„ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფებისა და საფასურების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 15 დეკემბრის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №50 |
|
2023 წლის 30 ნოემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფებისა და საფასურების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 15 დეკემბრის №68 დადგენილებაში (ვებგვერდი, 23.12.2020, სარეგისტრაციო კოდი: 300320000.16.009.016429) შეტანილ იქნეს ცვლილებები და პირველი მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №1): ა.ა) მე-15 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. გრძელვადიანი სესხის და დეპოზიტის ღირებულება დგინდება თითოეული რეგულირების პერიოდისთვის და 2024 სატარიფო წლის პირველ იანვრამდე პერიოდზე განისაზღვრება შემდეგი ოდენობით (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა): ა) გრძელვადიანი სესხის ღირებულება – 15.48%; ბ) დეპოზიტის ღირებულება – 9.47%.“; ა.ბ) „31“ პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „32“ პუნქტი: „32. 2024 სატარიფო წლისთვის გრძელვადიანი სესხის და დეპოზიტის ღირებულება განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: ა) გრძელვადიანი სესხის ღირებულება – 15.67%; ბ) დეპოზიტის ღირებულება – 10.12%.“; ბ) „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №2): ბ.ა) მე-15 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. გრძელვადიანი სესხის და დეპოზიტის ღირებულება დგინდება თითოეული რეგულირების პერიოდისთვის და 2024 სატარიფო წლის პირველ იანვრამდე პერიოდზე განისაზღვრება შემდეგი ოდენობით (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა): ა) გრძელვადიანი სესხის ღირებულება – 15.48%; ბ) დეპოზიტის ღირებულება – 9.47%.“; ბ.ბ) „31“ პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „32“ პუნქტი: „32. 2024 სატარიფო წლისთვის გრძელვადიანი სესხის და დეპოზიტის ღირებულება განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: ა) გრძელვადიანი სესხის ღირებულება – 15.67%; ბ) დეპოზიტის ღირებულება – 10.12%.“; გ) „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №4): გ.ა) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. იმ შემთხვევაში, თუ დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის შედეგად გამოვლინდა კომისიის მიერ 2023 წლის 27 ივნისის №27 დადგენილებით დამტკიცებული „დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესის“ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პერიოდის ინფორმაცია, რომლის იდენტიფიცირებაც არ მოხდა წინა სატარიფო წლის (წლების) ტარიფების გაანგარიშებისას, კომისია უფლებამოსილია აღნიშნული ინფორმაცია გამოიყენოს საბაზისო წლის აუდიტის შედეგების კორექტირებისთვის. კორექტირება განხორციელდება მეთოდოლოგიის IV თავში ასახული პრინციპების გათვალისწინებით.“; გ.ბ) მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „31“ პუნქტი: „31. რეგულირებული საწარმოს მიერ დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის ანგარიშში სახელფასო ფონდთან დაკავშირებული მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია მომდევნო სატარიფო რეგულირების პერიოდის ტარიფის გაანგარიშებისას შეამცირებს რეგულირებადი დანახარჯების ბაზას ამავე რეკომენდაციაში მითითებული პირობების შესაბამისად.“; გ.გ) 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „21“ პუნქტი: „21. 2024-2026 წლების სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების განაკვეთი (WACC) შეადგენს 15.73%-ს, რომლის კომპონენტებისა და მოკლევადიანი სესხის საპროცენტო განაკვეთის (rsd) სიდიდეები განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) ურისკო საპროცენტო განაკვეთი (rrf) – 8.15%; ბ) სესხის ღირებულება (rd) – 15.41%; გ) ბაზრის რისკის პრემია (mp) – 5.27%; დ) ქვეყნის დეფოლტ რისკი (ds) – 3.22%; ე) ქვეყნის რისკი (cr) – 4.57%; ვ) სექტორული რისკის კოეფიციენტი (β) – 0.81; ზ) მოკლევადიანი სესხის საპროცენტო განაკვეთი (rsd) – 13.47%.“; გ.დ) 26-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. 2024-2026 წლების სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის ზოგადი ეფექტიანობის ფაქტორი (Xზოგ) უდრის 1%-ს, ხოლო ინდივიდუალური ეფექტიანობის ფაქტორი (Xინდ) – 0-ს.“; დ) „ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის გადაცემის, განაწილებისა და საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №5): დ.ა) მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. იმ შემთხვევაში, თუ დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის შედეგად გამოვლინდა კომისიის მიერ 2023 წლის 27 ივნისის №27 დადგენილებით დამტკიცებული „დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესის“ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პერიოდის ინფორმაცია, რომლის იდენტიფიცირებაც არ მოხდა წინა სატარიფო წლის (წლების) ტარიფების გაანგარიშებისას, კომისია უფლებამოსილია აღნიშნული ინფორმაცია გამოიყენოს საბაზისო წლის დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის შედეგების კორექტირებისთვის. აღნიშნულის გათვალისწინებით შესაბამისი სატარიფო კომპონენტის კორექტირება განხორციელდება მეთოდოლოგიის IV თავში ასახული პრინციპების გათვალისწინებით.“; დ.ბ) მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „31“ პუნქტი: „31. რეგულირებული საწარმოს მიერ დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის ანგარიშში სახელფასო ფონდთან დაკავშირებული მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია მომდევნო სატარიფო რეგულირების პერიოდის ტარიფის გაანგარიშებისას შეამცირებს რეგულირებადი დანახარჯების ბაზას ამავე რეკომენდაციაში მითითებული პირობების შესაბამისად.“; დ.გ) 32-ე მუხლის მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „101“ პუნქტი: „101. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია განახორციელოს მეთოდოლოგიის 29-ე მუხლით გათვალისწინებული კორექტირებები.“; ე) „ვ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორის მომსახურების საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგიის“(დანართი №6): ე.ა) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გრძელვადიანი სესხის და დეპოზიტის ღირებულება დგინდება თითოეული რეგულირების პერიოდისთვის და 2024 სატარიფო წლის პირველ იანვრამდე პერიოდზე განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: ა) გრძელვადიანი სესხის ღირებულება – 15.48%; ბ) დეპოზიტის ღირებულება – 9.47%.“; ე.ბ) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „21“ პუნქტი: „21. 2024 სატარიფო წლისთვის გრძელვადიანი სესხის და დეპოზიტის ღირებულება განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: ა) გრძელვადიანი სესხის ღირებულება – 15.67%; ბ) დეპოზიტის ღირებულება – 10.12%.“; ვ) „ვ1“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საბითუმო საჯარო მომსახურების საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი 61) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები: „3. 2024 სატარიფო წლისთვის კაპიტალის და დეპოზიტის ღირებულება განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: ა) კაპიტალის ღირებულება (rd) – 15.67%; ბ) დეპოზიტის ღირებულება - 10.12%. 4. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედებამდე, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების საფასური იანგარიშება ამ მეთოდოლოგიით დადგენილი პრინციპების შესაბამისად მე-10 მუხლით განსაზღვრული ფორმულით, სადაც E(t+1) არის ელექტროენერგიის საპროგნოზო ოდენობა, რომელზეც ანაზღაურდება ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების საფასური შესაბამისი სატარიფო წლისთვის.“; ზ) „ვ2“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი 62): ზ.ა) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. იმ შემთხვევაში, თუ დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის შედეგად გამოვლინდა კომისიის მიერ 2023 წლის 27 ივნისის №27 დადგენილებით დამტკიცებული „დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესის“ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პერიოდის ინფორმაცია, რომლის იდენტიფიცირებაც არ მოხდა წინა სატარიფო წლის (წლების) ტარიფების გაანგარიშებისას, კომისია უფლებამოსილია აღნიშნული ინფორმაცია გამოიყენოს სატესტო წლის აუდიტის შედეგების კორექტირებისთვის. კორექტირება განხორციელდება ამ მეთოდოლოგიის IV თავში ასახული პრინციპების გათვალისწინებით.“; ზ.ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. რეგულირებადი დანახარჯების ბაზა სატარიფო წლისთვის რეგულირებადი დანახარჯების ბაზა სატარიფო წლისთვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით: RCB(t+1)= CAPEX(t+1) +OPEXფიქს(t+1)+ CORR(t+1) (1), სადაც:
ზ.გ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება (WACC) გადასახადებამდე, დგინდება სამი წლის ვადით და იანგარიშება შემდეგი ფორმულით: ზ.დ) მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. გარანტირებული სიმძლავრის საფასური იანგარიშება შემდეგი ფორმულით:
ზ.ე) 22-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. 2021-2023 წლების სატარიფო რეგულირების პერიოდზე კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების განაკვეთი (WACC) შეადგენს 15.39%-ს, რომლის კომპონენტებისა და მოკლევადიანი სესხის საპროცენტო განაკვეთის (rsd) სიდიდეები განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) ურისკო საპროცენტო განაკვეთი (rrf) – 10.24%; ბ) სესხის ღირებულება (rd) – 13.19%; გ) ბაზრის რისკის პრემია (mp) – 5.55%; დ) ქვეყნის დეფოლტ რისკი (ds) – 3.53%; ე) ქვეყნის რისკი (cr) – 4.41%; ვ) სექტორული რისკის კოეფიციენტი (β) – 0.86; ზ) მოკლევადიანი სესხის საპროცენტო განაკვეთი (rsd) – 12.13%. 2. 2024-2026 წლების სატარიფო რეგულირების პერიოდზე კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების განაკვეთი (WACC) შეადგენს 15.73%-ს, რომლის კომპონენტებისა და მოკლევადიანი სესხის საპროცენტო განაკვეთის (rsd) სიდიდეები განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) ურისკო საპროცენტო განაკვეთი (rrf) – 8.15%; ბ) სესხის ღირებულება (rd) – 15.41%; გ) ბაზრის რისკის პრემია (mp) – 5.27%; დ) ქვეყნის დეფოლტ რისკი (ds) – 3.22%; ე) ქვეყნის რისკი (cr) – 4.57%; ვ) სექტორული რისკის კოეფიციენტი (β) – 0.81; ზ) მოკლევადიანი სესხის საპროცენტო განაკვეთი (rsd) – 13.47%.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|