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება მთავრობის მიერ, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად. მუხლი 9🔗. ანსამბლის საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას 1. ანსამბლმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების განსახორციელებლად, სამინისტროს წინასწარ თანხმობასთან ერთად, აუცილებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობა. მუხლი 10🔗. ანსამბლის ქონება 1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ანსამბლს აქვს განცალკევებული ქონება, რომელიც მას დროებით სარგებლობაში, უსასყიდლოდ, კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისაგან. 2. ანსამბლის ქონებას შეიძლება შეადგენდეს აგრეთვე ანსამბლის ფუნქციო­ნი­რების განმავლობაში ანსამბლის ფინანსური სახსრებით შეძენილი ან/და შექმნილი ქონება. ასეთ ქონებაზე ანსამბლს აქვს უსასყიდლო სარგებლობის, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას – საკუთრების უფლება. 3. ანსამბლის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება რჩება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში. 4. ანსამბლის ქონებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 11🔗. ანსამბლის ფინანსები ანსამბლის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს: ა)  შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ)  ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები; გ) შემოსავლები, რომლებიც მიიღება კონცერტების გადაღებით, მათი კინო, ვიდეო და აუდიოჩანაწერების სატელევიზიო, რადიო და სხვა სახის ტრანსლაციათა კომერციული მიზნით გამოყენებით; დ) შემოსავლები, რომლებიც მიიღება ანსამბლის მიერ სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირებისათვის გაწეული კულტურული მომსახურების შედეგად; ე)  გრანტები და შემოწირულობები; ვ)  დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები; ზ)  სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები; თ)  კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. მუხლი 12🔗. ანსამბლის საბუღალტრო ანგარიშგება ანსამბლი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. მუხლი 13🔗. ანსამბლის ლიკვიდაცია ანსამბლის ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 14🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.