„წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№64
სარეგისტრაციო კოდი
300320000.16.009.016415
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/12/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება  №64

2020 წლის 10 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” საქართველოს კანონის 168-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს №21 დადგენილებაში (ვებგვერდი, 21/08/2017, 300320000.16.009.016222) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი პუნქტით დამტკიცებულ „წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №1) 30-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2018-2020 სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების განაკვეთი (WACC) შეადგენს 15.99%-ს, რომლის კომპონენტების სიდიდეები განისაზღვრება შემდეგნაირად:

 ა) ურისკო საპროცენტო განაკვეთი (rrf) – 12.22%;

ბ) სესხის ღირებულება (rd)    – 12.93%;

გ) ბაზრის რისკის პრემია (mp)   – 6.17%;

დ) ქვეყნის დეფოლტრისკი (ds)  – 4.16%;

ე) ქვეყნის რისკი (cr) – 5.12%;

ვ) სექტორული რისკის კოეფიციენტი (β)  – 0.7.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. 2021-2023 სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების განაკვეთი (WACC) შეადგენს 14.98%-ს, რომლის კომპონენტების და მოკლევადიანი სესხის საპროცენტო განაკვეთის (rsd) სიდიდეები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) ურისკო საპროცენტო განაკვეთი (rrf) – 10.24%;

ბ) სესხის ღირებულება (rd) – 13.19%;

გ) ბაზრის რისკის პრემია (mp) – 5.55%;

დ) ქვეყნის დეფოლტრისკი (ds) – 3.53%;

ე) ქვეყნის რისკი (cr) – 4.41%;

ვ) სექტორული რისკის კოეფიციენტი (β) – 0.7;

ზ) მოკლევადიანი სესხის საპროცენტო განაკვეთი (rsd) - 12.13%.“;

გ) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. 2021-2023 სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის ზოგადი ეფექტიანობის ფაქტორი (Xზოგ) უდრის 1.5%-ს, ხოლო ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე კონკრეტული საწარმოს პირველი რეგულირების პერიოდის შესაბამისი ტარიფის გაანგარიშების წლისთვის უდრის – 0%-ს. ამასთან, ინდივიდუალური ეფექტიანობის ფაქტორი (Xინდ) – 0%-ს.“;

2. 11 პუნქტით დამტკიცებული „წყალმომარაგების სექტორში დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესის“ (დანართი 11) მე-9 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. რეგულირებადი საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო აქტივების იჯარის ხარჯის გონივრული ოდენობა შესაძლოა განსაზღვრულ იქნეს შედარებითი ანალიზის, საბაზრო პრინციპების ან ამავე აქტივზე სატარიფო მეთოდოლოგიის შესაბამისად დათვლილი წლიური კაპიტალური დანახარჯის პრინციპით.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. იმ შემთხვევაში, როცა რეგულირებადი საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო აქტივის იჯარის ხარჯის გონივრული ოდენობა განისაზღვრება სატარიფო მეთოდოლოგიის შესაბამისად დათვლილი წლიური კაპიტალური დანახარჯის პრინციპით, იგი მიეკუთვნება არაკონტროლირებად საოპერაციო დანახარჯს. ამასთან, აღნიშნული დანახარჯის გონივრული ოდენობა ასევე მოიცავს ამ აქტივთან დაკავშირებულ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქონების გადასახადს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე