„ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
300320000.16.009.016748
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/06/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №13

2025 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლისა და 29-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 31.12.2014, სარეგისტრაციო კოდი: 300320000.16.009.016110) პირველი პუნქტით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიაში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:       

1. მე-7 მუხლის:

ა) 4 1 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 4 2 პუნქტი:

„4 2. საწარმოს რეგულირებადი აქტივების ბაზაში ასევე ასახვას ექვემდებარება პრივატიზების ფარგლებში შესყიდული ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში გაზის გაშვებისთვის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ სამუშაოებთან დაკავშირებული ხარჯები.“;

ბ) მე-15 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 15 1 პუნქტი:

„15 1. საწარმოს მიერ შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში, კომისია ტარიფში ასახავს ამ მეთოდოლოგიის 32-ე მუხლის 5 1 პუნქტის საფუძველზე რეგულირებადი აქტივების ბაზაში ასახული აქტივების ან სტიქიური მოვლენების გამო დაზიანებული და საწარმოს მიერ ექსპლუატაციიდან გაყვანილი რეგულირებადი აქტივების შესაბამის კაპიტალურ დანახარჯებს. ამასთან, კომისია უფლებამოსილია ზემოაღნიშნული აქტივები განიხილოს რეგულირებად აქტივებად მათი სასიცოცხლო ვადის ამოწურვამდე, ან შესაბამისი სატარიფო წლის რეგულირებადი დანახარჯების ბაზაში ერთჯერადად ასახოს აღნიშნული აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულება.“.

2. 22-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დანახარჯების კორექტირების მაჩვენებელი შესაბამისი (t+i) სატარიფო წლისთვის დროში ფულის ღირებულების გათვალისწინებით იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

 

სადაც:

i

–

სატარიფო წლის რიგითი ნომერი რეგულირების პერიოდში (1≤i≤n);

TVCORRt+i

–

დანახარჯების კორექტირების მაჩვენებელი დროში ფულის ღირებულების გათვალისწინებით შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი);

TVCORRt

–

დანახარჯების კორექტირების მაჩვენებელი დროში ფულის ღირებულების გათვალისწინებით ტარიფის გაანგარიშების (t) წლისთვის (ლარი);

rd (t +j)

–

დროში ფულის ღირებულების განაკვეთი, რომელიც შესაბამისი სატარიფო წლისთვის მოქმედი სესხის ღირებულების ტოლია (%).“;

 

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. დანახარჯების კორექტირების მაჩვენებელი დროში ფულის ღირებულების გათვალისწინებით ტარიფის გაანგარიშების (t) წელს იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

სადაც:

nOld

–

სატარიფო წლების რაოდენობა მიმდინარე სატარიფო რეგულირების პერიოდში;

TVCORRt

–

დანახარჯების კორექტირების მაჩვენებელი დროში ფულის ღირებულების გათვალისწინებით ტარიფის გაანგარიშების (t) წლისთვის (ლარი);

CORRt-nOld+j

–

კორექტირებას დაქვემდებარებული (t-nOld+j) სატარიფო წლის კორექტირება (ლარი);

rd (t-nOld+k)

–

დროში ფულის ღირებულების განაკვეთი, რომელიც შესაბამისი სატარიფო წლისთვის კომისიის მიერ განსაზღვრული სესხის ღირებულების ტოლია (პროცენტი).“;

 

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დანახარჯების კორექტირების მაჩვენებელი შესაბამისი სატარიფო წლისთვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

    

სადაც:

CORR

–

კორექტირებას დაქვემდებარებული სატარიფო წლის კორექტირება (ლარი);

cCAPEX

–

შემოსავლის კორექტირება, რომელიც გამოწვეულია კორექტირებას დაქვემდებარებული სატარიფო წლის ფაქტობრივ და დაგეგმილ კაპიტალურ დანახარჯებს შორის სხვაობით (ლარი);

corrOPEX

–

შემოსავლის კორექტირება, რომელიც გამოწვეულია კორექტირებას დაქვემდებარებული სატარიფო წლის ფაქტობრივ და დაგეგმილ არაკონტროლირებად საოპერაციო დანახარჯებს შორის სხვაობით, კორექტირებას დაქვემდებარებულ ფაქტობრივ და დაგეგმილ კონტროლირებად საოპერაციო დანახარჯებს შორის სხვაობით და ასევე ფაქტობრივ და დაგეგმილ ინფლაციის მაჩვენებლებს შორის სხვაობით (ლარი);

cRev

–

შემოსავლის კორექტირება, რომელიც გამოწვეულია კორექტირებას დაქვემდებარებული სატარიფო წლის ბუნებრივი გაზის ფაქტობრივ და დაგეგმილ რაოდენობებს შორის სხვაობით (ლარი);

cCNL 

–

შემოსავლის კორექტირება, რომელიც იანგარიშება ამავე მეთოდოლოგიის 26-ე მუხლის შესაბამისად (ლარი).“.

 

3. 32-ე მუხლის მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„9 1. 2023-2027 წლების სატარიფო რეგულირების პერიოდის მე-3 სატარიფო წელს, იმ რეგულირებული საწარმოს მომართვის შემთხვევაში, რომელიც ამავე რეგულირების პერიოდში პრივატიზაციის ფარგლებში შესყიდულ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახდენს ახალი მომხმარებლების მიერთებას, კომისია განახორციელებს რეგულირებული საწარმოს მიერ, 2022-2025 სატარიფო წლებში ახალი მომხმარებლის მიერთების ფარგლებში მიღებული შემოსავლებისა და გაწეული დანახარჯების ანალიზს და 2026-2027 სატარიფო წლებისთვის დადგენილი ტარიფების შესაბამის კორექტირებას, კომისიის 2023 წლის 27 ივნისის №27 დადგენილებით დამტკიცებული დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესის V და ამავე მეთოდოლოგიის IV თავში ასახული პრინციპების გათვალისწინებით.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილი
კომისიის წევრიგივი სანიკიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.06.2025.
როდის იქნა მიღებული „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.06.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია. დოკუმენტის ნომერი — №13. სარეგისტრაციო კოდი — 300320000.16.009.016748.
რამდენი მუხლისგან შედგება „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.06.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №13, 25.06.2025, სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.016748 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6549489/